↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 189 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნეტოია, მადლობა სტუმართ მოყვარეობისტვის, მაგრამ არა მგონია რომ ჩამოვიდე. მე იტალიაში, ესპანეთში და საფრანგეტში დავდივარ ხოლმე. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მართლაც ჩამოვიდე 1 დღეს. კაცმა არ იცის რა მოხდება.
ჩრდილოეთისკენ თუ ცხოვრობ, ალბათ ყოველ ღამე ხედავ ცაზე პოლარულ სხივებს. აი, მაგის ნახვა კი, ნამდვილად მაინტერესებს! შენ რომელ ქალაქთან ცხოვრობ? სად ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts931
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე stockholm-ში ვარ.თუ დააპირებთმართლა ოჯახით გელით.ისე პოლარული სხივების ყურებას მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურება ჯობია.....ზაფხულობით მე ჩემი ოჯახით დავდივართხოლმე იტალია,ესპანეთი,საფრანგეთი.აქეთ მზე საერთოდ არ არის.და ძაფხულში სითბო მაქსიმუმ 3-4 კვირაა.და ისეთი რომ საგამოობით უნდა მოიცვა გრილა....და წყალი დზალიან ცივია ვერ იბანავებ....სამაგიეროდ ალბათ იცი რომ ეკოლოგიურად მსოფლიოში პირველი ქვეყანაა....და ავტობუსები.მატარებლები და ტაქსები ბიო-საწვავზე მუშაობენ.ამიტომ კალაკში გამონაბოლქვი არ არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაა და ყველაფერი - საჭმელი აქვთ ერთი აქოურებს ბანძი, უმარილო და უწიწაკო, თვარა დანარჩენი ყოლიფერი ნამეტნავი კაია და არ უნდა ამას ბევრი ლაი ლაი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts931
კარმა53
OFFLINEPROFILE
კაკ რაზ..საჭმლის პრობლემა არ არის...მარილიც იყიდება და პილპილიც.ქინძიც და სუნელებიც.ღერღილიც და ფკვილიც და სულგუნიც და ჩურჩხელა....ვისაც კეთება უYვარს კართული სამზარეულო მოსანატრებელი არა...აქაური ქარტველები ჩემთან დადიან რომ ენატრებათ რაიმე კერძი.....ხაჭაპურებზე აგარ მაკვს ლაპარაკი.......სჰვედებს რომ ვასინჯებ გიჟდებიან ჩვენს სამზარეულოზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნეტოია კარგი ხარ, საჭმელების კეთება რომ გიყვარს. სამზარეულო ჩემი ჰობია, მთელი დღე შემიძლია სამზარეულოში ვიტრიალო. აქაც ხშირად ვაკეთებ ქართულ საჭმელებს და ვაგიჟებ ამერიკელებს... მაგრამ ჩემს სამზარეულოში ტრიალი მომენატრა. სახლში რემონტი რომ გავაკეთე სამზარეულო და სასადილო ოთახი გავაერთიანე, ყველა ჩემი დაქალი ერთიციცქნა სამზარეულოში ეტენებოდა და ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ იყო, ახლა იცოცხლე გვეშველა დაქალებს...რეებს ვწერ????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts931
კარმა53
OFFLINEPROFILE
რა დამთხვევაა ბუბუსუნა.მეც ერთ ერთი პირველი ვიYავი საქარტველოში ვინც ვარი თქვა სტანდარტულ სამზარეულოზე და დიდი.ბარით.მდივანი და ტელევიზორით.აი დაქალები რომ მოვლენ და სენს გემოზე თან ამზადებ,თან ჭორაობ და თან ტელევიზორში გასართობ პროგრამას უკურებ.....ესე გავაკეთე,,,,,მაგრამ ჩვენტან სხვა ეშხი აქ ამას ყველაფერს არა ბუბუსუბა?????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts931
კარმა53
OFFLINEPROFILE
შემეშალა შენი ბუბუსუნა სახელი.სიბნელეში ვწერ.ჯერ არ გათენებულა....ვასწრებ სანამ ბავშვს სკოლაში წავიყვან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
nanano wrote:
ციტატა:
უცხოობაში რაა სიამე,ამისთანა ნაშოვნ ფულს რა ვუთხარი მე,უჩემოდ დაიზარდნენ ჩემი შვილები,ის საუკეთესო წლები,როცა მე მათი ზნე და ხასიათი უნდა გამეცნო,იმათ კი ჩემი,ცალ-ცალკე გავატარეთ,ჩემი უმცროსი 10წლისაა,4ის იყო რომ დავტოვე,ამ ხნის განმავლობაში 1ხელ ვნახე ხოდა მაშინ იყო ზუსტად,მიყურებდა,მაკვირდებოდა და მკითხა:შენ გაბრაზება იციო?წარმოიდგინეთ რა მომივიდოდა,ვუყურებდი ამ ჩემს უჩემოდ გაზრდილ შვილებს,ჩემს წინ უკვე სხვა ადამიანები იყვნენ,მე კი ის ვერ ამოვიგდე თავიდან რომ პატარები აღარ იყვნენ და ისე ვექცეოდი,როგორც პატარებს,იმათ ეღიმებოდათ მაშინ მაგრამ,მე რომ ვაცნობიერებდი რასაც ვაკეთებდი,მდუღარე მესხმებოდა გულზე.ხანდახან ისე დამრევს ხელს ნოსტალგია,გავითიშები და აზრებსაც ვეღარ ვუყრი თავს.მესმის რომ ბავშვი სამშობლოში უნდა გაიზარდოს,მაგრამ იმ ზომამდე არ უნდა მიიყვანოს მთავრობამ ადამიანი,მეორეხარისხოვანი გახდეს სამშობლოს სიყვარული.ოღონდ ჩემი შვილები ჩემს გვერდში მყავდნენ და არაფერს დაგიდევდით.არა მგონია სამშობლოს გამოადგეს სრულფასოვნად ,დასტრესილი ადამიანები.

შენ შემოგევლე ნანანო, ცუდად გავხდი, მე ძალიან კარგად მესმის შენი ტკივილი, მეც თითქმის შენნაირ დღეში ვარ, 1 წლის და 9 თვის მარიამი მყავს დატოვებული და წარმოიდგინე რა დღეში ვიქნები? 4 თვეა რაც ამერიკაში ჩამოვედი და 4 თვეა თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ჩემი ჯერ ძალიან პატარაა, როცა ტელეფონი რეკავს არავის აცდის აღებას, ჩემი დედიკოაო, დღეში ასჯერ მირბის კომპიუტერთან დედიკო დამანახეთო...მე მულტი ვიზა მაქვს და თავისუფლად შემიძლია წავიდე და უკან დავბრუნდე,მაგრამ რაც მე გადავიტანე წამოსვლისას, იმას უბრალოდ ვეღარ გადავიტან, მოვკვდები. წამოსვლის ღამეს მძინარე მარიამს ვეფერებოდი, გაეღვიძა და ჩამეხუტა,აქედან ჩემები მანიშნებდნენ გაგვიანდებაო,კიდევ ერთხელ მაგრად ჩავკოცნე და საწოლზე დავსვი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, გაკვირვებულმა შემომხედა, სად მიდიხარო, დედიკო წყალს მოგიტან მეთქი და უკან მოუხედავად გამოვვარდი გარეთ. იმის შემდეგ თვალზე ცრემლი არ შემშრობია ... რამდენი ჩვენნაირი განწარებული დედა-შვილი ჰყავს საქართველოს?! ვისაც ეს არ გამოუცდია ამას ვერც გაიგებს და ღმერთმა არც გამოაცდევინოს, დაე ,მე ვიყო უკანასკნელი ასეთი გამწარებული დედა საქართველოსთვის...
გთხოვთ, ყველას, დემაგოგიას მოეშვით და რეალურად შეხედეთ ყველაფერს...
ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ალბათ სხვა დროს მოვახერხებ...
ნანანო, უფალმა გაგვაძლიეროს შენც და მეც და ყველა ჩვენნაირი დედა....
ბუბუსუნა,შემოგევლე შენ,რამხელა დარდი გაქვს,ჩვენი სიძლიერე იმაშია რომ შვილებს ვჭირდებით და არ უნდა გავინადგუროთ თავი,მე ამის ფიქრი მაძლებინებს კიდე,შედარებით,აბა შEნ იცი,როგორ იყოჩაღებ,მარტო მონატრებაზე კი არა,იმაზეც ვიფიქროთ რომ ამ ტკივილს დიდი სიხარული შეგვიცვლის,ჩვენი შვილების ჩახუტებით გამოწვეული.გამაგრდი და ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გინდა=ko= =ko= =ko= ახლოს რომ მყავდე გულში ჩაგიკრავდი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაიხარე ნანანო,ჩათვალე რომ მართლა ჩამიკარი გულში, მადლობა საყვარელო თბილი სიტყვებისთვის,ასეთი ადამიანობისთვის და მე კიდევ და კიდევ ვრწმუნდები იმაში , რომ ჩვენ, ქართველებს, გადაშენება არ გვიწერია... უფალმა გაგაძლიეროს, შენი ლამაზი შვილების ბედნიერებით გაგეხაროს...
ყოველ დილას კალენდარში რიცხვს ვშლი და მიხარია, რომ ჩემს შვილს კიდევ ერთი დღით ვუახლოვდები....

გაგვაძლიეროს უფალმა! გკოცნი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
გმადლობ ნეტოია.
ღმერთმა ყველა ქართველ ქალს შეძლებისა და გაძლების უნარი მისცეს. ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
დორადოო,ციყვისებრთა,სადა ხართ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
უცხოობაში არაფერია სიამე,ნერვების დღლეზვაა და მეტი არაფერი:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts46
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა და ნანანო თქვენმა სიტყვებმა , გული ამიტირა, ჩემი წამოსვლა გამახსენდა საშინელებაა ნოსტალგია და მონატრება. აეროპორტიდან გამომაცილეს , მშობლებმა, ქმარმა და შვილებმა, მთლად დავმუნჯდი ხმას ვეგარ ვიღებდი ცრემლები მახჩობდა. ერთი უკან მოვიხედე და მამაჩემის ცრემლიან თვალებს შევხედე, ალბათ გული მიგრძნობდა, რომ მამას უკანასკნელად ვხედავდი და ორივენი ცრემლიანი ტვალებით უსიტყვოდ ვშორდებოდით ერთმანეთს,რამდენია ჩემნაირი გამწარებული ვინც მშობელი ვერ დაიტირა. მაგრამ გვაძლებინებს ის რომ შვილებს ვჭირდებით, ჩვენ ყველანი იმიტომ ვწვალობთ რომ ჩვენს შვილებს ცხოვრება გავულამაზოთ და მათ სახეებზე სიხარულს და ბედნიერებას ვხედავდეთ. უფალმა მოგვათმენინოს , გაგვაძლებინოს მეც და თქვენც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ღმერთს ვთხოვ ჩვენს რიცხვს აღარ შემატებოდნენ შვილმონატრებული დედები,ჩვენ ვყოფილიყავით ბოლოები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts931
კარმა53
OFFLINEPROFILE
ჩემო დზვირფასებო.ასე პესიმისტურად ნუ შეხედავთ თქვენს ცხოვრებას,თორემ ნერვოზიდან შიზოფრენიამდე ერთი ნაბიჯია.იცოდეთ რომ თკვენ ხართ გმირი დედები....თკვენს შვილებს და მშობლებს რომ რამე არ მოაკლდეს თავსაფრიანი დედაკაცივით რკინის ქალამანი ჩაიცვით და ამ დასაკარგავში.უცხო კვეყანაში,უთვისტომოს,შიში და ძრწოლვაში თქვენი ოჯახებისტვის იბრძვით.და თქვენ ვისაც იქეთ უნდა გემსახურებოდნენ ეს უემოციო და გამოცივებული ,დარობოტებული მასსა....ღამეებს ატევთ.თქვენ იკლებთ და მათ უმატებთ....და შინაგანად შიში გაკვთ შვილები გაგვიგებს რატომ დავტოვეთ და რათომ ცამოვედითო.....მაგაზე არც იფიქროთ...გაგიგებთ კი არა ხელისგულზე გატარებტთ თქვენი შვილები...მოვა დრო...იმიტომ რომ კაცისა და ქალის ფუნქცია თქვენ ტავზე გაქვთ აღებული......გაიხარეთ...და ისეთი შვილები გაგზრდოდეთ რომ მაგ ნაიარებიდა დაკოდილი გულები მათი დაფასებითა და სიყვარულით გაგმრთელებოდეთ.....გკოცნით კველას....

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 189 posts ] 
დესპანი