შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ცრემლები ისევ შენს გამო ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით ფოთლებს აშრიალებს, წვიმა წამოვა და დამისველებს,შენს ლამაზ თვალებს. ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს, ვიცი რომ მე ის არასოდეს არ შემიყვარებს.
ნუთუ საღამოთი ყოველ ფიქრებს ცრემლი მოყვება, ნუთუ ყოველ ღამეს შენი სახე მომენატრება. ეს ტანჯვა დარდი,ეს უიღბლო სულის კვეთება, ვიცი ისევ გულს ცეცხლის ალი მოეკიდება.
დაე,სამუდამოდ ვიყვე ცხოვრებაში შენზე დატანჯული. დაე,ყოველ ღამეს ცრემლი ვღვარო შენზედ განწირული. სევდიან ფიქრებს გაყოლია მუდამ ჩემი გული, მაინც არასდროს გაქრება,ეს ტანჯული სიყვარული.
ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით,ფოთლებს აშრიალებს, წვიმა წამოვა და დამისველებს შენს ცისფერ თვალებს, ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს, ვიცი რომ მე ის აღარასდროს არ შემიყვარებს.
ვიცი რომ ჩემს გულში ღრმად მოიკიდეს ტანჯვის ფესვებმა, ვიცი რომ ისევ იწყეს აყვავება გულის დარდებმა. ჩემი წამწამები დაასველეს უკვდავ ცრემლებმა? მაინც არ ისმინა ღმერთმა ჩემი ჩუმი ვედრება.
მთვარიან ღამეს ძლიერ ანათებენ გარეთკელაპტრები, სევდიან ღამეს ფიქრებში გართულს ისევ მენატრები. ცრემლიან თვალებს ნელა დავხუჭავ,მე შენ მესიზმრები, შენ რომ იცოდე ჩემზე ძალიან არვის ეყვარები.
რადგანაც გულში მაინც სიყვარულის სიჩუმე სუფევს, ჯიუტი ქარი ნაზად ხის ტოტებს ყოველთვის არხევს. ჩემი ცრემლები ტირის და ეძებს მაგ შენს ნაკვალევს, ბავშვივით ვტირი ჩემი ცრემლები ფეხდაფეხ დაგზდევს.
ქალი ზღვის ნაპირას იჯდა ქალი მომტირალი, სიყვარულითგული ჰქონდა დაბოღმილი. იჯდა როგორც ფერიების დედოფალი, თმა გაშლილი,სახე მკრთალი მომღიმარი.
დახრილი აქვს თავი მყისვე მისცა ფიქრებს, გაინრიდა ირგვლივ თითქოს არე-მარე. ცელქი სიო ლაღად ტალღებს ათამაშებს, ვინ დასწყვიტა გული ნეტავ ასე მწარედ.
ზღვის ნაპირას იჯდა ქალი სევდიანი, შეჰყურებდა თითქოს ტალღებს ნამტირალი. ქალია თუ ქალ ღმერთია ლერწმის ტანით, ქანდაკება არის თითქოს ნაღვლიანი.
ქალის ცოდვით ამოვარდა ქარიშხალი, თითქოს სული ებრძოლება მაცდურ ეშმაკს. ნაბრძოლები,დაღლილი და ნაწამები, მიესვენა როგორც მკვდარი იქვე დიდხანს.
უცებ ირგვლივ გაინრიდა ყველაფერი, ჩადგა ქარიც და გაყუჩდა არე-მარე. ქალის სახეს მაინც არ აქვს ის ელფერი, ის ეშხი და ის იერი მოელვარე.
ზღვის ტალღებზე თამაშობენ თოლიები, ცხელ ქვიშაზე ვიღაც მკაცრად მოაბიჯებს. პატიებას სთხოვდა თეთრი გვირილებით, სანუგეშოთ ეძებს მისთვის ლამაზ სიტყვებს.
და ამაოდ დადხანს იდგნენ ჩუმად ორნი, სული ბორგავს ხეებს იქით დაჰქრის ქარი. და ბაგეებს შორის ქრება ის ღიმილი, საუკუნოდ გულშიმარად ჩაფერფლილი.
ვერ ასწყვიტა იმ სიტყვებმა ბორკილები, ხელში შერჩა სიყვარულის გვირილები. დამნაშავედ იგრძნო,თავი დაეხარა, ჩქარი მძიმე ნაბიჯებით წავიდა და გაეცალა
და კვლავ იჯდა დითხანს ქალი ზღვის ნაპირას, ნაღვლიანი თვალებიდან ცრემლი ღვარა. ხელში ისევ ათამაშებს იმ ცხელ ქვიშას, ფიქრები და ოცნებები ქარს მისცა და გაატანა.
არ გრცხვენია? აწკრიალდა ტელეფონის ზარი ალო!გისმენთ! დუმილია ისევ, არ გრცხვენია,რომ რეკავ და ხმას არ იღებ? კვლავ გაისმის ტელეფონის ზარი, ვხვდები შენ ხარ!-სიჩუმეა ისევ. არ გრცხვენია?რისთვის რეკავ?რატომ ხმას არ იღებ?... ველოდები შენს ზარს ისევ იმედი მაქვს დარეკავ და მეტყვი რამეს, მეკი იცი?გაპატიებ სულ ყველაფერს. ისევ რეკავ ჩუმათა ხარ, ისევ ჩემს ხმას ისმენ. რისთვის რეკავ?მიპასუხე! თავგზას რატომ მიბნევ?...
ჭაღარა რატომ მიყვარხარ,მეც არ ვიცი,რა გითხრა აბა. რის თვის გემალება ჩემი თვალები,რომ დაგინახავს. ნეტავ რა მომწონს შენში ასე ჩუმი დაჟინებით?... თვალები? არა! სიცილი? სიცილთან ერთად თეთრი ჭაღარა, ოჰ ღმერთო ჩემო ამდენი ტანჯვა ნუთუ არ კმარა?...
მოგეფერები ჩემი პატარა ხელებით, ჩაგეხუტები,როგორც დედის მკერდს ეკრობა ბავშვი. ჩუმად გიჩურჩულებ,რომ მიყვარხარ და მერე უცებ,უცებ დაგეკარგები ქარში. გზაში შეგხვდები წვიმად, უხმოდ დაგისველებ მაგ თეთრ ჭაღარას, გულში ჩაგეკრობი სამუდამოდ და ჩუმად ჩუმად გაკოცებ როგორც პატარას.
ფანტელები ციდან თეთრი ფანტელები ცვიოდა, ჩემს ფანჯარას ნაზად ეფინებოდ. მაგონდება თოვლით ჩვენი გართობა, ფანტელები თმებზე როგორ გვათოვდა. მაგონდება ის ჩურჩული ბაგეთა, ის ალერსი თეთრი თოვლის ფიფქები. დამიბრუნდი უშენობა ძნელია, ფანტელები ჩემთან ერთად გელიან. ფანტელებო თქვენ ხომ ციდან მოფრინავთ? გზაში ხომ არ დაათოვეთ ვინმეს? ჩემი სატრფო გზაში ხომ არ გინახავთ? თქვენ მოხვედით იქნებ ისიც მოვიდეს. გახსოვს?თმებზე ფანტელები,რომ გვათოვდა, ხელს მითბობდი შემეკითხე-გიყვარვარო? მეკი ბავშვმა დაუჯერე მაგ შენს სიტყვებს, რომ გვათოვდა შენ მითხარი-მიყვარხარო.
ბოროტი ხარ სიყვარული?... უძირო ზღვაა,სადაც უძლურები იღუპებიან. სიყვარული?... კიდევ გეტყვი,რომქვაზე მოკიდებულ ხავს წააგავს. მე მიყვარს ცა და მასზედ მოციმციმე პატარა ვარსკვლავები.ცას რომ შევხედავ ყველაფერი მავიწყდება.-შენ?...შენ ვარსკვლავები,რომ აციმციმდებიან მაშინ მახსენდები.-რატომ?იმიტომ რომ ცას,რომ შევხედავ ყველაფერს მავიწყებს,ვარსკვლავები კი მოციმციმე შენს თვალებს მაგონებს... ბოროტი ხარ...იცი? მე კი ყველაფერს შენი სახელი დავარქვი!...
არა ვარ მთვრალი არა!მე არა ვარ ღვინოთი მთვრალი, მხოლოდ სიყვარულმა დამათრო, არა!მე არა ვსვამ ყანწებით სასმის, შენზე სიყვარულმა დამათრო. ყველა დალოცავს წმინდა სიყვარულს, მე ვერ დავლოცავ ვერასდროს. ყველა სადღეგრძელოს დავლევ და სიყვარულისას?... სიყვარულისას ალბად არასდროს. არა თამადავ არ ვარ მე მთვრალი და არც ჩავიდენ რამეს უხერხულს, მე არც კამათის არა მაქვს თავი, ჭინკები თამაშობენ ჩემს თავზე ფერხულს. მე არც ლოთი ვარ არყისგან მთვრალი და არც ყელი მაქვს სასმისით მშრალი. მე ვარ სევდიანი პატარა ბავშვი და სიყვარულით ვარ გულდამწვარი.
მე მიყვარს მარტოობა... გარეთ ქარი,წვიმა,ქუხილი, შენზე ფიქრი და შენზე წუხილი. მე შეგეჩვიე... შენ,უშენობას,უიმედობას, ჩემი გული კი მხოლოდ შენ გენდობა. ჩემი ოცნებაა... წყნარი ღამე,ვარსკვლავები და სავსე მთვარე, ჩემო სიცოცხლევ;უშენობა მტანჯავს მითხარი რამე.
მიჯნური ვიყავი ახლა ტანჯული ვარ, მე ხომ სიყვარული დავკარგე მე ხომ შენ დაგკარგე,გზა ვეღარ ვპოვე, რომ ისევ მენახე,რომ ისევ მწამდე. ახლა ეკლესიას შევეფარე და მარიამს მივმართე ლოცვით წმინდაო მარიამ,დედაო ღვთისავ, მუხლ მოდრეკილი მოგმართავ თხოვნით, რომ მე ის მიყვარს,მე მასზედ ვფიქრობ, ღამეებს ვათენებ ტირილით,გლოვით გზა გამინათე,რომ მე ის ვნახო და გულში ჩ ავიკრა გიჟური ლტოლვით. მიჯნური ვიყავი,ახლა ტანჯული ვარ, ღმერთისგან ვითხოვ შველას. წავალ სალოცავებს სულ ფეხით მოვივლი, სიონს,მცხეთას და გელათს.
თეთრი ნუშის ხე უცოდველი პატარძალივით დგას ეღიმება მორცხვი ღიმილით მოვა ქარი და დაატეხავს ტანზე იარებს და საცოდავი ნუშიც ქალივით დიდი ტკივილით იმშობიარებს