საწოვარას ჩაიდებს, მერე გამოიღებს და უკავია, ხან უკუღმიდან ჩაიდებს და ლოღნის

ძილის წინ ჭამას რომ მორჩება მერე ვაძლევ და იჩერებს. იძინებს ასე. ხან წამოიტირებს თუ გადმოუვარდა, მივცემ და ისევ იძინებს.
ახლა მგონი როგორც იქნა დაეწყო კბილების ამოსვლა და ჭირვეულობს ხოლმე. ხან სრულიად მშვიდად არის, იყურება აქეთ-იქეთ და უცბად იწყებს ისეთ ტირილს, ვერ ვაჩერებ.
ახლა მეუბნებიან, დააყენე მუხლებზე და ფორთხვა ასწავლეო, კი ტრიალდება აქეთ-იქეთ და გახოხებასაც ახერხებს. მაგრამ მაინცდამაინც არ მინდა რომ იფორთხოს და იატაკი ლოკოს. მითუმეტეს რომ ძაღლი და კატა გვყავს და ყველგან ბეწვებია.