nanano wrote:ციტატა:
უცხოობაში რაა სიამე,ამისთანა ნაშოვნ ფულს რა ვუთხარი მე,უჩემოდ დაიზარდნენ ჩემი შვილები,ის საუკეთესო წლები,როცა მე მათი ზნე და ხასიათი უნდა გამეცნო,იმათ კი ჩემი,ცალ-ცალკე გავატარეთ,ჩემი უმცროსი 10წლისაა,4ის იყო რომ დავტოვე,ამ ხნის განმავლობაში 1ხელ ვნახე ხოდა მაშინ იყო ზუსტად,მიყურებდა,მაკვირდებოდა და მკითხა:შენ გაბრაზება იციო?წარმოიდგინეთ რა მომივიდოდა,ვუყურებდი ამ ჩემს უჩემოდ გაზრდილ შვილებს,ჩემს წინ უკვე სხვა ადამიანები იყვნენ,მე კი ის ვერ ამოვიგდე თავიდან რომ პატარები აღარ იყვნენ და ისე ვექცეოდი,როგორც პატარებს,იმათ ეღიმებოდათ მაშინ მაგრამ,მე რომ ვაცნობიერებდი რასაც ვაკეთებდი,მდუღარე მესხმებოდა გულზე.ხანდახან ისე დამრევს ხელს ნოსტალგია,გავითიშები და აზრებსაც ვეღარ ვუყრი თავს.მესმის რომ ბავშვი სამშობლოში უნდა გაიზარდოს,მაგრამ იმ ზომამდე არ უნდა მიიყვანოს მთავრობამ ადამიანი,მეორეხარისხოვანი გახდეს სამშობლოს სიყვარული.ოღონდ ჩემი შვილები ჩემს გვერდში მყავდნენ და არაფერს დაგიდევდით.არა მგონია სამშობლოს გამოადგეს სრულფასოვნად ,დასტრესილი ადამიანები.
შენ შემოგევლე ნანანო, ცუდად გავხდი, მე ძალიან კარგად მესმის შენი ტკივილი, მეც თითქმის შენნაირ დღეში ვარ, 1 წლის და 9 თვის მარიამი მყავს დატოვებული და წარმოიდგინე რა დღეში ვიქნები? 4 თვეა რაც ამერიკაში ჩამოვედი და 4 თვეა თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ჩემი ჯერ ძალიან პატარაა, როცა ტელეფონი რეკავს არავის აცდის აღებას, ჩემი დედიკოაო, დღეში ასჯერ მირბის კომპიუტერთან დედიკო დამანახეთო...მე მულტი ვიზა მაქვს და თავისუფლად შემიძლია წავიდე და უკან დავბრუნდე,მაგრამ რაც მე გადავიტანე წამოსვლისას, იმას უბრალოდ ვეღარ გადავიტან, მოვკვდები. წამოსვლის ღამეს მძინარე მარიამს ვეფერებოდი, გაეღვიძა და ჩამეხუტა,აქედან ჩემები მანიშნებდნენ გაგვიანდებაო,კიდევ ერთხელ მაგრად ჩავკოცნე და საწოლზე დავსვი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, გაკვირვებულმა შემომხედა, სად მიდიხარო, დედიკო წყალს მოგიტან მეთქი და უკან მოუხედავად გამოვვარდი გარეთ. იმის შემდეგ თვალზე ცრემლი არ შემშრობია ... რამდენი ჩვენნაირი განწარებული დედა-შვილი ჰყავს საქართველოს?! ვისაც ეს არ გამოუცდია ამას ვერც გაიგებს და ღმერთმა არც გამოაცდევინოს, დაე ,მე ვიყო უკანასკნელი ასეთი გამწარებული დედა საქართველოსთვის...
გთხოვთ, ყველას, დემაგოგიას მოეშვით და რეალურად შეხედეთ ყველაფერს...
ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ალბათ სხვა დროს მოვახერხებ...
ნანანო, უფალმა გაგვაძლიეროს შენც და მეც და ყველა ჩვენნაირი დედა....
ბუბუსუნა,შემოგევლე შენ,რამხელა დარდი გაქვს,ჩვენი სიძლიერე იმაშია რომ შვილებს ვჭირდებით და არ უნდა გავინადგუროთ თავი,მე ამის ფიქრი მაძლებინებს კიდე,შედარებით,აბა შEნ იცი,როგორ იყოჩაღებ,მარტო მონატრებაზე კი არა,იმაზეც ვიფიქროთ რომ ამ ტკივილს დიდი სიხარული შეგვიცვლის,ჩვენი შვილების ჩახუტებით გამოწვეული.გამაგრდი და ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გინდა=ko=