ირაკლი ფირცხალავა....
ირაკლი ფირცხალავას ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ საბოლოოდ მომღერალი გამოვიდა. 1977 წლის 13 სექტემბერს დაიბადა. დედა ზრდიდა, სპორტულ სკოლაში სწავლობდა. 5 წლის იყო, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს ვიოლინოს განხრით. 8 წელი ისწავლა და 13 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ფეხბურთისთვის დაეკავშირებინა. ორი წელი «ლოკომოტივში» თამაშობდა, მაგრამ საფეხბურთო კარიერისთვის უკვე დიდი იყო და სათადარიგო შემადგენლობაში თამაში არ სურდა.
მუსიკალურ სასწავლებელში გატარებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია და 16 წლის ასაკში ირაკლიმ პროფესიონალურ სტუდიაში პირველი სიმღერა ჩაწერა. სკოლაში ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან ფართხუნა შარვლებით დადიოდა. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ Hip-hop-ი იტაცებდა.
რამდენიმე ჯგუფში იყო. ჯგუფ White Hot ice-სთან ერთად კასეტებიც გამოუშვა. ირაკლის Hip-hop-ის სპეციალისტად მიიჩნევდნენ. მუსიკას, რომელსაც ის ასრულებდა, ყველასგან განსხვავებული იყო. ფირცხალავასებური Hip-hop-ი პოზიტიური და სახალისო იყო.
თავად იხსენებს, რომ ჯგუფი პოპულარული იყო, თუმცა მაინც ანდეგრაუნდში რჩებოდნენ. მაგრამ დადგა დრო, როცა ირაკლიმ ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ-ერთი წევრი შიდსით გარდაიცვალა. ამის მიზეზი კი ნარკოტიკები იყო.
ჯგუფის დატოვების შემდეგ ირაკლი ახალი სტილით R’n’B დაინტერესდა, რაც ითვალისწინებდა სიმღერასთან ერთად ცეკვასაც. მეგობრებთან ერთად დადიოდა სხვადასხვა კლუბებში. მოგვიანებით ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი მატვეი ანიჩკინი ირაკლის იწვევს ახალ კოლექტივში სახელწოდებით Tet-a-tet. ჯგუფმა ოთხი წელი იარსება და ალბომიც გამოუშვა.
ირაკლის ინიციატივით, ოთხი წლის განმავლობაში მოსკოვში იმართებოდა ქუჩის ცეკვების ღია ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ მთელი მსოფლიოდან კონკურსანტები. იგი მუშაობდა ერთ-ერთ რადიოსადგურშიც, სადაც მიჰყავდა საავტორო გადაცემა, ასევე იყო ერთ-ერთი კლუბის არტ-დირექტორი.
ერთ დღეს კი რუსეთის ერთ-ერთ არხზე მოისმინა რეკლამა, რომელიც იუწყებოდა, რომ გამოცხადდა კონკურსი «ფაბრიკა ზვიოზდის» («Фабрика звезд») მეორე ნაკადზე და მისი პროდიუსერი იქნებოდა მაქს ფადეევი. ირაკლის ამ ფაქტმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა და უკვე მეორედ გადაწყვიტა, რომ მომღერლობას დაბრუნებოდა.
«ფაბრიკა ზვიოზდის» («Фабрика звезд») დასრულების შემდეგ, ირაკლის პირველი ჰიტი «ვოვა ჩუმა» (\"Вова-чума\") გაჩნდა რადიოჩარტებში. მას მოჰყვა «ლონდონ-პარიჟ» (\"Лондон-Париж\") და პირველი დისკი ამავე სახელწოდებით.
2005 წელს კი მსმენელი კიდევ ერთხელ გააკვირვა, როდესაც ახალი სიმღერა «კაპლი აბსენტა» (\"Капли абсента\") შეასრულა. ეს სიმღერა წლის ჰიტად დასახელდა. შემდეგ უკვე იყო «ია სტაბოი» (\"Я с тобой\") და «ნუ ი შტო» (\"Ну и что\"). ორივე სიმღერა გამოკითხვების მიხედვით თვეების განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.
2007 წლის ზაფხულში კი ირაკლიმ ვიდეორგოლი თბილისშიც გადაიღო სიმღერაზე «საქართველო ლამაზო».
