↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
სხვა გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს,
ვით გულგრილობა და არა ცნობა.
ეს უნდობარი აღტაცება შენ არ გაგიშვებს
თუმცა ხანდახან ნებდება გრძნობა

გული მღელვარებს უცნაური რაგაცა ფიქრით
გულს შიში იპყრობს და ღელავს მკერდი...
რაა ეს გრძნობა? სიყვარული? საითკენ მივქრით
არ გადვიჩეხოთ , არ გაწყრეს გმერთი.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნაცემი ბაღები

თვალებჩალურჯებულ ქლიავებს,
ნაცემ გაზაფხულის ბაღებს
მოვხდი ალიონზე ნიავით
ნისლის შედედებულ ნაღებს

მზეგადამწიფებულ ბროწეულს,
ძარღვებგადაწყვეტილ კუნთებს,
ტყემლის უკარება ოცეულს
ვიღაც იასამანს უნთებს

ყვავილს გაუშლელი ქალწული
თმაში წყენასავით იხვევს
ატმის ხეივანი გავწურე
პერანგს კანივით რომ იხევს

პეპლებს აფეთქება მოუნდათ
ფერებდანაღმული მოლის
წუხელ ყაყაჩოებს მოუკლავთ
ვარდი - უკანონო ცოლი

მუხამ დაამთქნარა ფუღურო
ჩრდილიც გაზარმაცდა ბინდის,
ახლა ტირიფს მინდა ვუყურო
ტბასთან ოსურს ცეკვავს \"სინდის\"
გიჟის ჩაუცვიათ ხალათი
მკლავებდაგრძელებულ ნუშებს,
ბაღის მყუდროებას ვპარავდი
მთაში ცხვარდაბერტყილ თუშებს....

ზანგური
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გამოცანა.

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
როცა სიჩუმე ბატონობს ირგვლივ.
როცა ოცნებას ფასი ედება.
როცა სიყვარულს ხატავ გონებით.
და სიყვარული გულში ფეთქდება.

ეს სიყვარული შეგამკობს გრძნობით.
რომელიც ქალურ ოცნებას ქარგავს.
ატმის ყვავილის ვარდისფერ სურნელს,
სულის წიაღში მოიტანს ნაზად.

ქალღმერთად გაქცევს, ზეცაში აგწევს,
სინათლის სხივი შენთვის მოწყდება,
და სიყვარულის ტკბილი ნექტარი
შენს გულში რბილად დაიღვენთება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით

გიორგი საჯაია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ოდესღაც , სადღაც მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც ოდესმე თქმული
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული
ერთხელ როდესაც გზად მივდიოდი
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი
ყრმობის ოცნებით გატაცებული
ყმაცვილურ ვნების გამომსახველი
და ვერ ვივიწყებ ქალცულის სახეს
სადგაც ოდესმე ფიქრში ზმანებულს
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში
მაგრამ.... საკმაოდ დაგვიანებულს.

გამოხატე შენი გრძნობა სანამ გვიან არ არის =ait=))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი

ბასიანის ბრძოლა
1

დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი,
ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი.
ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურტალი:
“მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი,
გაცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი).
რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი,
იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი,
რომ დღეს სუყველა გმორჩილობს, ვისაც მონებდი მანამდი,
რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!
ლამის სირცხვილით დავიწვათ: თავზე გვაზიხარ დიაცი!
ან რაუფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,
რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა?
მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება, ასპიტო,
რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ?
მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი
აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა – გადასახადი?
ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები,
ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით!
გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი,
წინ მანქანები მომიძღვის სიმაგრეების მგრეველნი,
უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები,
რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი.
რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ-მახვილის აღება,
რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინონ ქართულმა ბაირაღებმა!
მაგრამ უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი
შენს რჯულს უარჰყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით ჰმოსავდი,
მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები, -
შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები.
ეს მხოლოდ შენთვის, ლამაზო, სხვა არვის ვაძლევ არჩევანს
ისე დავანგრევ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!”

2

ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო კარის თავანი,
ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი.
სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი –
დიდი ტრიალი მინდორი, ცხენთაგან გადათელილი,
წინ ელჩი იდგა დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით,
(სარკმლიდან ჩანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი).
ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი.
წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღარად თქმული ალმასი!
მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა,
და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა...
ეს ნაკადული ნანაობს, თუ ყანა ნათავთავარი? –
სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი,
“ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში” -
ფიქრობს მხარგრძელი და თავის პატრონს შეჰყურებს თვალებში.
მიწყდა ხმა ნაკადულისა – მეფემ გადადო წერილი
და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი:
- სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ,
ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შეძრა მუქარით.
- სხვა ესეც შემოგითვალათ: “თუ რჯულს დასტოვებს თამარი
შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი,
მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა:
რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ!..”
სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო.
ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: - რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო! –
და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,
გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი.

წარბები შეჰკრა თამარმა: რად მოეპყარო უშვერად?!
- თავსაც მოვჭრიდი, მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა!
რაინდი მეფის ძვირის მთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს:
- დილეგში წაიყვანეთო! – კუშტად უბრძანა არაბებს.
ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი.
ამირსპასალარს მიჰმართა: საზრუნავი გვაქვს მთავარი,
მტრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი.
ამაღამევე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი.
გადაწყდეს, სეფე ჯარს ვანდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ
რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს.
თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის.
გმირულად! მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს.
- ნება შენია, მეფეო, - დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, -
ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი.
დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით.
ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები! –
ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება,
ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება.
წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაციებულმა ომებმა...
ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა.

3

ვინც კი იარაღს ატარებს გულითადია მეფისა,
ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა!
ყველა ლაშქარში ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, -
იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა.
აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს),
დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისწერა პასუხად:
- “რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან,
ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ, ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა;
ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე,
რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?!
ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი,
კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი...
მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავათ გაიგე და მიხვდი,
მოვდივარ ჩემის ლაშქრითა. თუ ვაჟკაცი ხარ დამიხვდი!
მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ,
დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო.
შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.
უცხო სამოსით შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი
და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი.
გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი,
ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით.
მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები
და ყბაზე დამღა – მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები.

4

შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა,
ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში ვარსკვლავებს გადაამეტა.
ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი,
ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი.
ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა,
ერთმანეთს დატოლებულნი ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა,
ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი,
თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი,
ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები
და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები
აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის,
და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში.
მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა,
და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა
თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა,
თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა.

5

ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომსმიმავალი:
წინ მიუძღოდა სოსლანი – ვაჟკაცი ჰაეროვანი.
სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ.
იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა.
უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი,
ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები.
ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი...
ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი.

6

- სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუქადილს
ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს.
ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის?
იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის...
დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები.
ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით. –
გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის არა სჯის,
კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი.
ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს
და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ.
ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა
მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა.
წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი, -
სოსლანმა ჯარებს მიჰმართა: - სამშობლო ქვეყნის გულისთვის
ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული.
ცეცხლს ჰყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული.
ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა
და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეხალნენ მხარდამხარ.
წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით,
შეირტყეს ისარ-კარპაჭი, შეათამაშეს ცხენები.
შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი:
ილეწებოდა ფოლადი უჭედელი და ნაჭედი.
დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები.
- ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! -
გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს,
როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ.
მაგრამ ხმლის ორი ელვა – და დაეცნენ მოძალადენი,
სისხლის მდინარემ წაიღო მათი დარ-მუზარადები.
კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზას ტყავ-კაბა,
როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა.
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ფოლადს სცვიოდა ტალები.
ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით.
მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები,
ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები.
აგერ შეიბნენ ორ-ორნი ურთერთს ახეთქეს ჰოროლი.
ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი,
მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი,
გულში გაურჭო მახვილი, “ვაჰმე დედაო”, იძახდა,
ცეცხლწაკიდებულ გორაკზე დასტა იბრძოდა ყივჩაღთა.
წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები
და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი.
და რა ნახეს, რომ რაინდს გზა და კვალი გაუტიალდა,
აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა.
ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი,
მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით
და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი,
რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი,
და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი,
ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი.
მუსრეს და მუსრი გაავლეს... მოკლულთა დაგა ჯებირი,
მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი,
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ჭენებით განახელები,
წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები,
დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა
და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად.
- ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს,
მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულს! –
ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, -
- ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ, თორემ უომრად დავმარცხდით! -
ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა,
ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა,
ისევ შეიქმნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება,
შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა,
ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს
და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ.
გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე, მტვრის ბუქი დადგა სვეტებად
გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა!
ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის,
სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოკურცხლა თავის ამალით.
უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით:
- მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში!

7

გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები
მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე ნახანჯლარები,
მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,
მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.
ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა,
ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა.
როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით,
იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები.
- მალემსრბოლიო! – მხარგრძელმა მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს
და ერთი ჩვეულთაგანი გაქანდა ოძრახესაკენ.
ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა,
გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად.
წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი,
მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები.
უცებ სად იყო, სად არა... გაშეშდნენ გაკვირვებითა:
არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან.
ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ,
და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს.
ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში
ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი.
თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი,
ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიმშეუვალი სოსლანი,
და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი,
გორგასლიანი ალამი – ვაჟკაცთა თავშესაფარი.
ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი
და საქართველო იდგა ვით, გოდოლი შეურყეველი.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სახლში თამაშობენ,კარში თამაშობენ,
რა ქნან თამაშია მთავარი,
სიზმრებში ცხოვრობენ ,ზღაპრებში ცხოვრობენ,
ცხოვრებაც ჰგონიათ ზღაპარი.
მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები,
ეზოში დარბიან ,ხტიან იცინიან,
ჩვენი ახდენილი სიზმრები.
ფერადი ჩიტები,
ფერადი აფრები,
როგორც სიზმაში და ზღაპარში,
მხოლოდ სიმღერები
და მხოლოდ ზღაპრები
და მხოლოდ თამაში
თამაში
დაე, გაიზარდონ,
გაიგონ მთავარი,
გაიგონ რისი ვართ ყაბული,
თუმცაღა ცხოვრება არ არის ზღაპარი,
მაგრამ შესაძლოა გავხადოთ ზღაპრული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა,დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება,
მოვა გოგო შენნაირი,იისთვალებ დანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი,სიმღერა და სალამური,
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები,
და ის გოგოც სხვა იქნება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ყველა სიამეს დავთმობ ამქვეყნად,
სულის დაცემას შევურიგდები,
მაგრამ თუ დავთმე ქართლის ველები,
ქართული მოდგმის როგორ ვიქნები?!
ყველა სიამეს დავთმობ, დავითმენ,
ცისკარზე წმინდა დამაქვს ფიქრები,
თუ ვერ ვემთხვიე ხერთვისის კედლებს
ქართული მოდგმის ვეღარ ვიქნები!
თუ არ მესიზმრა ხანძთის უდაბნო,
შოთა თავის ბედს შეურიგები...
ოშკი, იშხანი თუ არ მაფიქრებს,
ქართული მოდგმის როგორ ვიქნები?!
თუ წაიბილწა წმინდა სავანე,
წინაპართ, მტერთან შეურიგები,
თუ ვერ ვიხილე მდუმარე ბანა,
ქართული მოდგმის ხომ ვერ ვიქნები!
თუ პალესტინის ქართულ მონასტერს,
შემოვრჩით მხოლოდ როგორც მითები...
ზარზმის ზარი თუ მამცნობს ძმის ღალატს,
ქართული მოდგმის როგორ ვიქნები!!
თუ რუქნადინის მესმა ზეიმი,
ვერ გავხდი მოწმე ქართველთ დიდების

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
სიყვარული იცი რაა,
პაწაწინა ფერია.
ვისაც არ გამოუცდია,
მისთვის არაფერია.
ბიჭისთვის პროსტა იაა,
გოგოსთვის ისტორიაა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts132
კარმა52
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მკვდარი მერქვას
თუ კოჯორთან
ქარმა ვეღარ გამახელოს.
უძოს მთაზე დავდგები და
მთვარემ ფეხი დამაბიჯოს.
მკვდარი მერქვას
თუ სამოთხე შენს გადაღმა დავიჯერო,
აკი მითხარ იმ პეპელას
მხოლოდ შენთვის დავიჭერო?
ცა გრიგალებს დაუფარავთ,
ძვირფასო და საოცნებო.
საით მიხვალთ ვარსკვლავებო?
თქვე ჩემსავით საოცრებო?
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი