cash wrote:ციტატა:
კატეგორიულად არ ვეთანხმები მათემატიკის ასე გაბაიბურებას. არ მიმაჩნია, რომ მათემატიკა მხოლოდ მიმატება-გამოკლება ან გაყოფა-გამრავლებაა. დღევანდელობის პრობლემა არის სწავლების მეთოდოლოგიაში. ჩემს დროს მათემატიკა რა მეთოდოლოგიითაც ისწავლებოდა მოზარდს აჩვევდა ლოგიკურ აზროვნებას, ასწავლიდა ანალიზს, შედარებას და ა.შ. მე პირადად მათემატიკამ ამმხრივ ბევრი შემძინა. მართალია ეს არ იყო ჩემი სკოლის მასწალებლის დამსახურება. ამისთვის მადლიერი ვარ მამაჩემის. მათემატიკა მიღვივებდა კვლევის ჟინს და ინტერესს. და საერთოდ უდიდეს სიამოვნებასაც მანიჭებდა. დღეს სწავლების მეთოდოლოგია ძალიან განსხვავდება მაშინდელისგან. ის არის მშრალი, ყოველგვარ ანალიზსს მიკლებული და მხოლოდ ფორმულათა დაზეპირების დონეზე დგას. რასაკვირველია პროგრამები გადასახედია და არ არის აუცილებელი უმაღლესი მათემატიკის სწავლება ყველასთვის. ამისთვის დიფერენცირებული სწავლების ფორმა გამართლებული იყო. ასევეა სხვა საგნებში. არამგონია რუსთაველის ფილოსოფია და მსოფლმხედველობა იოლი გასააზრებელი იყოს ყველა მოზარდისთვის. ასევე, ვეთანხმები zvigen-ს, რომ ბევრი ლიტერატურული მასალა მორალურად და სოციალურად მოძველებულია და ამდენად მათი პროგრამაში არსებობის საკითხი გადასახედია. ალბათ მათი ადგილი უნდა შეივსოს XX საუკუნის ღირსეული მწერლებით. როგორ შეიძლება თანამედროვე მოზარდები არ სწავლობდნენ გურამ რჩეულიშვილს, გურამ დოჩანაშვილს, ძმებს ჭილაძეებს და კიდევ მრავლს. /თუმცა , შეიძლება ვცდები, და ისინი უკვე არიან ახალ პროგრამებში. არ ვიცნობ ახალ პროგრამებს/.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ალექსანდრე ყაზბეგზე და ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. მე არ ვიზიარებ, რომ მისი შემოქმედება ასე ცალსახად შეიძლება განვსაზღვროდ, რომ ეს არის პატრიოტიზმი და ა.შ. მე მაინც მგონია, რომ ყაზბეგისათვის უმთავრესი იყო მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც ადამიანის ღირსების, მისი კაცობის მახასიათებელია. ის სწორედ ღირსების დაცემის წინააღმდეგ ილაშქრებდა.მისთვის ეს იყო უდიდესი ღირებულება.