↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 106 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
მე მეგონა უფრო სხვა ნაწარმოებზე გაკეთდებოდა აქცენტი. ხევისბერი გოჩა კარგი ნაწარმოებია ... მტავარი ამ ნაწარმოებში ისაა რომ ადამიანი ზღვარს არ უნდა გადასცილდეს და სიყვარულის გულისათვის, მეგობარი, მშობელი და სამშობლო არ უნდა გასწიროს. რამხელა პატრიოტიზმია ხევისბერის ქმედებაში რომელმაც თავის შვილს არ აპატია ის რისი პატიებაც არ შეიძლებოდა, აპატიებდა მეგობრის ღალატს, მისი ავტორიტეტის შელახვასაც მაგრამ სამშობლოს ღალატს ვერ აპატიებდა ხალხო!!!!!!!!!!! დიახაც რომ ყველამ უნდა ისწავლოს და გაითავისოს რა განძია სამშობლო. სამშობლო თავად ღმერთიაო გალაკტიონს დავესესხები, ხოდა ღმერთისა და ხატის შემაგინებელს ხევისბერი არ შეინდობდა!

სამშობლოსათვის არ უღალატია, პირიქით თავი შეაკლა კინაღამ სამშობლოს. სამშობლოს ღალატი სხვა რამეა.

უბრალოდ მადლისთვის გვაქვს ჩვენ ისეთი მარგალიტები სადაც მართლაც რომ ჩანს სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, თავდადება, რაინდობა (სტუმარმასპინძელი, ალუდა ქეთელაური.... ვაჟას ნებისმიერი ქმნილება) რომ არაფერი ვთქვა ილიაზე, აკაკიზე..... ხევისბერში კი კონკრეტულად მის ქცევაში მე ვერ ვხედავ სამშობლოს სიყვარულს. ბოდიშით მაგრამ ეს ჩემი აზრია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ზვიგენ!მაგარი ხარ...ეგრეა!
ქეშ, გმადლობთ და მეც გილოცავ თუ კარგია!

გაიხარე დორადო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
რომ შეადგენთ სიას რა არის ამოსაღები და რა არა სწავლებიდან, ჩაამატეთ, რომ ტრიგონომეტრია ამოიღონ მათემატიკიდან ან მარტო ძირითადი ფორმულები დატოვონ...ზედმეტია სრულიად

რაც შეეხება ყაზბეგს, უნდა იყოს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და შემოიფარგლოს მასწავლებელსა და მოსწავლის შორის კითხვა-პასუხით. არაა საჭირო საზეპიროები და დაზუთხვა
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts139
კარმა54
OFFLINEPROFILE
სოსოიას რუსო დღეს რა ტრიგონომეტრიაც ისწავლება სასაცილოა, რაა იქ გაუგებარი. ელემენტარულს გთხოვენ.ტრიგონომეტრია თუ ვერ ისწავლე სტერეომეტრიაში რა უნდა გააკეთო? მაშინ გამრავლების ცხრილი ისწავლე და ვსიო დამთავრდა მათემატიკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
გამრავლების სწავლა საჭიროა..... მიმატებისაც....... აი გაყოფა კი კლასგარეშე უნდა იყოს ხოლო გამოკლება საერთოდ ამოსაღებია სწავლებიდან. :) :) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
uria wrote:
ციტატა:
სოსოიას რუსო დღეს რა ტრიგონომეტრიაც ისწავლება სასაცილოა, რაა იქ გაუგებარი. ელემენტარულს გთხოვენ.ტრიგონომეტრია თუ ვერ ისწავლე სტერეომეტრიაში რა უნდა გააკეთო? მაშინ გამრავლების ცხრილი ისწავლე და ვსიო დამთავრდა მათემატიკა.

აქ საუბარი არაა სიმარტივეზე, კარგად ვიცი მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დამიჯერე, იმას კი არ ვამბობ რთულია და ა.შ., იმას ვიზახი რომ არაა აუცილებელი, საჭიროა მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ კუთხით გჭირდება სწავლის გაგრძელება და მომავალს მათემატიკას უკავშირებ როგორც მეცნიერებას
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
გამრავლების სწავლა საჭიროა..... მიმატებისაც....... აი გაყოფა კი კლასგარეშე უნდა იყოს ხოლო გამოკლება საერთოდ ამოსაღებია სწავლებიდან. :) :) :)

გეთანხმები:):): და არა მარტო სწავლებიდან....:):):):):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
რატომღაც მიძინებულია ეს თემა.
იქნებ ცოტა ხანი ბუდულაი დავასვენოთ და ვიმსჯელოთ.
ხშირად გამიგია განათლებულია და კულტურა არ აქვსო.
როგორ ფიქრობთ,შეიძლება ადამიანმა განათლებით მიიღოს კულტურა,თუ ის თანდაყოლილად არ გააჩნია?
შემხვედრია ადამიანი,რომელსაც 3კლასის განათლება ჰქონდა მაგრამ უდიდესი შინაგანი კულტურის პატრონი იყო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გააჩნია განათლებაში რას ვიგულისხმებთ...

განათლება მხოლოდ კარგად სწავლა და წიგნებზე თავის დაჭყეტვა არააა... ნებისმიერ კომპიუტერს აქვს უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება რაც ადამიანს გააჩნია, ამიტომ განათლება რამოდენიმე ასპექტის შერწყმა მგონია:

საზოგადო განათლებას როცა ადამიანი ღებულობს სასწავლო დაწესებულებებში საკმარისი არაა იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს იდეალურ პიროვნებად თუ საფუძველი არ გააჩნია ეთიკის, ზრდილობისა და ზნეობის რომელიც მშობელმა დაბადებიდან უნდა ჩაუნერგოს მას და რა საზოგადოებაშიც გაიზრდება არ უნდა აბრკოლებდეს მას მაგრამ არც ესაა საკმარისიკიდევ ერთი რამეა მთავარი ესაა სწორი რელიგიური განათლების დაუფლება, რელიგიური მორწმუნე ადამიანს გააჩნია ის თვისებები რომელიც მისაბაძს ხდის ადამიანს: სიყვარული, სასოება, სისპეტაკე, პატიოსნება, თავმდაბლობა ეს ის თვისებებია რომელთა არ ქონა უბედურს ხდის ადამიანს და მანკიერებაში და უზნეობაში გადაიყვანს.

თუ გვინდა გვყავდეს ჯანსაღი და ზნეობრივი მომავალი თაობა ამისათვის აუცილებელია სასულიერო განათლება ფართოდ შევიდეს სკოლა დაწესებულებებში და მოხდეს საზოგადო განათლებასთან ერთად მისი დანერგვა.

რა აფერხებს მომავალ თაობას? ნარკომანია, უსაქმურობა, ამპარტავნება ,მახინჯი კრიმინალური მენტალიტეტი...სამწუხაროდ ასე იზრდება დიდი ნაწილი მომავალი \"დაკარგული თაობა \'

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჰაი,ნანანო,გეთანხმები იმაში რომ ეს თემა საკმაოდ მტკივნეული უნდა იყოს ყოველი ცვენგანისათვის.

ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში,აქაც და საქართველოში,განათელებული \"უზრდელი\".იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი \"კარგი\" განათლება და კულტურა,ერთმანეთში არ იყოს კავშირში,მაგრამ მე ვერც,სკოლას,ვერც
უმაღლეს განათლებას ვერ დავაბრალებ,თუ ადამიანი განათლებული,მაგრამ უკულტუროა. გეთანხმები,ნანანო,რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია,გაუნათლებელი,მაგრამ საკმაოდ გაწონასწორებული,თავმდაბალი,თაქტიანი და ყველა
იმ დადებითი თვისებით,რაც კულტურულ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
ჩემი აზრით ყველაზე დიდი როლი პიროვნების,კულტურულად ჩამოყალიბებაში,საფუძველი ოჯახში იყრება,და რა თქმა უნდა სკოლა,უმაღლესი და ის გარემო,სადაც ის თითქმის,ყოველდღიურად ტრიალებს.
ვერაფრით ვერ დავეთანხმები აზრს იმისა,რომ განათლებით ადამიანმა კულტურა მიიღოს,ეს ჩემი აზრია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
გამრავლების სწავლა საჭიროა..... მიმატებისაც....... აი გაყოფა კი კლასგარეშე უნდა იყოს ხოლო გამოკლება საერთოდ ამოსაღებია სწავლებიდან. :) :) :)

კატეგორიულად არ ვეთანხმები მათემატიკის ასე გაბაიბურებას. არ მიმაჩნია, რომ მათემატიკა მხოლოდ მიმატება-გამოკლება ან გაყოფა-გამრავლებაა. დღევანდელობის პრობლემა არის სწავლების მეთოდოლოგიაში. ჩემს დროს მათემატიკა რა მეთოდოლოგიითაც ისწავლებოდა მოზარდს აჩვევდა ლოგიკურ აზროვნებას, ასწავლიდა ანალიზს, შედარებას და ა.შ. მე პირადად მათემატიკამ ამმხრივ ბევრი შემძინა. მართალია ეს არ იყო ჩემი სკოლის მასწალებლის დამსახურება. ამისთვის მადლიერი ვარ მამაჩემის. მათემატიკა მიღვივებდა კვლევის ჟინს და ინტერესს. და საერთოდ უდიდეს სიამოვნებასაც მანიჭებდა. დღეს სწავლების მეთოდოლოგია ძალიან განსხვავდება მაშინდელისგან. ის არის მშრალი, ყოველგვარ ანალიზსს მიკლებული და მხოლოდ ფორმულათა დაზეპირების დონეზე დგას. რასაკვირველია პროგრამები გადასახედია და არ არის აუცილებელი უმაღლესი მათემატიკის სწავლება ყველასთვის. ამისთვის დიფერენცირებული სწავლების ფორმა გამართლებული იყო. ასევეა სხვა საგნებში. არამგონია რუსთაველის ფილოსოფია და მსოფლმხედველობა იოლი გასააზრებელი იყოს ყველა მოზარდისთვის. ასევე, ვეთანხმები zvigen-ს, რომ ბევრი ლიტერატურული მასალა მორალურად და სოციალურად მოძველებულია და ამდენად მათი პროგრამაში არსებობის საკითხი გადასახედია. ალბათ მათი ადგილი უნდა შეივსოს XX საუკუნის ღირსეული მწერლებით. როგორ შეიძლება თანამედროვე მოზარდები არ სწავლობდნენ გურამ რჩეულიშვილს, გურამ დოჩანაშვილს, ძმებს ჭილაძეებს და კიდევ მრავლს. /თუმცა , შეიძლება ვცდები, და ისინი უკვე არიან ახალ პროგრამებში. არ ვიცნობ ახალ პროგრამებს/.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ალექსანდრე ყაზბეგზე და ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. მე არ ვიზიარებ, რომ მისი შემოქმედება ასე ცალსახად შეიძლება განვსაზღვროდ, რომ ეს არის პატრიოტიზმი და ა.შ. მე მაინც მგონია, რომ ყაზბეგისათვის უმთავრესი იყო მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც ადამიანის ღირსების, მისი კაცობის მახასიათებელია. ის სწორედ ღირსების დაცემის წინააღმდეგ ილაშქრებდა.მისთვის ეს იყო უდიდესი ღირებულება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jun 2008
Posts13
კარმა1
OFFLINEPROFILE
განათლების დონე ყოველთვის პრობლემა იყო ქართულ საზოგადოებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts63
კარმა1
OFFLINEPROFILE
ჩემის აზრით საქართველოს განათლებას არ ვუჩივი. ყოველ შემთხვევისთვის ჩემ დროსნორმალური იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts72
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი კონსტანტინე ამბობდა ადამიანი განათლებულია თუ მას წაკითხული და გათვითცნობიერებული აქვს 2 წიგნიო: რუსთაველის-\"ვეფხვისტყაოსანი\" და ბიბლია. აბა ჩაუკვირდით ამ ნათქვამს აქ დევს პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
მათალია .. ნაკითხი ადამიანი არ ნიშნავს განათლებულს, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევია:) განათლების პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს და არამარტო ჩვნთან.. მიზეზები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ მე მხოლოდ ერთ \"ვარიანტს\" მოვიყვან..
ებრაელი როცა ხდავს რომ ბავშვს სცავლისაკენ მიდრეკილება არ აქვს ან ვერ სძლევს , მაშინვე ბიზნესში ან რაიმე ასეთ გზაზე აყენებს:)) შრომას მაინც აჩვევს ყოველ შემთხვევაში.. ხომ არ გესწავლა მათგან ?))) კი ვიცი არაფერი გვესწავლება , აქეთ ვასწავლით ,მაგრამ ჩვენტანაც ხომ იბადებიან გამონაკლისები , ნუ თუნდაც ორიოდე ადამიანი რომელსაც განა არ შეუზლია , უბრალოდ არ უნდა სწავლა და მოკალი თუ გინდა:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 106 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი