↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 50 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო!2008 წლის ევროვიზია იმართება ბელგრადში სადაც საქართველოც იღებს მონაწილეობას,შერჩეულია 12 ქართველი კანდიდატი,რომელთაგანაც უნდა გამოვლინდეს 1 გამარჯვებული ევროვიზიაზე წარსადგენად,ხმა მიეცით თქვენს ფავორიტს ამ საიტზე,http://eurovision-georgia.ge/aboutდა იმედია ღირსეული კადიდატი შეირჩევა საქართველოს წარმატებისათვის,ჩემი ფავორიტი კი დიანა ღურწკაიაა,მჯერა რომ ის ნამდვილად ასახელებს საქართველოს და ქართველ ერს. საქართველო მეორედ მონაწილეობს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ ღონისძიებაში - ევროვიზიის სიმღერის კონკურსში.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ექსკლუზიური უფლება, წარადგინოს ამ კონკურსზე ქვეყნის (საქართველო) წარმომადგენელი.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჰელსინკში, ევროვიზიის სიმღერის 52–ე კონკურსზე, წარადგინა სოფო ხალვაში, სიმღერით Visionary Dream, რომელმაც მე–12 ადგილი დაიკავა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) პატრონაჟით იმართება. ევროვიზია-2008 სერბეთში, ბელგრადში ჩატარდება. მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 43 ქვეყანამ, მათ შორის არის საქართველო. კონკურსის ორი ნახევარფინალი 2008 წლის 20-22 მაისს, ხოლო ფინალი 24 მაისს გაიმართება.

ESC-ში მონაწილეობისა და განაცხადის წარდგენის უფლება მხოლოდ EBU-ს წევრებს აქვთ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) სრულფასოვანი წევრი 2005 წლიდან არის. კავშირის სრულფასოვანმა წევრობამ საზოგადოებრივ არხს მრავალი ახალი შესაძლებლობა მისცა.

2007 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ განაცხადი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საქართველოს სახელით 2006 წლის ნოემბერში წარადგინა, რის შემდეგაც ევროპის სამაუწყებლო კავშირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას კონკურსში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ოფიციალური დასტური აცნობა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც კონკურსის მოსამზადებელ საკითხებზე მუშაობს. გამოცხადდა ეროვნული შიდაშესარჩევი კონკურსი.
ეროვნულ შიდაშესარჩევ კონკურსზე 12 მომღერალი დაიშვება, მათგან ერთ საუკეთესოს ქართველი ერი (სმს-ების საშუალებით) და კომპეტენტური ჟიური ერთობლივად შეარჩევს.
გამარჯვებული სიმღერა ფულადი პრემიით 10 ათასი დოლარით დაჯილდოვდება
.გამარჯვებული მომღერალი კი 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსის ვიზას მიიღებს.
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
კონკურსის შესახებ

ჯგუფი ABBA 1974 წელს ევროვიზიაზეევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით. ამ გადაცემას 100 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შექმნის იდეა
კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU - ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ – შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილეთა რიცხვი 40 ქვეყნამდე გაიზარდა.
1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia) სიმღერით Refrain (მისამღერი).

გამოჩენილი გამარჯვებულები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილეები იყვნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ABBA (შვედეთი), სიმღერით Waterloo, 1988 წლის კონკურსში გამარჯვებული Celine Dion (შვეიცარია) სიმღერით Ne partez pas sans moi, 1990 წლის კონკურსში გამარჯვებული Toto Cutugno (იტალია) სიმღერით Insieme: 1992 და სხვები.

მონაწილეობის წესები და პირობები
თავდაპირველად ევროვიზიის ორგანიზატორების მიერ დადგენილი წესის მიხედვით, კონკურსში მონაწილეებს მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა შეესრულებინათ სიმღერა, მაგრამ ბოლო ხანებში ეს მოთხოვნა გამარტივდა და მათ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ.
ESC-ის უმნიშვნელოვანესი წესი კი ის არის, რომ ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ამ პრესტიჟულ კონკურსს იგებს, შემდეგი წლის კონკურსის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.
2007 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა სერბი მარია შერიფოვიჩი სიმღერით Molitva (268 ქულა) და ამ გამარჯვებით სერბეთმა მოიპოვა ევროვიზია 2008 მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.

მასპინძელი ქალაქები
1956 - ლუგანო 1974 - ბრაიტონი 1992 - მალმიო
1957 - ფრანკფურტი 1975 - სტოკჰოლმი 1993 - მილსტრიტი
1958 - ჰილვერსუმი 1976 - ჰააგა 1994 - დუბლინი
1959 - კანი 1977 - ლონდონი 1995 - დუბლინი
1960 - ლონდონი 1978 - პარიზი 1996 - ოსლო
1961 - კანი 1979 - იერუსალიმი 1997 - დუბლინი
1962 - ლუქსემბურგი 1980 - ჰააგა 1998 - ბირმინგემი
1963 - ლონდონი 1981 - დუბლინი 1999 - იერუსალიმი
1964 - კოპენჰაგენი 1982 - ჰეროგეითი 2000 - სტოკჰოლმი
1965 - ნეაპოლი 1983 - მიუნხენი 2001 - კოპენჰაგენი
1966 - ლუქსემბურგი 1984 - ლუქსემბურგი 2002 - ტალინი
1967 - ვენა 1985 - გოთენბურგი 2003 - რიგა
1968 - ლონდონი 1986 - ბერგენი 2004 - სტამბული
1969 - მადრიდი 1987 - ბრიუსელი 2005 - კიევი
1970 - ამსტერდამი 1988 - დუბლინი 2006 - ათენი
1971 - დუბლინი 1989 - ლოზანა 2007 - ჰელსინკი
1972 - ედინბურგი 1990 - ზაგრები 2008 - ბელგრადი
1973 - ლუქსემბურგი 1991 - რომი

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ჰელსინკი 2007
ჰელსინკში, ევროვიზია 2007-ის სიმღერის კონკურსზე მარია შერიფოვიჩის გამარჯვებამ 53-წლიანი ისტორიის კონკურსი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადამდე მოიტანა.
ევროვიზია 2008 სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ტარდება.

ბელგრადი – სერბეთის დედაქალაქი
სერბეთის დედაქალაქი – ბელგრადი („თეთრი ქალაქი“) მდებარეობს მდ. დუნაის მარჯვენა სანაპიროზე და გადაჭიმულია 180 კვ.კმ ფართობზე.
ბელგრადში 1,5 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 80%–ს შეადგენენ სერბები, 5%–ს ჩერნოგორიელები, 3%–ს უნგრელები და ალბანელები. ოფიციალური ენა არის სერბული.
სერბეთის დედაქალაქი ბალკანეთში სლავური კულტურის ცენტრს წარმოადგენს.
7000–წლიანი ისტორიის ქალაქი ევროპის ცენტრში მდებარეობის გამო მრავალი დამპყრობის ინტერესთა გადაკვეთის ადგილი იყო. ჩრდილოეთიდან ქალაქის მიახლოების დროს მისი თეთრი კედლების დანახვისას სლავურმა ტომებმა მას ბელგრადი „თეთრი ქალაქი“ უწოდეს.
ბელგრადი დიდხანს იყო რომაელთა და ბიზანტიელთა მმართველობის მესაზღვრე ციხესიმაგრე.
მიუხედავად უამრავი გამანადგურებელი ომისა, ბელგრადში ბევრი უძველესი ძეგლია. კელტებიდან და რომაელებიდან ჩვენამდე მოაღწია მისმა უძველესმა სახელმა – სინგიდუნუმი.

მასპინძელი სატელევიზიო მაუწყებელი
EBU-ს და 2008 წლის კონკურსის მასპინძელი სატელევიზიო მაუწყებლის RTS -ის მიზანია ღონისძიება მაქსიმალურად შთამბეჭდავად წარმოაჩინონ. ისინი შეეცდებიან ტელემაყურებლისთვის ევროვიზია 2008 დასამახსოვრებელი მოვლენა გახდეს.

ნახევარფინალი და ფინალი
ქ. ვერონაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის 50–ე სატელევიზიო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ევროვიზია 2008 ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ორი ნახევარფინალისა და ერთი ფინალის ჩატარებას. ევროვიზია 2008 სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 2008 წლის 20-22 მაისს, ხოლო ფინალი 24 მაისს გაიმართება «ბელგრადის არენას» (The Belgrade Arena) სცენაზე, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს.
პრესცენტრი კი განთავსდება The Sava Center–ში, რომელშიც არის დარბაზი 4000 ადამიანზე, ასევე 15 საკონფერენციო დარბაზი.

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
კონკურსის წესები.ძირითადი ელემენტები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) იმართება ყოველი წლის მაისში ევროვიზიის სამაუწყებლო კავშირის (EBU) პატრონაჟით.
კონკურსი ცნობილია ევროვიზიის სახელით და წარმოადგენს უმაღლესი დონის სატელევიზიო პროდუქციას. ESC-ში მონაწილეობისა და განაცხადის წარდგენის უფლება მხოლოდ EBU-ს აქტიურ წევრებს აქვთ.
კონკურსში მონაწილე EBU-ს წევრები (შემდგომში “მონაწილე მაუწყებლობა”), წარმოადგენენ თითო ეროვნულ სიმღერას.
ESC ტარდება ორ ნაწილად - კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2008 წლის 20-22 მაისს, ხოლო ფინალი 2008 წლის 24 მაისს.
შოუ ორგანიზებული და გადმოცემული იქნება პირდაპირი ეთერით RTS–ის მიერ (შემდგომში “მასპინძელი მაუწყებლობა”) და გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით ევროვიზიის სატელიტური ქსელით.
კონკურსში მონაწილე ქვეყნის ყველა ეროვნულ მაუწყებელს ეყოლება საკუთარი კომენტატორი, რათა ეს შოუ ადგილობრივ მაყურებელს მიეწოდოს მშობლიურ ენაზე.
კონკურსში მონაწილე მაუწყებლები წარმოადგენენ ეროვნულ სიმღერებს, რომლებიც შერჩეულია მონაწილე მაუწყებლების მიერ ჩატარებული შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად.

ხმის მიცემა
კონკურსის მონაწილე ქვეყნების მაყურებლებს საშუალება აქვთ ხმა მისცენ რჩეულ სიმღერას, გარდა საკუთარი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებისა. ტელეკენჭისყრა მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში, ხოლო ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემენ მონაწილე მაუწყებლები.
თითოეული ქვეყანა 12 ქულას აძლევს იმ სიმღერას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, 10 ქულა-სიმღერას, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა, 8 ქულა-3 ადგილზე გასულს, 7-მეოთხეზე და ა.შ. 1 ქულამდე, რომელიც ენიჭება მეათე ადგილზე გასულ სიმღერას.

გამარჯვებული სიმღერა
ფინალის გამარჯვებული იქნება ის სიმღერა, რომელიც კენჭისყრის შედეგად უმაღლეს ქულას დააგროვებს.
ფინალში გამარჯვებული სიმღერის ავტორები და შემსრულებლები მიიღებენ ESC ჯილდოს. ფინალის ტრანსლაცია დასრულდება გამარჯვებული სიმღერის წარდგენით.ნახევარფინალისა და ფინალის კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება ESC –ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eurovision.tv
გამარჯვებული სიმღერის წარმდგენ ქვეყანას უფლება აქვს, მომავალ წელს უმასპინძლოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
მონაწილეობის წესები
ქ. ვერონაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის 50–ე სატელევიზიო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ევროვიზია 2008 ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ორი ნახევარფინალისა და ერთი ფინალის ჩატარებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არაუმეტეს 45 ქვეყნისა, EBU-ს აქტიურ წევრებს.
კონკურსის ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას მასპინძელი ქვეყანა (სერბეთი) და EBU–ს წევრი ქვეყნები –გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. დანარჩენი ქვეყნები კი ორ ნახევარფინალში კენჭისყრის შედეგად გადანაწილდებიან.
ორი ნახევარფინალი ჩატარდება 2008 წლის 20-22 მაისს, ფინალი - 24 მაისს.
ევროვიზია 2007 შედეგებს მნიშვნელობა არ ენიჭება.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში გადავა 10 ქვეყანა, ფინალში კი მონაწილეობას მიიღებს 25 კონკურსანტი (10+10+5)
თითოეული ნახევარფინალიდან მხოლოდ 9 ქვეყანა გადავა ფინალში ტელეკენჭისყრის შედეგად, ხოლო ორი დამატებული ქვეყანა (თითოეული ნახევარფინალიდან) შეირჩევა კონკურსში მონაწილე ქვეყნების ნაციონალური ჟიურის ხმების გათვალისწინებით. ეს ქვეყნები კი დასახელდება მხოლოდ კონკურსის ფინალის დასრულების შემდეგ.
ნახევარფინალები ნაჩვენები იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ ჯგუფში მოხვდნენ. შესაბამისად, მხოლოდ იმ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ კონკურსანტებს.

გამოსვლა
შოუზე სიმღერები სრულდება ცოცხალი შესრულებით. მომღერლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ენა, რომელზეც შეასრულებენ სიმღერას. კონკურსზე წარმოდგენილი სიმღერის მაქსიმალური ხანგრძლივობა სამი წუთია. შემსრულებელი, რომელიც გადააჭარბებს ლიმიტს, დისკვალიფიცირებული იქნება EBU-ს მიერ სარეკომენდაციო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ. სცენაზე დასაშვებია მაქსიმუმ ექვსი ადამიანი.

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
დიანა ღურწკაია...
დიანა ღურწკაია დაიბადა 1979 წელს, აფხაზეთში. 1995 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატი.
ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ირმა სოხაძემ გამოიყვანა ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე და ამით გააცნო დიანა ქართველ მსმენელს.
1995 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსზე «იალტა-ტრანზიტი-მოსკოვი» და მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი.
1995 წელს გაიცნო კომპოზიტორი იგორ ნიკოლაევი და მასთან ერთად გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები რუსეთის სცენაზე. აგრეთვე გამოვიდა ამერიკელი მსმენელის წინაშე ნიუ იორკში Medison Square Garden-ის სცენაზე.
2000 წელს ჩაირიცხა გნესინების სახელობის მუსიკალურ ინსტიტუტში ვოკალისტის სპეციალობით, რომელიც ექსტერნად დაამთავრა 2003 წელს.
2000 წელს გამოვიდა დიანას პირველი ალბომი `Ты здесь~.
2003 წელს გაზაფხულზე გამოდის მეორე ალბომი `Ты знаешь мама~.
2004 წელს ჩაირიცხა რუსეთის თეატრისა და ხელოვნების აკადემიაში (ГИТИС). ამჟამად არის მეოთხე კურსის სტუდენტი.
2005 წელს უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა დააჯილდოვა წმინდა ბარბარეს სახელობის ორდენით.
2005 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარ მურატ თურქმენ ბაში ნიაზოვმა პირადად დააჯილდოვა რუხნამას სახელობის ოქროს ორდენით.
2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად მიანიჭა რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება.
2007 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით.
დიანას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 5 `Золотой громофон~, 2 `Хит ФМ~, 3 `Стопудовый хит~, 1 «МУЗ ТВ~, 1 МТВ და აგრეთვე მრავალი სახელმწიფო ჯილდო.
დიანამ არაერთ ცნობილ უცხოელ მომღერალთან ჩაწერა დუეტი, მათ შორის არიან რეი ჩარლზი, ტოტო კუტუნიო და დემის რუსო.
ამჟამად მზად არის მესამე ალბომი გამოსაცემად.
ჰყავს მეუღლე და ვაჟი კონსტანტინე.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ირაკლი ფირცხალავა....
ირაკლი ფირცხალავას ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ საბოლოოდ მომღერალი გამოვიდა. 1977 წლის 13 სექტემბერს დაიბადა. დედა ზრდიდა, სპორტულ სკოლაში სწავლობდა. 5 წლის იყო, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს ვიოლინოს განხრით. 8 წელი ისწავლა და 13 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ფეხბურთისთვის დაეკავშირებინა. ორი წელი «ლოკომოტივში» თამაშობდა, მაგრამ საფეხბურთო კარიერისთვის უკვე დიდი იყო და სათადარიგო შემადგენლობაში თამაში არ სურდა.
მუსიკალურ სასწავლებელში გატარებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია და 16 წლის ასაკში ირაკლიმ პროფესიონალურ სტუდიაში პირველი სიმღერა ჩაწერა. სკოლაში ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან ფართხუნა შარვლებით დადიოდა. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ Hip-hop-ი იტაცებდა.
რამდენიმე ჯგუფში იყო. ჯგუფ White Hot ice-სთან ერთად კასეტებიც გამოუშვა. ირაკლის Hip-hop-ის სპეციალისტად მიიჩნევდნენ. მუსიკას, რომელსაც ის ასრულებდა, ყველასგან განსხვავებული იყო. ფირცხალავასებური Hip-hop-ი პოზიტიური და სახალისო იყო.
თავად იხსენებს, რომ ჯგუფი პოპულარული იყო, თუმცა მაინც ანდეგრაუნდში რჩებოდნენ. მაგრამ დადგა დრო, როცა ირაკლიმ ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ-ერთი წევრი შიდსით გარდაიცვალა. ამის მიზეზი კი ნარკოტიკები იყო.
ჯგუფის დატოვების შემდეგ ირაკლი ახალი სტილით R’n’B დაინტერესდა, რაც ითვალისწინებდა სიმღერასთან ერთად ცეკვასაც. მეგობრებთან ერთად დადიოდა სხვადასხვა კლუბებში. მოგვიანებით ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი მატვეი ანიჩკინი ირაკლის იწვევს ახალ კოლექტივში სახელწოდებით Tet-a-tet. ჯგუფმა ოთხი წელი იარსება და ალბომიც გამოუშვა.
ირაკლის ინიციატივით, ოთხი წლის განმავლობაში მოსკოვში იმართებოდა ქუჩის ცეკვების ღია ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ მთელი მსოფლიოდან კონკურსანტები. იგი მუშაობდა ერთ-ერთ რადიოსადგურშიც, სადაც მიჰყავდა საავტორო გადაცემა, ასევე იყო ერთ-ერთი კლუბის არტ-დირექტორი.
ერთ დღეს კი რუსეთის ერთ-ერთ არხზე მოისმინა რეკლამა, რომელიც იუწყებოდა, რომ გამოცხადდა კონკურსი «ფაბრიკა ზვიოზდის» («Фабрика звезд») მეორე ნაკადზე და მისი პროდიუსერი იქნებოდა მაქს ფადეევი. ირაკლის ამ ფაქტმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა და უკვე მეორედ გადაწყვიტა, რომ მომღერლობას დაბრუნებოდა.
«ფაბრიკა ზვიოზდის» («Фабрика звезд») დასრულების შემდეგ, ირაკლის პირველი ჰიტი «ვოვა ჩუმა» (\"Вова-чума\") გაჩნდა რადიოჩარტებში. მას მოჰყვა «ლონდონ-პარიჟ» (\"Лондон-Париж\") და პირველი დისკი ამავე სახელწოდებით.
2005 წელს კი მსმენელი კიდევ ერთხელ გააკვირვა, როდესაც ახალი სიმღერა «კაპლი აბსენტა» (\"Капли абсента\") შეასრულა. ეს სიმღერა წლის ჰიტად დასახელდა. შემდეგ უკვე იყო «ია სტაბოი» (\"Я с тобой\") და «ნუ ი შტო» (\"Ну и что\"). ორივე სიმღერა გამოკითხვების მიხედვით თვეების განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.
2007 წლის ზაფხულში კი ირაკლიმ ვიდეორგოლი თბილისშიც გადაიღო სიმღერაზე «საქართველო ლამაზო».სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts609
კარმა97
OFFLINEPROFILE
ნინიკარა თუ იცი საქართველოდან დანარჩენი კონკუნსარტების ვინაობაც?

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ვეცდები ყველაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია.

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
სალომე გასვიანი...
ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ყველაზე პატარა კონკურსანტი სალომე გასვიანია. ის 17 წლის 6 მაისს გახდა. სალომემ სიმღერა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. მისი პირველი პედაგოგი კი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია იყო. პირველი სოლო კონცერტი 12 წლის ასაკში გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართა, საღამოზე 21 სიმღერა შეასრულა.
სწავლობდა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში. პარალელურად ბავშვთა თეატრალურ სტუდიაში «ბერიკები», დადიოდა მუსიკაზე.
სალომე არაერთი მუსიკალური ფესტივალის პრიზიორია. ქალაქ ბატონ-რუჟში (აშშ) კი საუკეთესო კლასიკური ვოკალის შესრულებისთვის სალომე პირველი ადგილით დააჯილდოვეს.
2003 წლიდან სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა, ლოს-ანჯელესის მუსიკალურ აკადემიაში, პარალელურად კი ეუფლებოდა მსახიობის ოსტატობას დრამისა და კომედიის განხრით. დადიოდა ჯაზისა და აღმოსავლური ცეკვის კლასებზე. სალომეთი ქრისტინა აგილერას პედაგოგი რობერტ ედუარდი დაინტერესდა და პატარა მომღერალი მასთან ვოკალის გაკვეთილებზე დადიოდა. 2002-2006 წლებში იყო საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების ფედერაცია FIDOF-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრი.
2002 წელს კი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Brookwell McNamara-სთან და მათთან თანამშრომლობის შედეგად 9 სიმღერა ჩაწერა და ორი კლიპი გადაიღო.
ამ პერიოდში მუშაობდა კომპოზიტორ ჯონ დეფარიასთან, რომელიც ოქროსა და პლატინის დისკის მფლობელია. მის ბენდთან ერთად სალომეს ხშირად უწევდა გამოსვლა სხვადასხვა პრესტიჟულ კლუბში კონცერტებზე. ჯონ დეფარია ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობს, მათ შორის არიან გლორია ესტეფანი, სელინ დიონის ყოფილ პაიანისტი ბრაიან ბეკვარი, რომელიც ახლა მაიკლ ბოლტონთან მუშაობს და Disney Channel -ის შოუების გამფორმებელი ჯონ კოდა.
ამერიკაში ყოფნის დროს სალომეს არაერთი ფილმი გაუფორმებია მუსიკალურად, ასევე მისი ერთ-ერთი სიმღერა საუნდტრეკად დაედო New Line Production-ის ფილმს Raise Your Voice, რომელშიც მთავარ როლს ჰილარი დაფი ასრულებს.
გამოშვებული აქვს ორი სოლო ალბომი - ქართულ და ინგლისურენოვანი, DVD -აშშ-ში.
სალომე მომღერლობას მსახიობობასაც უთავსებს. ნათამაშები აქვს სოსო ჯაჭვლიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში «პირველი სიყვარული», სოსო და ბადრი ჯაჭვლიანების სრულმეტრაჟიან ფილმში «სვანი».
2007 წელს სალომემ ჩააბარა ჰოლივუდში, მუსიკალურ ინსტიტუტში. ამჟამად იმყოფება თბილისში, თანამშრომლობს პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან და დიდ დროს ჩამწერ სტუდიებში ატარებს.
სალომეს ჰყავს ორი და და ერთი ძმა.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ალეკო ბერძენიშვილი...
ალეკო ბერძენიშვილი აშშ-ს შტატ ტენესის საპატიო მოქალაქეა. ეს წოდება მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს დროს მიანიჭეს. 4 წლის იყო, როდესაც პირველად ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლში «ჩიორა» მიიყვანეს და 7 წლის განმავლობაში ამ ანსამბლის წევრი იყო. მის მიერ შესრულებული სიმღერები მსმენელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა, მღეროდა სიმღერებს ბაბუაზე და ჩიტო ჩიორაზე.
1991 წელს კი ალეკოს შესრულებული სიმღერით «სინემა» გაიხსნა მოსკოვის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი. 2001 წელს კი უკვე კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ვოკალის განხრით დაამთავრა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). შემდეგ უკვე მუშაობა დაიწყო ანსამბლ «ერისიონში» მუსიკოსად (ბას-გიტარა). ანსამბლთან ერთად იმყოფებოდა გასტროლებზე პარიზში. უკვე ექვსი წელია ალეკო სანოს სტუდიაში მუშაობს და რამდენიმე თანამდებობას ითავსებს - ხმის რეჟისორის, მუსიკალური გამფორმებლის და სესიური მუსიკოსის. 2004-2006 წლებში მონაწილეობა მიიღო როგორც ხმის მთავარმა რეჟისორმა სანო სტუდიის მიერ განხორციელებულ პროექტებში: ქორეოგრაფიული სპექტაკლი «ცეკვა ზღაპარში»; «საქართველოს სულიერი საგანძური» (ლექსებისა და პოემების კრებული, გოგი ხარაბაძის შესრულებით); ალეკო არის როკ-ჯგუფის GREEN MAMA წევრი (ბას-გიტარა, ვოკალი).
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, ასევე «სტეპ რეკორდსის» მიერ ორგანიზებულ პროექტში SVAN SET.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
VIVO....
შემადგენლობა: დავით მგელაძე, გოგა მესხი, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ შარაშენიძე.
ჯგუფი «ვივო» შეიქმნა 2003 წელს.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში. არის 2005-2007 წლების კონკურს “პატრინოტის” გამარჯვებული.
2007 წლის ივლისში ქ. გორში ჯგუფმა ჩაატარა პირველი სოლო კონცერტი.
ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ქ. ხობში საერთაშორისო ფესტივალში «სიმღერები სამეგრელოზე».
ჯგუფს გადაღებული აქვს ვიდეო კლიპი სამ სიმღერაზე, მათგან ორი აქტიურად ტრიალებს საქართველოს თითქმის ყველა მუსიკალურ არხზე.
ჯგუფს ჩაწერილი აქვს დუეტები ცნობილ მომღერლებთან - თამუნა ამონაშვილთან, სოფო ხალვაშთან, თაკო გაჩეჩილაძესთან.
2007 წლის ზაფხულში ჯგუფმა გამოუშვა პირველი აუდიო ალბომი, სახელწოდებით «ქართული სტილი».
«ვივო» აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებსა და ვიდეო კლიპებზე.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
გუგა აფციაური...
გუგას ბავშვობის ყველაზე საყვარელი სათამაშო მუსიკალური ფირფიტა იყო, რის გამოც შეუგროვდა უზარმაზარი კოლექცია, რომელსაც დღემდე ინახავს.
გუგა აფციაური ქალაქ ვლადიკავკაზში 1984 წელს დაიბადა. ის 9 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა.
გუგას მუსიკალურობა მისივე საშუალო სკოლის მუსიკის პედაგოგმა აღმოაჩინა. პირველად მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ საბავშვო ფესტივალში «ეარი-98». ეს მისი პირველი გამოსვლა იყო ფართო აუდიტორიის წინაშე, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა მღელვარების და ნერვიულობის გამო. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე ფესტივალში ხელმეორედ მიიღო მონაწილეობა და უკვე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
დამთავრებული აქვს მუსიკალური საშუალო სკოლის შვიდწლედი Fფორტეპიანოს განხრით.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გუგას გადაწყვეტილი ჰქონდა კონსერვატორიაში ჩაბარება. ის ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა. ერთი წელი ქალბატონ დინა ჯიტავასთან ემზადებოდა ვოკალში, თუმცა ბოლო წუთებში გადაწყვეტილება შეიცვალა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არტ-მენეჯერის ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები და ესტრადის მომღერლობაზე დაიწყო ფიქრი.
უყვარს სოული და R&B. განსაკუთრებით მოსწონს უიტნი ჰიუსტონი, რეიჩელ ფერელი და ერიკ ბენეტი.
2003 წელს ჩაწერა პირველი სიმღერა «შენთან ერთად» (კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე; ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე).
2005 წელს მუსიკალური კონკურსის «ჯეოსტარი 2005»-ის მონაწილე გახდა, თუმცა მესამე ტურიდან კონკურსი დატოვა. რამდენიმე ხანში სატელევიზიო სივრცეში გუგას კლიპი გამოჩნდა სიმღერაზე «შენთან ერთად».
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი გიორგი ერგემლიძე. მათ ერთობლივად შექმნეს ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც საკუთარი სიმღერების შექმნაზე მუშაობენ. ყველა მათი შექმნილი სიმღერა ინგლისურენოვანია, ტექსტების ავტორი კი არის ირმა აფციაური.
სწორედ ამ სტუდიაში შექმნილმა ერთ-ერთმა სიმღერამ მოიპოვა გამარჯვება ევროვიზიის შიდაშესარჩევ ტურში.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
სალომე კორკოტაშვილი....
სიმღერა «ვარსკვლავები» 9 წლის ასაკში დაწერა. კორკოტა ანუ სალომე კორკოტაშვილი დაახლოებით 50 სიმღერის ავტორია. პირველი კონცერტი ჯგუფ «პაპარაცისთან» ერთად მე-6 სკოლის კლუბში გამართა. ფართო აუდიტორიის წინაშე კი ღია ცის ქვეშ, კუს ტბაზე წარდგა. მას შემდეგ არაერთი კონცერტი გაუმართავს. მონაწილეობდა ფესტივალებსა და კონკურსებში.
სიმღერების - «ვიაროთ ერთად», «გათენდა, გაიღვიძე», «მომბეზრდა» ავტორი 20 წლის არის. კორკოტა, როგორც მას მეგობრები მიმართავენ, პროფესიით რეჟისორია. უკრავს ფორტეპიანოზე და მუსიკალურ გიმნაზიაში სადირიჟორო განხრით სამი წელიც სწავლობდა.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის შედეგად შერჩეულ 12 მონაწილეს შორის სალომე კორკოტაშვილი ერთადერთია, ვინც კონკურსზე საკუთარი სიმღერა წარმოადგინა.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
თეატრონი.....
კვარტეტი “თეატრონი”, კოტე მალანიას ხელმძღვანელობით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის სპეციალურად შეიქმნა.
შემადგენლობა: ბორის ბედია, ირაკლი აბჟანდაძე, ირაკლი ალფაიძე, ოთარ კოვზირიძე.

ბორის ბედია დაიბადა 1983 წლის 22 ნოემბერს. ბავშვობიდან მღერის, მაგრამ სერიოზული მუსიკალური კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო, როცა 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმის საესტრადო მუსიკის კონკურსში «ხავერდოვანი ბათუმი» და პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ამჟამად მღერის თბილისის მუნიციპალურ ჯაზ-ორკესტრში გივი გაჩეჩილაძის დირიჟორობით.

ირაკლი აბჟანდაძე დაიბადა 1985 წლის 2 იანვარს. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის ხელოვნების მუსიკალური კოლეჯი. 2004 წელს გახდა ანსამბლ «თეატრალების» წევრი. ამ ანსამბლის ბაზაზე კი შეიქმნა ქალაქური სიმღერების კვარტეტი დათო არჩვაძის ხელმძღვანელობით.

ირაკლი ალფაიძე დაიბადა 1987 წლის 4 ივნისს. ბავშვობიდან მღერის და მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში.
1994-99 წლებში იყო საბავშვო სტუდია “კონსტანტ-რეკორდის” სოლისტი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო საქალაქო, რაიონულ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში.
2003 წლიდან არის საესტრადო ჯგუფის “სეფას ბიჭები” სოლისტი.

ოთარ კოვზირიძე დაიბადა 1985 წლის 31 მარტს. 2006 წელს დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი. ამჟამად მუშაობს თავისუფალ თეატრში. არის თეატრალური უნივერსიტეტის ანსამბლის და კვარტეტის წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებში.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
თიკა ფაცაცია.....
«მის საქართველო», «მის თბილისი» და «მის გლობუსის» მეორე ვიცე მისი... ეს არასრული ჩამონათვალია 26 წლის თიკა ფაცაციას პრიზების.
პროფესიით ისტორიკოსს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ფაკულტეტი. მოდელს, მოცეკვავეს და მომღერალ თიკა ფაცაციას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
ყველაფერი 1987 წელს დაიწყო, როდესაც დედამ ის საბალეტო სკოლაში მიიყვანა, სადაც 4 წელი ისწავლა. ბალეტი მოგვიანებით თანამედროვე ცეკვის სტუდიამ შეცვალა. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. ორი წლის განმავლობაში იყო ჯგუფ «სუპერ გოგონების» წევრი. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი დილის აერობიკით ახერხებდა, როდესაც პირველ არხზე ორი წლის განმავლობაში დილის აერობიკის წამყვანი იყო. მოდელობა კი 1997 წლიდან დაიწყო და სამი წლის განმავლობაში თბილისსა და უცხოეთში ქართველი მოდელიორების მიერ მოწყობილ ყველა ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
თიკას ინიციატივით ჩამოყალიბდა ჯგუფი «სეთიც». 2000 წელს კი ერთი წლით აშშ-ში წავიდა და ნიუ-იორკის The Lee Strasberg Theatre-ში სწავლობდა.
2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით «თქვი, რას აპირებ». ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. ერთი წლის შემდეგ კი კიდევ ერთი სოლო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით «გზა მომავლის».
2006 წელს კი გამოვიდა თიკას სინგლი «სიმართლის დროა». მომღერლის სამი კლიპი კი ტელესივრცეში უკვე ტრიალებს. თიკა კიდევ ერთ ახალ ვიდეო რგოლზე მუშაობს, რომელსაც მაყურებელი უახლოეს პერიოდში იხილავს.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 50 posts ] 
დესპანი