zvigeni wrote:ციტატა:
\"ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა....\"
-მამა შუქი როდის მოვა? ამოიოხრეს ბავშვებმა.
-რავი შვილებო აბა, როცა მოვა გავიგებთ, აგერ ნათურა გვეტყვის:)
ვაი, მაგათი სინსილა გაწყდა ერთ დღეს , გაკაპასდა დედაკაცი და სპირალ ჩახუჭულ ელექტრო ქურიდან ჯერ არ მოხარჩულ ლობიოს ჩახედა პატარა ალუმინის ქოთანში, ნიშნისცემით ამოხედეს ლობიოს კაკლებმა გადავრჩით მოხარჩვასა და დაჭყლეტვასო.
კაცმა სანთელს დაუწყო ძებნა სიბნელეში ხელების ფათურით, ბუხრის თავზე ეგულებოდა, მაგრამ ტრაექტორია ვერ გათვალა სიბნელეში და ნავთის ლამპას წაკრა ხელი, გადმოვარდა და კატას დაეფშვნა თავზე, კატამ ერთი ამოიკნავლა ბრაზიანმა და კატის ხმა დედაკაცის წყევლამ დაფარა: შენ დაგეფსო თვალები ამირან ერთადერთი ლამპაც გამიტეხე, გამოიხედე კაცო თვალებში!... ამირანმა კი თავის დანაშაული საქენერგოს გადააბარა და მადლიანად შეუკურთხა ენერგო მამებს. როგორც იქნა სანთელს მიაგნო მაგრამ ასანთი... მთელი სახლი დაირაზმა ასანთის საძებნელად და ნახევარი საათის უშედეგო ძებნის შემდეგ ამირანს გაახსენდა რომ ჯიბეში ქონდა ასანთი, თაროზე ჩუმად დადო და აიღო დიდი სიხარულით წამოიძახა.. აგერ ასანთიცო. სანთელმა ოთახი გაანათა. მერე ბუხარიც დაანთეს, პატარა მაგიდა დადგეს ბუხართან და ვახშამიც მზად იყო ცოტა ხნის შემდეგ.
-მამა მზეს რატომ არ ქრება? შეეკითხა პატარა
-მზე ჩვენთვის ამოდის შვილო.მზე მარტო ამგენის არაა, მზე ყველასია.
-ღამით რატომ ჩადის?
-იმიტომ რომ მოგვენატროს, თუ ყოველთვის იქნება ნათელი ქვეყანაზე ბნელს ვერ შევიცნობთ და ვერ დავაფასებთ ნათელს.
-მონატრება სიყვარულია?
-ჯერ მონატრებაა , შემდეგ ჩნდება სიყვარული, ვინც გიყვარს ის გენატრება ადამიანს. და ნატვრა რომ აგიხდება მერეა სიყვარული.
-ესეიგი მონატრება და სიყვარული ნათელია?
-კი, თუ დედა, მამა, დაიკო გიყვარს სიბნელის ნუ შეგეშინდება, შენს სულშია ნათელი და ოჯახშიც...
სანთელი ილეოდა და ყველა ემზადებოდა დასაძინებლად. ამირანმა კი ახედა ნათურას და გაიღიმა...
ვერ დაგვაბნელებენ, ჩვენთან მუდამ იქნება სინათლე.
ჩემი ხმა ზვიგენს+++