↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
როცა ვერ გხედავ,მაშინ
ყოველი წამი წამებაა,შვება კი არა.
როცა გიხილავ,მაშინ
მე უცაბედად მიახლდება გულის იარა.
როცა ვერ გხედავ,მაშინ
ირგვლივ სიცივე ისადგურებს,სივრცეა ბნელი.
როცა გიხილავ,მაშინ
გულში იღვიძებს უცაბედად ტკივილი მწველი.
როცა გინატრებ,მაშინ
მომაქანებენ თითქოს შენთან ანგელოსები.
როცა გიხილავ,მაშინ
გავრბივარ,თითქოს ტანჯვით,გვემით დანაოსები.
ვერ ვეღირსები მწირი,
ვეღარც უშენოდ,ვეღარც შენთან წამს ნეტარების,
მიწას შეუკრავს პირი,
ოჰ,საუკუნოდ დახშულია გულის კარებიც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ფეხით გასრესილ სიგარეტად
პარკეტზე გდია
ერთადერთი სიტყვა,
\"მიყვარხარ!\"
რომელსაც უკვე
აღარავინ არ საჭიროებს,
რადგან არავის არ სჯერა მისი.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე თქვენ მიყვარდით და ვინ იცის,ეს გრძნობა დიდი
იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა,ვით ნათლის სვეტი,
მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი
და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ,უხმოდ,უთქმელად,
ხან მოკრძალებით,ხანაც იჭვით ვიყავ ფარული,
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად,ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
იმ ღამეს თოვდა,თოვდა და თოვდა...
და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,
გარშემო ცივი სანთელი კრთოდა
და ივსებოდა სიჩუმით სახლი.
ვხედავდი ჩენს ლანდს საწოლთან დახრილს,
და ჩრდილი დახრილ საწოლთან თრთოდა,
შენ კი გეძინა,ყველაფრით დაღლილს,
გარეთ კი თოვდა,თოვდა და თოვდა.
და შენი ტანი,გრძელი დათხელი
მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში.
და შენი ხელი,გამხმარი ხელი
მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.
გარეთ კი თოვდა,თოვდა და თოვდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა,
გავაღე კარი,თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი,მარტოობამ დამისადგურა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
თითქოს დაეშვა შავი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები.
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია,შეუყვარდები.
თითქო რაიმეს ნიშნავს,რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია,არაფერია,
მოვა სხვა,უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება?
თითქო ბერდები?არაფერია!
ათასი წლისაც არ დაბერდები.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
დაუძლეველი მელანქოლია
გაჩენიდანვე გამომყოლია,
ბედნიერება მე არ მქონია ჯერ.
ასე მგონია მონაგონია
რაც სიხარულზე გამიგონია,
ოჰ,ეს წყეული მელანქოლია,მტერს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
თოვლი,თოვლი,
ბევრი თოვლი მოდის.
მე კი გიცდი,
როდის მოხვალ,როდის?
ვდგავარ ცის ქვეშ
და თანდათან მათოვს,
ვიცდი,მაგრამ
აღარ ვიცი-რატომ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
თამაზ მონიავა

ქალი-საოცარი სხივებით ბრწყინავს,
მითხარი რა არის ვერპატიება?
ქალი-ეს არის გაჰყვე ნიავს,
ქალს ყველაფერი ეპატიება!
დარდი ქალია და სიხარულიც
მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქალია,
გინდა ისე თქვი გინდა ასე თქვი
რაც არუნდა თქვა ქალი,ქალია
მომხიბლავია,მოღალატეა,
თუ ერთგულია უზომოდ დიდი,
ყველაფერს იტანს ქალი ასეა,
ქალი ქალია-თავის გზით მიდის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
,,როდესაც სული დაიწყებს კივილს,

ენძელასავით ჩუმი და მორცხვი _

აი, ეს არის, ეს ნიშნავს ტკივილს,

თორემ რა არის ტკივილი ხორცის...

თამაზ ჭილაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე

ორშაბათს გოგონა გავიცანი
გოგონა ნახატი კალმისანი,
სამშაბათს გამიხდა საფიცარი,
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი..
ჩემი გასაჩირი ავუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა
ვაიმე ბედო უკეტურო,
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო..
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა
თავმოჭრილივართქო დავასკვენი,
ჰოდა თავის მოკვლაც დავაპირე.
გეთენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდის,
დილამშვიდობისას გისურვებო,
მე ეხლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვებედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.,
ღმერთია ჩემი მწყალობელი
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კარგად არ მახსოვს არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო,
მარტი იდგა თუ მაისი,
დილა იყოთუ საღამო.
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან,
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი,
რომელი ათასწლეული,
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვა თუ სხეული,
შინაური თუ გარეშე,
ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი-
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყოთუ სიზმარი,
ვიცინოდი თუ ვტიროდი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.

ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?!.
ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის.
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.

მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიციცლით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.

ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული....

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი...

მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს დიდი სიცილი,
დიდი სინათლე, დიდი ჭიქები.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემხსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

ოთარ ჭილაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * * * *

არის ზღაპარი და არის ცხადი
(შატობრიანი, მიუსე, სანდი...)
თაროებს შორის უჩუმრად დადის
შენი ფრთხილი და შემკრთალი ლანდი.

არის გვირილა და არის სისხლი,
(როლანი, ფრანსი, ფოიხტვანგერი...)
მე კი იმ სიტყვას, რომელიც მიხსნის,
ვეძებდი, მაგრამ ვერ მივაგენი.

(არის ფოლკნერი, კამიუ, ოლბი...
არის მოემი, სარტრი, კეპოტი...)
ალბათ ვიყავი საშინლად ყალბი,
რომ ბუნებრივად მოგჩვენებოდი.

(არის ჯოისი, კაფკა და ფრიში...
არის ბალზაკი, სკოტი, მერიმე...)
მე არჩევანის აღარ მაქვს შიში,
იყოს სუყველა ან რომელიმე.

აღარ გაქრება სევდა გულიდან
და აღარც კრთომა სევდის წინაშე:
(არის \"პატარა უფლისწული\" და
არის \"სიკვდილი ვენეციაში\"...)

და ვრჩები ასე ჩუმ მოლოდინში,
(არის \"ფაუსტი\", \"უცხო\", \"ულისე\"...)
გახსენებისთვის დიდი ბოდიში,
დიდი ბოდიში სიყვარულისთვის...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე ავტირდები,როგორც ბავშვი, როგორც პატარა,
ცრემლები ღაწვებს დაღარავენ ნამალულევნი,
მე ავტირდები და ვიტირებ შენს განშორებას
და შენ კი... შენ კი არასოდეს არ დაბრუნდები...
ჩუმი ტირილით გამოვიგლოვ მე შენს სიყვარულს,
ცრემლები ღაწვებს მოსსწყდებიან ნიაღვრებივით,
და სიყვარულიც...სიყვარულიც ამიტირდება
შენს უგულო გულს დაგებული ფიანდაზივით.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი