↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
სალამი ყველას!

საინტერესო თემაა, რაც მართალია.
რაც შეეხება ფერეიდანელ ქართველობას მე მას ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მე ინფორმაცია მაქვს თურქ, ეგრედწოდებულ თურქ-მესხებზე.

მე პირადად კონტაქტი მაქვს და ვმეგობრობ ერთერთ მათგანთან სახელად დათო(ოზკან) მამლაძესთან. რომელმაც რაღაცეები მომითხრო იქაურ ქართველებზე.
აი ისიც.
ტერიტორია სადაც ქარტული სოფლებია განლაგებული საქართველოს საზღვართანაა (ეს გასაგებიცაა).აქ ამჟამად 28 ქართული სოფელია, ეს სოფლები საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობითაც და ტერიტორიითაც. ბოლო წლებამდე სოფლები ქართულ სახელებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლო 3-4 წელიწადში თურქულმა მთავრობამ ამ სოფლებს სახელები შეუცვალა და მათ დღეს თურქული სახელები ქვია.
ჩამოვთვლი მათ ქართულ სახელებს: ცვარისხევი, ივეთი, კოკლიუეთი, დიდიუბანი, იფხრევლი, ბზათა, წეთილეთი, დავითეთი, ფარნუხი, ზიხოსი, მანატბა, მაცხათეთი.
ქართველები ძირითადად ერთმანეთზე ქორწინდებიან, და ოჯახში დაბადებული ბავშვი ენას ქართულად აიდგამს.დღემდე იყო ქართული სკოლები (სამწუხაროდ სკოლები აიკრძალა). მაგრამ მოსახლეობა მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. სარწმუნოების მხრივ :( გათათრებულები ვართ. სამაგიეროდ ის წმინდა ქართული ადათ-წესები საკმაოდ მკაცრადაა შენარჩუნებული ჩვენთან.
სოფელში მხოლოდ ქართულად საუბრობენ და ასაკოვანმა ხალხმა ზოგიერთმა თურქულიც არ იცის.

სხვათაშორის სიმღერაც მაქვს ცვარისხევის ქართველების შესრულებით, სამწუხაროდ ვერანაირად ვერ გადავაგზავნე ადმინისტრაციის იმეილზე. ჩემი მეგობარი სოფლის სურათებსაც შემპირდა და როგორც კი გამომიგზავნის მაშინვე მოგაწოდებთ.
მე კიდევ ერთს დავამატებ დათო ჩემი ტოლია და ისე კარგად საუბრობს ქართულად გამიკვირდა კიდეც რომ მითხრა თურქი-მესხი ვარო. საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ისე არ მოვკვდები მანდ არ ჩამოვიდეო. ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ქართულ ხალხურ მუსიკებს, თითქმის ყველა ქართულ-ხალხური ანსამბლი ჩამომითვალა და რომ გაიგო ამერიკაში ვიყავი გამომიგზავნა, ქართული სიმღერები მონატრებული გექნებაო:) . საქართველოზეც საკმაოდ ბევრი რამ იციან, იციან რა ხდებოდა 10 წლის წინ და რა ხდება დღეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
შეიძლება ეს აქ არ უნდა დამეწერა, მაგრამ არა მგონია თურქი-მესხების ისტორია დიდად განსხვავდებოდეს ფერეიდანელი-ქართველების ისტორიისაგან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
თემა მაქვს მატზე დაწერილი მოსცავლეთა სასახლეში 1 ხარისხის დიპლომიც მომცეს!!

ტიპიური ირანელები არიან მამა-შვილი ყავდათ ჩამოყვანილი გამიკვირდა ქარტულად რო ლაპარაკობდნენ
400 000 კაცი გადაასახლეს დიდი ისტორიაა თუ დრო მექნება აუცილებლად დავცერ ერტ სტატიას მაინც

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined05 Dec 2007
Posts26
კარმა50
OFFLINEPROFILE
უნა დიდი მადლობელი ვარ ამ თემის წინ წამოწევისათვის. თუ ვინმემ იცის უფრო ვრცლად გთხოვტ დადვათინფორმაცია ფერეიდნელებზეც და თურქი მესხებზეც წინასწარ დიდ მადლობას გიხდით

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
დალიან გთხოვთ მირციეტ როგორ სემიდლია ფერეიდანში ტუნდაც ბატონ საიდტან დაკავსირება. მაქვს საინტერესო იდეა ქართული ენის შესასწავლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნა მე თქვენ წერილი მოგწერეთ მეილზე და თუ შეგიძლიათ შემომეხმაურეთ.ერთ ნფორმაციასთან დაკავშირებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ეხლა შEვამოწმე ფოსტა და არაა წერილი:( აქ გამოაგზვნეთ ხო?-lindo@posta.ge

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ყველას! ამ ფორუმის არსებობა ჩემმა მეგობარმა \"ხარიტინამ\" მირჩია და მისი დიდი მადლობელი ვარ!
ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვერ მოგწერთ, მაგრამ აუცილებლად ნახეთ ჩემი \"შინაურული\" საიტი www.fereidani.ge
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
\"ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ შემიძლია ფერეიდანში თუნდაც ბატონ საიდთან დაკავშირება. მაქვს საინტერესო იდეა ქართული ენის შესასწავლად\".
საიდ მულიანზეა ლაპარაკი? თუ სურვილი გაქვთ, მის ძმასთან შემიძლია დაგაკავშიროთ, რომელიც თბილისში ცხოვრობს...
გიორგი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
www.fereidani.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გაიხარე გუგუა... ძააან კარგი და დახვეწილი საიტია... უფრო და უფრო გაგეფართოებინოს... :*

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
უნას!
დიდი მადლობა! საიტი მართლაც რომ კარგი და საჭიროა, დახვეწილობაზე კი რა მოგახსენოთ!... ბევრი მწერს რომ დასათაურების ჩამონათვალი გრძელი და მოსაწყენია ?! მთავაზობენ საიტის \"გათანამედროვებას\", მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ... ამ საიტს თავისი განსაკუთრებული მკითხველი სჭირდება... თუ ქვეთავების ნახვა მოსაწყენია, განა მათი ცხოვრება კი არ არის მოსაწყენი? ისინი ხომ ამ 400 წლის განმავლობაში უსამშობლოდ იზრდებოდნენ... ისიც კი არ იცოდნენ, საქართველო საერთოდ თუ არსებობდა კიდევ... შაჰ-აბაზის დარბევების შემდეგ ფიქრობდნენ რომ საქართველოს ადგილზე მხოლოდ უდაბნო იყო...

ახლა კი მივმართავ ყველას!
ვისაც აქვს სურვილი გამიზიაროს თავისი შთაბეჭდილება, შეგიძლიათ მომმართოთ ჩემს პირად ე-მაილზე (მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ქვეყანა). თქვენი წერილი აიტვირთება დასათაურების ქვეშ \"შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნების\" შესაბამის განყოფილებაში (საიტში ამის გამო არ არის ფორუმი, რათა იქ არ მოხვედრილიყო ისეთი შეკითხვა ან წერილი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რელიგიურ ან სხვა სახის თემებთან, რაც ჯერ-ჯერობით არ არის გამოსააშკარავებული).
გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
www.fereidani.ge

მადლობა გუგუა ძალიან საინტერესო საიტია.=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\" როგორ შეიძლება დავიწყებას მიეცეს იმ 165 ქართველის სახელი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ 1654 წელს. დედასამშობლოსაკენ თავგანწირვით მოილტვოდა 165 ამხედრებული ქართველი, მაგრამ საქართველოსაკენ მომსწრაფ ქართველებს რიცხვმრავალი სპარსელნი წამოეწივნენ «ყუმის» უდაბნოსთან. გაჩაღდა შეუპოვარი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ყველა ქართველი მტერს შეაკვდა. უცხო მიწამ მიიბარა სამშობლოს ნახვით მოწყურებული ქართველთა სიცოცხლე, მაგრამ ფერეიდნელ ქართველებს ყველაზე მეტად გული ატკინა 12 წლის ბავშვის სიკვდილმა, რომელიც მამას საქართველოში მიყვებოდა, ისიც უფროსებთან ერთად აკუწეს. 1959 წელს გიგა ჯაფარიძემ მათ ხსოვნას ლექსი მიუძღვნა:

«დაეცნენ, გზა სისხლით მორწყეს, ვერ ნახავთ იმათ ნაშიერს,
მაგრამ დაჩოქილ სიცოცხლეს ფეხზე სიკვდილი არჩიეს...
მშობელი მიწა ჰყიოდა, შვილისკენ ხელებგაწვდილი,
სამშობლოს გული სტკიოდა - დაჭრილი იწვა არწივი».

შეიძლება მათ არც კი იცოდნენ, რომელ მხარეს იყო საქართველო, მაგრამ სჯეროდათ, რომ იქ ძალიან კარგი იყო. მათ იქ მოეფერებოდნენ და დაუყვავებდნენ. მულიაშვილის (მისი ფოტო იხილეთ სურათებში, გ.ა.) წიგნში აღწერილია ქართული წარწერები საფლავის ქვასა და ეკლესიის კედლებზე. ტყვედ წაყვანილთა შორის, იმ დროს წერა-კითხვის მცოდნე ერთი პროცენტიც კი არ იყო. ვანქის ეკლესიაზეც ქართული წარწერაა, გადასახლებულმა ქართველებმა ეს ჩვენთვის დაწერეს: «უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ასწავლე კეთილად მიევლინე მონასა შენსას ზაქარიასა, რათა ისწავლოს წიგნი, გადიდებდეს გმსახურებდეს ყოველთა საქმითა ცხოვრებითა მიეც გულისხმა უკუნით უკუნისამდე. ამინ». \"
აი ეს კი არ ვიცოდი და მაგ საიტიდან შევიტყვე... ძაან იმოქმედა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ნათლისღებას!
გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი ”შინაურული” საიტი www.fereidani.ge სადაც შეტანილია შემდეგი სახის ცვლილებები: საიტის მუსიკალურ ფონში მეორე სიმღერად დაემატა ”ბინდისფერია სოფელი” მიხა ხელაშვილის ლექსებზე; 66-ე ქვეთავში დაემატა 4.2 ”ფერეიდნელი ქართველის სიმღერა”.
ამის გარდა დაემატა 65-ე ქვეთავი - თბილისის 90-ე საჯარო სკოლის პროექტი - ”ცისარტყელაში გამოვლილები” და 67-ე ქვეთავი - ”პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს”.
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
დესპანი