სალამი ყველას!
საინტერესო თემაა, რაც მართალია.
რაც შეეხება ფერეიდანელ ქართველობას მე მას ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მე ინფორმაცია მაქვს თურქ, ეგრედწოდებულ თურქ-მესხებზე.
მე პირადად კონტაქტი მაქვს და ვმეგობრობ ერთერთ მათგანთან სახელად დათო(ოზკან) მამლაძესთან. რომელმაც რაღაცეები მომითხრო იქაურ ქართველებზე.
აი ისიც.
ტერიტორია სადაც ქარტული სოფლებია განლაგებული საქართველოს საზღვართანაა (ეს გასაგებიცაა).აქ ამჟამად 28 ქართული სოფელია, ეს სოფლები საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობითაც და ტერიტორიითაც. ბოლო წლებამდე სოფლები ქართულ სახელებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლო 3-4 წელიწადში თურქულმა მთავრობამ ამ სოფლებს სახელები შეუცვალა და მათ დღეს თურქული სახელები ქვია.
ჩამოვთვლი მათ ქართულ სახელებს: ცვარისხევი, ივეთი, კოკლიუეთი, დიდიუბანი, იფხრევლი, ბზათა, წეთილეთი, დავითეთი, ფარნუხი, ზიხოსი, მანატბა, მაცხათეთი.
ქართველები ძირითადად ერთმანეთზე ქორწინდებიან, და ოჯახში დაბადებული ბავშვი ენას ქართულად აიდგამს.დღემდე იყო ქართული სკოლები (სამწუხაროდ სკოლები აიკრძალა). მაგრამ მოსახლეობა მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. სარწმუნოების მხრივ

გათათრებულები ვართ. სამაგიეროდ ის წმინდა ქართული ადათ-წესები საკმაოდ მკაცრადაა შენარჩუნებული ჩვენთან.
სოფელში მხოლოდ ქართულად საუბრობენ და ასაკოვანმა ხალხმა ზოგიერთმა თურქულიც არ იცის.
სხვათაშორის სიმღერაც მაქვს ცვარისხევის ქართველების შესრულებით, სამწუხაროდ ვერანაირად ვერ გადავაგზავნე ადმინისტრაციის იმეილზე. ჩემი მეგობარი სოფლის სურათებსაც შემპირდა და როგორც კი გამომიგზავნის მაშინვე მოგაწოდებთ.
მე კიდევ ერთს დავამატებ დათო ჩემი ტოლია და ისე კარგად საუბრობს ქართულად გამიკვირდა კიდეც რომ მითხრა თურქი-მესხი ვარო. საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ისე არ მოვკვდები მანდ არ ჩამოვიდეო. ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ქართულ ხალხურ მუსიკებს, თითქმის ყველა ქართულ-ხალხური ანსამბლი ჩამომითვალა და რომ გაიგო ამერიკაში ვიყავი გამომიგზავნა, ქართული სიმღერები მონატრებული გექნებაო:) . საქართველოზეც საკმაოდ ბევრი რამ იციან, იციან რა ხდებოდა 10 წლის წინ და რა ხდება დღეს.