|
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\" ნეტა რატო ბნელა ასე დაუნდობლად? ან მე რას ვაკეთებ ამ სიბნელეში ან სად მივდივარ? მივდივარ კი არა მივლივლივაებ ისე რომ მიწასაც არ ვეხები, ჩემს წინ რაღაც ლანდს ვხედავ, ნეტა რა არის, ხელს ვიშვერ მაგრამ ვერაფერს ვგრძობ, მე მგონი ადამიანია, ჰო ნამდვილად კაცის სილუეტია... -ჰეი, რომელი ხარ? მოიცადე, მოიცადე მას თითქოს ჩემი ხმა არ ესმოდა, ისიც მილივლივებდა სადღაც წყვდიადისკენ თამამად... - მაქეთ ნუ მიდიხარ, ბნელა მაქეთ არ გესმის! დაბრუნდი! დაბრუნდი!!! საკუთარმა ხმამ გამაღვიძა, საწოლზე წამოვჯექი და ნამძინარევი თვალები ფანჯარას უხალისოდ მივაშტერე, იქედან კი ხარბად იღვრებოდა სინათლის შუქი, რაღაც შვება ვიგრძენი, პაპიროსს მოვუკიდე და რაც შემეძლო ღრმა ნაფაზი ამოვარტყი, მესიამოვნა, დავხედე ანთებულ პაპიროსს და გავიფიქრე, ეჰ ძმაკუშ ნეტა როდის შეეშვები ამ კუბოს ლურსმანს... სიზმარი გმახსენდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს,ან ეს კაცი ვინ არის ყოველ ღამე რომ მესიზმრება ჭიქით ხელში ნათურაზე მიშტერებული... საათს დავხედე, ჰო უკვე საღამოა იქ, ავკრიფე ნომერი და დაველოდე ზუმერს, როგორც იქნა უპასუხა ათი ზუმერის შემდეგ... - გამარჯობა მამი, როგორ ხარ? რა იყო შე კაცო რა დამამჟავე ამ ტელეფონთან -მე დაგამჟავე შე ვირისშვილო? გავთავდი კაცი შენს ლოდინში, მე რა მიშავს შენ როგორ ხარ შვილო? -მე კარგად ვარ მა, ეგაა რომ მაგრად მენატრებით -აბა მე მკითხე, ყოველ ღამე მესიზმრები, ვნერვიულობ, ხომ ხარ ჟამრტელად? პაპიროსს კიდე სვამ? -კი არ ვსვავ ვეწევი... ამაყად შევუსცორე სიტყვა -ესეიგი კიდე უპლაკუნებ მაგ შხამს -ჰო კარგი კარგი, ცოტას ვეწევი ნუ ნერვიულობ, მამი ღვინო დაწურე წელს? კარგად მოისხა ჩვენმა ადესამ? გულიანად გაიცინა -კი, აბა რა დავწურე, ერთი გრამი შაქარი არ შემირევია, სუფთა წვენია, ჰა რას ეძახი შენ ჩემს ღვინოს? ჰო ტერორისტულ აქტს, ჰოდა რომ ჩამოხვალ დაგალევინებ მაგ აქტს, აბა მე რვა თვეა ჭიქა არ ამიწევია შვილო, უშენოდ ხალისი არ მაქვს შენ გელოდები ცრემლები მომადგა თვალებზე, დავიხრჩე ლამის,თავი ძლივს შევიკავე, დავემშვიდობე მაგრამ გული მასთან დამრჩა, მთელი დღე უღიმღამოდ გავატარე, არაფერი არ მინდოდა არც დაღამება არ მინდოდა მაგრამ დაღამდა... -ჭიქა ხელში გვქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და ჩვენს წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ ჩვენს ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\" მამაჩემმა ასანთი აანთო და სანთელის მიწვდა, ერთი მე მომაწოდა, მეორე თვოთონ დაიკავა და კარებისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით -სად მიდიხარ მამი?-გაოცებულმა ვკიტხე -გარეთ შვილო, გარეთ...გატეხილი ხმით მიპასუხა მამაჩემმა -გარეთ რა გინდა ამ სიბნელეში ადამიანო? -გზა უნდა გავანათო შვილო გზა...
ეძგვნება ჩემს მეგობარ ბუბუსუნას...
|