შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რათქმაუნდა ნანანო უკვე სამი ნაწარმოები გვაქვს კიდევ დაემატება და ო ჰენრსაც ვიპოვნით და კონსტანტინე ლორთქიფანიძესაც:) საერთოდ პენ მარათონი ჩემი მოგონილი არაა და ძალიან მომწონს კარგი პროექტია როგორც მათთვის ვინც სწერს ასევე მკითხველისათვის:)
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა. ---აუფ, რავა ჩაგვიპაჭუნა თვალი ამ ოხერმა და გეიპარა, ისე რაფერ შეგვაჩვიეს ამ ამბავს, სინათლე რო არ ქრება მცხვენია უკვე, ასე მგონია ვაშავებ რამეს---თქვა ივანიჩმა და ვარადუით მიუბრუნდა ამბაკოვიჩს---რა თქვი შენ??? ---რა ვთქვი ივანიჩ და მოსაგონარი, ტკბილად რომ გვახსენდება ისეთი, ისემც აგიხდეს ყველაფერი-ვერიჩკაააა, მეიტანე ახლა მაი დედალი აგერ პანაშვიდს რომ უხდი, თუ გამოვიძახო დამკრძალავი ბიურო?!-შეუკეთე შიშა ბუხარს ივანიჩ მორბენალი კადრივით დაგინახო მაინც იქნება და მიაფიცხე მაგი ჭადი ცოტა ცეხლს. ---- მაგენს ჩუუქრეს თვალები, რავარც ჩვენ ჩაგვაბნელეს ამაღამ—დეილოცა ვერიჩკა და სანთელი შემოდგა ტაბლაზე---ცეცხლი დალია შენმა პირმა და ნავთი მიაყოლა კიდო---გააგრძელა ლოცვა ---- რა გინდა ქალო კაძახთან, დალიოს უნდა აბა არ უნდა დალიოს??? თუ კაცი ხარ და მითუმეტეს მასპინძელი უნდა დალიო!!! თუ დეეძინება მერე და გაგიცდება ვნებიანი ღამე ვერიჩკა---კმაყოფილებით ჩაიხითხითა ივანიჩმა და გადახედა მასპინძელს -----გაგიხმეს მაგი ენა შენ, რა მინდოდა ამ უვარგისთან, გავყოლოდი საკონსერვოს დირექტორს რომ მახევდა კალთას, ლოთი შემჩა ბოლოს ხელში -----წაი ქალო ეგერ ხე დალოცე, მოსაჭრელია მაინც. მოი ახლა ჩვენს მერცხლებს, ჩვენს ბადიშებს გოუმარჯოს, ჩემს კუდრაჭებს კაი ხანია რომ არ გვინახია, მაგენიზა ვცოცხლობთ ჩვენ და...-სიტყვა ვეღარ დაამთავრა ამბაკოვიჩმა, ისე აუციცმციმდა კურცხალი თვალზე ივანიჩმა აარიდა მზერა და ორი სიტყვით დეილოცა ----შენ თუ იცი მაგი, რომ ერთი კაი დურგალი სამ გლახა ვექილს ჯობია?-განმუხტა სიტუაცია და ცაში აიყვანა მისი პროფესია ივანიჩმა- ხოდა ახლა, აგი ოდა რომ გვახურავს თავზე და არ გვაწვიმს და არ გვათოვს, ამის ამშენებლის ხსოვნა უნდა ითქვას აქანე! რა ჩამოგიყრია კაცო მაგი ყურები მალე ნახავ შენ ვირიშვილებს---ეს თქვა და გადაუშვა ხახაში სამოცდახუთ გრადუსიანი ჭაჭა. --- ცხოვრებაა ახლა აგი? ბადიშებს რომ ვერ ნახავ ორი წელი??? ივანიჩ, აგერ ა, პატარა ჯანჯუხაა ათი წყვილი და ვაშლის ჩირი, რომ ჩახვალ ხვალ ქალაქში ქი გოუტანე ბაღნებს პირს გეისველებენ და აკოცე შუბლზე ორივეს, მოუკვდეთ მაგათ ბაბუა... ივანიჩმა უსიტყვოდ მოიგდო ხურჯინი ზურგზე და კრიჭაშეკრული დატოვა ოთახი, რაცხა კი ჩაიბურდღუნა ამ ცხოვრებისო სანამ კარს მოიხურავდა და გევიდა შარაზე.
რამხელა დადებითი მუხტი გადმოდის ყველას მოთხრობიდან. იმედია კიდევ შეემატება მოთხრობები იანვრის ბოლომდე, მერე ხალხი ვინც შემოვა დაწერს ვისი ნაწარმოები მოეწონათ ყველაზე მეტად და იანვრის გამარჯვებული რომ გამოვლინდება შემდეგ ის შემოგვთავაზებს პირველ აბზაცს და იმ აბზაცზე დავწერთ მოთხრობებს თებერვალში.
ჭიქა ხელში Hქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.უმთვარო ღამე იყო.გაუვალი,შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ,ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გადაიკარგა. -ფუ,ხომ ვამბობდი,ბოლომდე გემოს არ ჩაგატანინებენ მეთქი,გამოსავალი ერთია,უნდა მიხვიდე ლოგინამდე მშვიდობით და დაიძინო. -ხოდა დავწვეთ საბანი კარგად ამოიკეცა,სიცივეს რომ არ შეეღწია საწოლში და ფშვინვაც მაშინვე ამოუშვა. მე ცოტა ხანი ვიწრიალე,ვიბორიალე ფიქრებში,და ძილმა მაინც თავისი გაიტანა... -ვაიმე,ლია,მართლაც რა ლამაზი ყოფილა აქ საბერძნეთში,არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად მოვიყრიდით თავს ერთად. -გოგოებო ლაპარაკის დრო არ გვაქვს,სადაცაა ნეთოია და გურანდა მოვლენ. -ისე რა კარგად გამოგვივიდა არა,ჰგონიათ ჩამოვლენ მხოლოდ თვითონ ,ის კი არ იციან რომ ყველანი აქ დავხვდებით -ხოდა მოდით,ერთად დავტრიალდეთ,ეს გოჭი და ხაჭაპურები ამ დღისთვის შემოვინახე. -ბავშვები სად არიან?კითხულობს დორადო სანაპიროზე დასეირნობენ ერთად ათინათი,მარი და ქეთი .მანჩოს,ლულუს და ბუბუსუნას ბაიებს დიდი მზრუნველობით დასტრიალებდნენ. -აცადე,რას კითხულობ,მაინც მალე მოარბენინებენ უკან და მაშინ ხომ დაიჯერებთ რომ ნამდვილი აკიმი მყავს,ამბობს მანჩო -ნახეთ ხათითა და ჩე მოვიდნენ ოვაციები ჩვენს ახალ წყვილს ეძღვნება.ხათითამ ყველას სათითაოდ დაგვანახა მარჯვენა ხელზე რგოლის ბეჭედი.ტაშით დავაჯილდოვეთ დესპანელი წყვილი -მოდით,მივუსხდეთ მაგიდას და საცაა ისინიც მოვლენ -ხოდა,მეგობრებო,როგორც ამ სუფრის თამადა,მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ,აქ პოლიტიკას ადგილი არ ექნება ამბობს ზვიგენი,კეთილად იკრიჭება და აგრძEლებს....მიშას გაუმარჯოოს! -მე მაინც შალიკო მირჩევნია,გადახედა მაიკომ ზვიგენს ყველას გულიანად გაგვეცინა -თამადა მართალია,ვინც სუფრაზე წესრიგს დაარღვევს იძულებული ვიქნები,სიწყნარისკენ მოვუწოდო,გამოიყენა მოდერატორის უფლება ჩემ -ღვინის ჩამოსხმა ჩემზე იყოს,ქვე შენი ჭირიმე,გაიბადრა ფოცხვერი,ეს ის ხვანჭკარაა,ნანანომ,შარლოტამ და ქაშმა უჩვენოდ რომ მიირთვეს,კიდე კარგი ბევრი ვერ მოახერხეს -Qეთა ბოშო,გადადე ეგ წიგნი,მაგის კითხვას მერეც მოესწრები და მოჩოჩდი ახლოს,კარამელკა შენც გეხება -ახლავე ჩემო კარგებო,ერთი ლექსი დავწერე ექსპრომტად და მინდა წაგიკითხოთ,პასუხობს კარამელკა -შემდეგი შეკრება აუცილებლად ამერიკაში გვექნება,იღიმება ანა-თეკლა -არა,აჯობებდა გერმანიაში,ნინიკარასთან ან ჩვენთან საფრანგეთში,გაიპრანჭა თიკა. ლია დაფაცფაცებს სტუმრებს,ლამაზი,წითელი დესპანური შლაპა მოხდენილად დაუფარებია და თან შამპანიურს წრუპავს,მის სიხარულს საზღვარი არ აქვს,ხუმრობა ხომ არ არის,თავი მოგვიYარა ყველას ერთად -პიკასო,კისერი წაიგრძელა სოსოიას რუსმა,მოდი ახლა ჩვენ ამათ გურული კრიმანჭულის მადლი ვაგრძნობინოთ, -მაგნოლიამ ბაზის გადახედა თვალი ჩაუკრა და ყველა სმენად ვიქეცით... ვიღაც მაღვიძებს.თვალი გავახილე,ჩემი ქმარი თავს დამდგომია -რა კმაყოფი სახე გაქვს,გეტყობა კაი სიზმარი ნახე. ....ავდექი და კომპიუტერს მივაშურე.დესპანი ჩავრთე.მთელ გვერდზე დიდი ასოებით განცხადება იყო გაკეთებული: დესპანი არასოდეს გაითიშება.პატივისცემით ლეონარდო და დავინჩი. ეჰ,კაი სიზმარი კაია,ახდენილი კაი სიზმარი მთლად უკეთესი... პ.ს.ლიასთან სტუმრად აქ ჩამოთვლილების გარდა სხვა დესპანელებიც იყვნენ........
უი პიკასო,მრცხვენია,შEნი იუმორის მერე ეგ რა გამოსაჩEნია მარა წამძლია ამ ოხერმა სულმა
მართლა კარგია ნანანო. განა, გურულის დაწერილი, თუნდაც ერთი ხაზი დაიწუნება? ისე ხო საინტერესოა ეს მარათონი, მე მაგრად მომეწონა. შენ კიდევ, მთელი სიყვარული გადმოეცი, რაც შენს გულშია. კარგადაც ჩანს როგორ გიყვარს ყველა და გწყურია ყველასან ერთად ყოფნა და მხიარულება.=ko= მაგარი ხარ. ჯიგარი გურული ხარ