↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხატი კარს ჩამავიარე ვეძეფ და აუცილებლად დავდეფ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
რას მაჯერებენ შენი თვალების შუქი...
მღვრიე მორევი ძველებურ ბრუნვას ვეღარ ივიწყებს...
ისევ განცდილი სიყვარულის მდუღარე სუნთქვით...
და ნათხოვარი გაელვება თვალებში მიმზერს....
არარსებული ემოცია იღვრება შრება...
ფიქრი მიზანი,შესრულება აუხდენელი...
და ეს ტკივილი ჩუმი აჩრდილი გამხდარა დღესაც....
გაბზარულ გულში დაკარგულ გრძნობებს ვეღარ დაუცდის...
სისუსტე ტლანქად, ქსელად ჩამოწოლილ ნისლებს ეხვევა...
ტკივილი ჯერაც ვერდამაჯერეს და არ დავნებდი...
ერთადერთ იმედს შენს მოგონებას ჩავჭიდებ ხელს და....
უსასრულოდ,უმიზეზოდ მომენატრები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მხატვრებად იქცნენ ეს თვალები გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე
მხატვარს შემხედე მე ვარ შენი გამომკვეთელი
დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანაჯრებად
შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ძვირფასებო! აუუ ,არა რა! დღეს მეგრული ლექსების ან სამეგრელოსთან დაკავშირებული ლექსების საღამოს ვაწყობ! მართლა მაგრად მომენატრა იქაურობა და რა ვქნა? :(:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცოტნე დადიანი

მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა,
იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან
ანდა, წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?!
მთვარის ყაბალახიანი,
ღამის ნაბდიანი,
მიდის,მიიჩქარის ცოტნე დადიანი...
რა ხანია ეკლესიებს შეჰსევია ჭილყვავი
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ;
ცას უყეფენ კოცონები
და კარვები მონგოლთა,
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
_მაშ,გაფრინდი ბედაურო,
გრძელფაფარა,კანჭწვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო!
არც ქერი მაქვს,არც არაყი,არც მოთმენა,არც ძილი,_
ახრამუნე ჰორიზონტი...გადახურე მანძილი...
ჩქარობს,
ჩქარობს,
ჩქარობს
ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული...
................................
ისევ ისმის თქარუნი
და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
მოჭენაობს,
მოგელავს
თოხარიკით,
ჩორთით...
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ამ ყიჟინით,ამ სულით,ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი!
ისევ ფეთქავს,ისევ სცემს ლეგენდებად თქმული,_
პატარა საქართველოს რაინდული გული!..

შოთა ნიშნიანიძე ( აუუუუუუ,როგორ მიყვარს ხალხო ეს ლექსი!!!!!!!!!!!!!!!)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეხლა მოემზადეთ! :) =tala= =sai= =yeaaaah
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყილოშტყებამი (ანუ \"ვეფხისტყაოსანი\" მეგრულად:) )

მიჯნურობა ირფელს მუძონს,მუჭო ვთქუა აზრი თიში,
ძნელი გინაჩამალი-რე,ვანჭუ ძალა სიტყვეფიში,
ინა ღორონთიშ საქმე-რე მუმაჩამალ ხიოლიში,
მითი გამოცადენსუნი,ვაი,ცოდა უკულ თიში.

მიჯნურ ჯგირი მეჯინელიბჟაშნერ სქვამი ოკო რდასუ,
ჭკვერი,მდიდარი,თანდაბალი,ჩოლამათი უღუდასუ,
ნინა,აზრი,მოთმენა დო გერეშ გერსუ ორუდასუ,
ართ ნამთინი თენეფიშე თისი ოკო ვარკუდასუ.

არძოშ უჯგუშ მიჯნური-რე ვარჩქინანს დო ფულუნსუნი,
ირო თოლშა აწურე დო ირო თიშო ფიქრენსუნი,
შორშე ნდღულუ,შორშე ღურუ,მიშაძ ალი დაჩხირსუნი,
ვაწყინუანს,გალუაფუ,ორიდუ დო უორსუნი.

ჭკვერქუ თისუ მუთ ენდასუ,მით მაალეს ვენდენსუნი,
მუ გაგინე კოს ნამუთი დუს ოხუ დო შხვათუსუნი?
უკულ მუთუ ასქვამასუ,დუდშე შეარცხვინანსუნი,
მა იჰი კოჩქუ ოროფილსუ გური ვალაჭუასუნი.

მიკვე კოჩი მუს გუმაბუ ოროფილი,მიჯნურსუნი;
მუს აწვალენს მით უორსუნ,მითი მუშო შურს ტენსუნი?
ვაუორსუდა მუს არცხვინენს,მუსრე ოშკვიდუანსუნი?!
უბადო კოს უბადოშა,მუთუნ ვაუსხუნ თქუასუნი.

მიჯნურ ინგარს მიჯნურშენდა,შილებე ვართ გუდღანენი,
ოსქვანს,ხვალე გილარულა ,დუდი გინოდვალირრენი,
ჰოროფილიშ სახე შუნ დო ირო თოლშა აწურენი,
ვაცხადენსუ ჰოროფასუ მუჟამს კათებს აშარენი.

(განცხადება: ვასწავლი ზემოთ მოცემულ უცხო ენას, თვეში 150 აშშ :):):) ) =hai =tat =mp =mp დანარჩენს უბრალოდ_=262 :(
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარამელკა შენ თუ გაქვს მეგრულად ვეფხვის ტყაოსანი მაგი მხოლოდ ოთხი ეგზემპლიარია დაბეჭდილი ერთის ადგილ სამყოფელი ვიცი ჩემ ძმაკაცს აქვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
pocxveri wrote:
ციტატა:
კარამელკა შენ თუ გაქვს მეგრულად ვეფხვის ტყაოსანი მაგი მხოლოდ ოთხი ეგზემპლიარია დაბეჭდილი ერთის ადგილ სამყოფელი ვიცი ჩემ ძმაკაცს აქვს

კი ფოცხვერ მეც მაქვს! ბედნიერი ის ,ვინც ცოლად მომიყვანს....=lol= =lol= =lol= ხო,მართლა კარპოვის ნაქონი ჭადრაკიც მაქვს,ოღონდ სანამ ჩემპიონი გახდებოდა და ოღონდ მართლა! =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ენავ-მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო- პასუხს თქვენგან ველი,
რაა-სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
სიტყვა-ისარივით სწორი!
ლექსი- ხანჯალივით მჭრელი!
ქალი-რათქმაუნდა,სხვისი!
ცოლი- რა თქმა უნდა,ჩვენი!
ენავ- მოსათხრელო ძირში,
ტუჩო -მარგალიტებს ველი,
რაა- სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?
კერა- მშობლის ნაბუდარი!
ენა-ლაჟვარდების მსვლელი!
მიწა-ჩვენი საკუთარი!
ხალხი-რავუყოთ,რომ ჭრელი!
ენავ-მოსაჭრელო ძირში,
კიდევ,კიდევ პასუხს ველი,
რაა-სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?
კაცი-კლდედ დამდგარისჯულზე!
სული-ანთებული წრფელი!
გული მართალი და გულზე,
მართლად დადებული ხელი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
კარგია ანა_თეკლა! მომეწონა ეს ლექსი! კარმის დამატება არ შემიძლია სამწუხაროდ ,როცა შემეძლება დაგიმატებ აუცილებლად !გკოცნიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზღვას გამოექცა და სველ ქვიშაზე
მოკვდა პატარა, თეთრი თოლია,
მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ
და სიბრალული არ უთხოვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უდროო დროს ქოხმახის გაღვიძება,
მასპინძელო!-როგორც თოფის დაკვრა,
ხვევნა ,კოცნა,ათასი დაფიცება
ლაფაროში მაინც ქათმის დაკვლა.
უცბად-წყვილი ნაღვერდალი აკვნიდან,
უფლის ცრემლის ყავრიდან ღაპაღუპი,
სველი ცეცხლი ,წუთში ;ქუხნა-სახლიდან;
მჭადისმცხობლის ხელების ტყაპატყუპი.
ტკბილო რაჭავ,ჯრუჭს გადაღმა ჩემი ხარ!
წერეთლისას ვსვამ ქიმიურ მაჭარს...
იმერეთო!მაინც შენ მირჩევნიხარ
კარზე ბოქლომ დაკიდებულ რაჭას.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი