↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეგ ძლიერი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრზნობ უმალ .....

თუ მოგენატრები, რომელიმე ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და ფრესკად გცეული სახიდან უნდა ამოიკითხო ხატება ჩემი სულისა.....

თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე.....

თუ მოგენატრები, აანთე სანთლები და მის მკრთალ შუქზე მებაასე, სული ჩემი უეჭველად მოვა შენთან.

თუ ძალიან, ძალიან მოგენატრები,მაგრამ საკითხავი იცი რა არის? მოგენატრები თუკი ოდესმე.....
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ცრემლები ისევ შენს გამო
ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით ფოთლებს აშრიალებს,
წვიმა წამოვა და დამისველებს,შენს ლამაზ თვალებს.
ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს,
ვიცი რომ მე ის არასოდეს არ შემიყვარებს.

ნუთუ საღამოთი ყოველ ფიქრებს ცრემლი მოყვება,
ნუთუ ყოველ ღამეს შენი სახე მომენატრება.
ეს ტანჯვა დარდი,ეს უიღბლო სულის კვეთება,
ვიცი ისევ გულს ცეცხლის ალი მოეკიდება.

დაე,სამუდამოდ ვიყვე ცხოვრებაში შენზე დატანჯული.
დაე,ყოველ ღამეს ცრემლი ვღვარო შენზედ განწირული.
სევდიან ფიქრებს გაყოლია მუდამ ჩემი გული,
მაინც არასდროს გაქრება,ეს ტანჯული სიყვარული.

ირგვლივ სიჩუმეა,ქარი სიჯიუტით,ფოთლებს აშრიალებს,
წვიმა წამოვა და დამისველებს შენს ცისფერ თვალებს,
ჩუმი სიყვარული გულში ამენთო და გამაწვალებს,
ვიცი რომ მე ის აღარასდროს არ შემიყვარებს.

ვიცი რომ ჩემს გულში ღრმად მოიკიდეს ტანჯვის ფესვებმა,
ვიცი რომ ისევ იწყეს აყვავება გულის დარდებმა.
ჩემი წამწამები დაასველეს უკვდავ ცრემლებმა?
მაინც არ ისმინა ღმერთმა ჩემი ჩუმი ვედრება.

მთვარიან ღამეს ძლიერ ანათებენ გარეთკელაპტრები,
სევდიან ღამეს ფიქრებში გართულს ისევ მენატრები.
ცრემლიან თვალებს ნელა დავხუჭავ,მე შენ მესიზმრები,
შენ რომ იცოდე ჩემზე ძალიან არვის ეყვარები.

რადგანაც გულში მაინც სიყვარულის სიჩუმე სუფევს,
ჯიუტი ქარი ნაზად ხის ტოტებს ყოველთვის არხევს.
ჩემი ცრემლები ტირის და ეძებს მაგ შენს ნაკვალევს,
ბავშვივით ვტირი ჩემი ცრემლები ფეხდაფეხ დაგზდევს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალი
ზღვის ნაპირას იჯდა ქალი მომტირალი,
სიყვარულითგული ჰქონდა დაბოღმილი.
იჯდა როგორც ფერიების დედოფალი,
თმა გაშლილი,სახე მკრთალი მომღიმარი.

დახრილი აქვს თავი მყისვე მისცა ფიქრებს,
გაინრიდა ირგვლივ თითქოს არე-მარე.
ცელქი სიო ლაღად ტალღებს ათამაშებს,
ვინ დასწყვიტა გული ნეტავ ასე მწარედ.

ზღვის ნაპირას იჯდა ქალი სევდიანი,
შეჰყურებდა თითქოს ტალღებს ნამტირალი.
ქალია თუ ქალ ღმერთია ლერწმის ტანით,
ქანდაკება არის თითქოს ნაღვლიანი.

ქალის ცოდვით ამოვარდა ქარიშხალი,
თითქოს სული ებრძოლება მაცდურ ეშმაკს.
ნაბრძოლები,დაღლილი და ნაწამები,
მიესვენა როგორც მკვდარი იქვე დიდხანს.

უცებ ირგვლივ გაინრიდა ყველაფერი,
ჩადგა ქარიც და გაყუჩდა არე-მარე.
ქალის სახეს მაინც არ აქვს ის ელფერი,
ის ეშხი და ის იერი მოელვარე.

ზღვის ტალღებზე თამაშობენ თოლიები,
ცხელ ქვიშაზე ვიღაც მკაცრად მოაბიჯებს.
პატიებას სთხოვდა თეთრი გვირილებით,
სანუგეშოთ ეძებს მისთვის ლამაზ სიტყვებს.

და ამაოდ დადხანს იდგნენ ჩუმად ორნი,
სული ბორგავს ხეებს იქით დაჰქრის ქარი.
და ბაგეებს შორის ქრება ის ღიმილი,
საუკუნოდ გულშიმარად ჩაფერფლილი.

ვერ ასწყვიტა იმ სიტყვებმა ბორკილები,
ხელში შერჩა სიყვარულის გვირილები.
დამნაშავედ იგრძნო,თავი დაეხარა,
ჩქარი მძიმე ნაბიჯებით წავიდა და გაეცალა

და კვლავ იჯდა დითხანს ქალი ზღვის ნაპირას,
ნაღვლიანი თვალებიდან ცრემლი ღვარა.
ხელში ისევ ათამაშებს იმ ცხელ ქვიშას,
ფიქრები და ოცნებები ქარს მისცა და გაატანა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
არ გრცხვენია?
აწკრიალდა ტელეფონის ზარი
ალო!გისმენთ!
დუმილია ისევ,
არ გრცხვენია,რომ რეკავ და ხმას არ იღებ?
კვლავ გაისმის ტელეფონის ზარი,
ვხვდები შენ ხარ!-სიჩუმეა ისევ.
არ გრცხვენია?რისთვის რეკავ?რატომ ხმას არ იღებ?...
ველოდები შენს ზარს ისევ
იმედი მაქვს დარეკავ და მეტყვი რამეს,
მეკი იცი?გაპატიებ სულ ყველაფერს.
ისევ რეკავ ჩუმათა ხარ,
ისევ ჩემს ხმას ისმენ.
რისთვის რეკავ?მიპასუხე!
თავგზას რატომ მიბნევ?...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ჭაღარა
რატომ მიყვარხარ,მეც არ ვიცი,რა გითხრა აბა.
რის თვის გემალება ჩემი თვალები,რომ დაგინახავს.
ნეტავ რა მომწონს შენში ასე ჩუმი დაჟინებით?...
თვალები?
არა!
სიცილი?
სიცილთან ერთად თეთრი ჭაღარა,
ოჰ ღმერთო ჩემო ამდენი ტანჯვა ნუთუ არ კმარა?...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალი
ქალი!ოცნება
ქალი:სინაზე,
ქალს მოფერება უნდა იცოდე.
გახსოვდეს ქალი,მაინც ქალია,
ნაზი არსება,ნაზი ზმანება.
მიუალერსე თორემ იცოდე,
წავა დაგტოვებს,სხვისი იქნება.
აჩუქე კოცნა,მთელი სიცოცხლე,
ქალი, იცოდე!მაინც ქალია,
შენი ცხოვრების თანამგზავრია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მოგეფერები ჩემი პატარა ხელებით,
ჩაგეხუტები,როგორც დედის მკერდს ეკრობა ბავშვი.
ჩუმად გიჩურჩულებ,რომ მიყვარხარ
და მერე უცებ,უცებ დაგეკარგები ქარში.
გზაში შეგხვდები წვიმად,
უხმოდ დაგისველებ მაგ თეთრ ჭაღარას,
გულში ჩაგეკრობი სამუდამოდ და
ჩუმად ჩუმად გაკოცებ როგორც პატარას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ფანტელები
ციდან თეთრი ფანტელები ცვიოდა,
ჩემს ფანჯარას ნაზად ეფინებოდ.
მაგონდება თოვლით ჩვენი გართობა,
ფანტელები თმებზე როგორ გვათოვდა.
მაგონდება ის ჩურჩული ბაგეთა,
ის ალერსი თეთრი თოვლის ფიფქები.
დამიბრუნდი უშენობა ძნელია,
ფანტელები ჩემთან ერთად გელიან.
ფანტელებო თქვენ ხომ ციდან მოფრინავთ?
გზაში ხომ არ დაათოვეთ ვინმეს?
ჩემი სატრფო გზაში ხომ არ გინახავთ?
თქვენ მოხვედით იქნებ ისიც მოვიდეს.
გახსოვს?თმებზე ფანტელები,რომ გვათოვდა,
ხელს მითბობდი შემეკითხე-გიყვარვარო?
მეკი ბავშვმა დაუჯერე მაგ შენს სიტყვებს,
რომ გვათოვდა შენ მითხარი-მიყვარხარო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ბოროტი ხარ
სიყვარული?...
უძირო ზღვაა,სადაც უძლურები იღუპებიან.
სიყვარული?...
კიდევ გეტყვი,რომქვაზე მოკიდებულ ხავს წააგავს.
მე მიყვარს ცა და მასზედ მოციმციმე პატარა ვარსკვლავები.ცას რომ შევხედავ ყველაფერი მავიწყდება.-შენ?...შენ ვარსკვლავები,რომ აციმციმდებიან მაშინ მახსენდები.-რატომ?იმიტომ რომ ცას,რომ შევხედავ ყველაფერს მავიწყებს,ვარსკვლავები კი მოციმციმე შენს თვალებს მაგონებს...
ბოროტი ხარ...იცი? მე კი ყველაფერს შენი სახელი დავარქვი!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
არა ვარ მთვრალი
არა!მე არა ვარ ღვინოთი მთვრალი,
მხოლოდ სიყვარულმა დამათრო,
არა!მე არა ვსვამ ყანწებით სასმის,
შენზე სიყვარულმა დამათრო.
ყველა დალოცავს წმინდა სიყვარულს,
მე ვერ დავლოცავ ვერასდროს.
ყველა სადღეგრძელოს დავლევ და
სიყვარულისას?...
სიყვარულისას ალბად არასდროს.
არა თამადავ არ ვარ მე მთვრალი
და არც ჩავიდენ რამეს უხერხულს,
მე არც კამათის არა მაქვს თავი,
ჭინკები თამაშობენ ჩემს თავზე ფერხულს.
მე არც ლოთი ვარ არყისგან მთვრალი
და არც ყელი მაქვს სასმისით მშრალი.
მე ვარ სევდიანი პატარა ბავშვი
და სიყვარულით ვარ გულდამწვარი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე მიყვარს მარტოობა...
გარეთ ქარი,წვიმა,ქუხილი,
შენზე ფიქრი და შენზე წუხილი.
მე შეგეჩვიე...
შენ,უშენობას,უიმედობას,
ჩემი გული კი მხოლოდ შენ გენდობა.
ჩემი ოცნებაა...
წყნარი ღამე,ვარსკვლავები და სავსე მთვარე,
ჩემო სიცოცხლევ;უშენობა მტანჯავს
მითხარი რამე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მიჯნური ვიყავი ახლა ტანჯული ვარ,
მე ხომ სიყვარული დავკარგე
მე ხომ შენ დაგკარგე,გზა ვეღარ ვპოვე,
რომ ისევ მენახე,რომ ისევ მწამდე.
ახლა ეკლესიას შევეფარე და
მარიამს მივმართე ლოცვით
წმინდაო მარიამ,დედაო ღვთისავ,
მუხლ მოდრეკილი მოგმართავ თხოვნით,
რომ მე ის მიყვარს,მე მასზედ ვფიქრობ,
ღამეებს ვათენებ ტირილით,გლოვით
გზა გამინათე,რომ მე ის ვნახო და
გულში ჩ ავიკრა გიჟური ლტოლვით.
მიჯნური ვიყავი,ახლა ტანჯული ვარ,
ღმერთისგან ვითხოვ შველას.
წავალ სალოცავებს სულ ფეხით მოვივლი,
სიონს,მცხეთას და გელათს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცხოვრებას ჩემთვის
რძე დაუშრა და
ტირილსაც მიშლის
წამსვე იმედის
სატყუარას
ჩამაჩრის პირში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
თეთრი ნუშის ხე
უცოდველი პატარძალივით
დგას ეღიმება მორცხვი ღიმილით
მოვა ქარი და დაატეხავს ტანზე იარებს
და საცოდავი ნუშიც ქალივით
დიდი ტკივილით იმშობიარებს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Aug 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენი თვალები კარიბჭენი ჯოჯოხეთისა რაა ჰადესი თუ მათ ხილვას ისევ ვეღირსე

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 244 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი