↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
იქნებ გიყვარვარ...

იქნებ გიყვარვარ, ან იქნებ არა,
იქნება ქალი გიზიდავს ჩემში, ქალი პატარა,
იქნებ ჩემი თავნება სული გხიბლავს, ან-არა,
იქნება ისე, გზააბნეული დასდევ ჩემს შარას.
იქნებ მე ვპოვე შენში გრძნობის გამოძახილი...
იქნებ მე მსურდა შეgესმინა ჩუმი ვედრება,
ლოდინით დაღლილს მე მაგიჟებს უხმო სიტყვები,
სიბნელე, სევდა, წყეულ ფიქრთა ბნელი კითხვები...
ვერცხლისფერ მთვარედ ანთებული ვნება ფარული,
იდუმალ ბურუსს თან დართული გრძნობა მალული,
რუხი კვამლივით ჩასუნთქული განცდების გროვა,
შენს მიდამოში უჩუმრად მიყვარს ქარივით ქროლვა.
იქნებ ვიშლები, მე არ ვეძებ იმ ამქვეყნიურს,
მე შენით ვხედავ მოელვარე ვარსკვლავთა კრთომას,
იქნებ გიპოვე და მე ვახშობ დანარჩენ სათქმელს,
დანარჩენ სათქმელს, როგორც ცარიელ სიტყვების გროვას...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
იქნებ მიყვარხარ? – იქნებ . . .
ქალი მიზიდავს შენში? – იქნებ . . .
ქალი პატარა თავნება? – იქნებ . . .
შარას დამდგარი გზააბნეული? – იქნებ . . .

იქნებ პირიქით? – იქნებ . . .
იქნებ გიყვარვარ? – იქნებ . . .
იქნებ სურვილი გკლავს,
სურვილი კოცნის, - იქნებ . . .

იქნებ, გაგიჟებს სიჩუმე ჩემი,
იქნებ, სიყვარულს გიძლიერებ და ვნებას ფარულს,
იქნებ, პატარა გულს გითბობ ჩემით,
გულს ბავშვურს, მაგრამ მაინც, რომ ქალურს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მითხარი რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე, უხმო ატირება,
მითხარი და წადი, მეც ქარს გავატანე უკვე გრძნობა ძველი,
შენზე ოცნებას და შენით გატაცებას აღარ დავჯერდები.
წავალ ჩემთვის მარტო, იქნებ სხვასთან? ოღონდ არა დარდი..!
როგორ შემეშალე, ჩემს პირველ სიყვარულს რა საოცრად გავდი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ძნელია როცა გიყვარს და იცი ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია,
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ,
გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ.
ძნეია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია,
ძნელია როცა გიყვარს და იცი მას სიყვარული არ შეუძლია,
როცა ძებნაში გადის წლები და ჯერ არაფერი არ გიპოვია,
ძნელია როცა ცხოვრობ და იცი რომ არასოდეს არ გიცხოვრია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ნუ გეშინია

ნუ შეგაშინებს სიყვარული უცებ დამდგარი,
მოლიპულ გზაზე ფეხშიშველა სიარულს, რომ ჰგავს,
სითბოთი ავსილს შეეგებე ფეხზე ამდგარი
ამ სიყვარულს, ხომ ის რწმენა მოაქვს

რწმენა მომავლის ნათელი გულის,
რწმენა კაცის და ადამიანის,
ნუ შეგაშინებს თავსმტყდარი რული,
ვნებით ავსილის, თბილის, ჭკვიანის.

ყური დაუგდე, მის ღაღადს, ჩურჩულს,
გული ხომ სიოდ დაბერილ სიყვარულს იღებს,
ნუ გეშინია, უსახელო სიყვარულის, შეიკედლე,
მოეფერე და ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

ნუ შეგაშინებს დაწყობილი აზრები ლექსად,
ნუ შეგაშინებს ანთებული თვალებში ვნება,
მხოლოდ მიიღე, თბილი გულის წერილად იყოს,
ის, ხომ თოვლივით ჩუმადვე დნება?!

დნება და ქრება, უპატიჟოდ, სტუმრად მოსული,
უსახელოდ გულის კუნჭულს მიწებებული,
ნუ გეშინია ფერფლად იქცევა ყველა ეკალი,
იქ შენში, მკერდში უკითხავად დაბუდებული.

ნუ შეგაშინებს მუზა შენით მომრავლებული,
ისიც გაქრება, ჰაეროვან კოცნად იქცევა,
უკალაპოტო მდინარედ ვარდნილს,
ჩუმად ჩაყლაპავს ამ ზღვის მიქცევა.

ნუ გეშინია, ამ სიყვარულის, სიზმრად მოსულის,
თვალს გაახელ და აღარ იქნება . . .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მე დაგატყვევებ და დაგამონებ,
დაგათვლევინებ ცაზე ვარსკვლავებს
ტუჩებზე დავღვრი ვნებას გრძნობიანს,
და მარწუხივით შემოგხვევ მკლავებს.
აგითრთოლდება თეთრი მუხლები,
ვაიო! იტყვი ქალწულის ბრალი
და იჩურჩულებ შემინდოს ღმერთმა
და წუთის მერე გახდები ქალი. =love=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
როცა მოვკვდები,დაღონდებიან ალბათ ჩემები,
როცა მოვკვდები,ყველას უცხო მოგეჩვენებით....
ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი გულადი მეგობრებიცკი შეშინდებით.....
მერე საფლავზე ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს...
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევთ.....
მე ერთი რამე მრჩება მხოლოდ ჩუმად სათქმელად:
ნუ გამიხსენებთ,როგორ მნახეთ უკანასკნელად..
თუ გამიხსენებთ ბედნიერი,ლაღი ფიქრებით,
ყველაზე უფრო ბედნიერი მაშინ ვიქნები....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

=love
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი
ბედი რჩეულ ფერის
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
sharlotta wrote:
ციტატა:
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

=love

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?!

რაშია საქმე, მართლა და მართლა?!

ან შენ ასეთი რა ხარ,

ანდა მას, ვინც შენა გნატრობს,

რა დაემართა?!


=love

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
_მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან.........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ვიცი, ცაო, გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ -ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.

ბევრი მხარე მოვიარე
ასე იწყებს ამბავს მთვარე
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე

ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძლეველი მთა და ველი
მისი წყალი მისი სივრცე
მისი შოთა რუსთაველი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოა.

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და იარას,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩემს იქით ,
აყვავებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მთებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ,ძვირფასო, ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

მირზა გელოვანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი