↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts65
კარმა55
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...
ზღის ნაპირს, სველ სილას მიუყვება ხან ორი,ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- ეს შენს მიერ განვლილი გზაა, შვილო ჩემო !
- კი მაგრამ,მეორე ნაკვალევი ვიღასია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენს გვერდით ვიყავი
- და მაინც მიგიტოვებივარ, უფალო ! ზოგან, სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი..
- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებსში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი

უფალო შეგვიწყალე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გიო, არც ვიცი რა ვთქვა, დამამუნჯე...არ მოგაკლოს უფალმა წყალობა=ko= =ko= =ko=

კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა კარმა შენ გეკუთვნის. ისეთი დასაწყისი იყო,მუზებმა მოსვენება დაკარგეს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ბუბუსუნა კარმა შენ გეკუთვნის. ისეთი დასაწყისი იყო,მუზებმა მოსვენება დაკარგეს

გენაცვალე ნანანო, მომენატრე=ko= =ko= =ko=

ჩემი მუზები \"დეიოფზე\"გავუშვი და ჯერ არ გამოჩენილან=lol= =lol= =lol= გაუტკბათ დასვენება=zer= =zer= =zer=
ველოდები როდის დამიბრუნდებიან=lol= =lol= =lol=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
შენ ისეთი ნიჭიერა ხარ,ერთი მუზა გეყოლება სადმე მოყუჩულში:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
შენ ისეთი ნიჭიერა ხარ,ერთი მუზა გეყოლება სადმე მოყუჩულში:)

სადღაც კი მყავდა , მაგრამ ვეღარ ვიპოვნე, გაპარულა ისიც \"დეიოფზე\"=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ…...და არ მჯერა,არ მჯერა რომ ეს მოხდა,იცი?წლები გავა,შეიცვლება ცხოვრება,შევიცვლები მეც და ყველაფერი შეიცვლება გარდა წარსულისა,მოწყენილი გავყურებ წარსულის ჰორიზონტს და ცრემლებით ვახვევ ფიქრის გორგალს,და არ მჯერა,ნუთუ ეს მოხდა? ნუთუ შეიზლება ადამიანი გიყვარდეს და ის უეცარმა სასტიკმა სიკვდილმა წაგართვას.მე მაინც არ მჯერა რომ სიყვარულს ოდესმე სიკვდილი სძლევს,არ ვიცი რა გითხრა,სულ დავიბენი,მე არც პოეტი ვარ და არც გენიოსი,უბრალოდ მე ის ადამიანი ვარ ვისაც უკვე აღარაფრის სჯერა,აღარც ბედნიერების,აღარც წარსულის და აღარც მომავლის.იქნებ ტყუილია სუყველაფერი,იქნებ სიყალბეა სუყველაფერი,იქნებ ეს ცხოვრებაც სიყალბეა.....ო,ღმერთო ერთო!!!!მაპატიე ეს სიტყვები ტუ კი რაიმეს ვცოდავ,მაგრამ მე ხომ უკვე აღარაფრის მჯერა.
ვერ ვიჯერებ ამ მწარე რეალობას,შენი თავი ხომ დაუნდობელამა განგებამ წამართვა.სული მეყინება და გული მიკვდება როცა მახსენდება რომ შენ ჩემტან არა ხარ და ცის კაბადონიდან დამნათიხარ,შენი სიყვარულით სავსე თვალებით.გაოგნებული გავყურებ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს რადგან მჯერა რომ შენ მიცქერ შორიდან,ესე უფრო ახლოს მეგულები ჩემთან.არასოდეს მყვარებია ღამე ესე ვარსკვლავების ცქერა ეხლა კი,მხოლოდ ცა,ვარსკვლავები,ტაძარი,ლოცვები და მე და შენ......გახსოვს?ოცნების დედოფალს რომ მეძახდი?როცა ვიხსენებ იმ გარდასულ დღეებს მეც ლამის ცხოვრებაზე ხელი ავიოღო,მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ვყოფილვარ,მე ხომ მუდამ უშენობის მეშინოდა,არასოდეს მავიწყდება შენი სიტყვები,მე ვერაფერი მომკლავს და მომერევა უშენობის გარდაოოოო,ეხ რა მძიმე განაჩენია ეს სუყველაფერი.რატომ?ჩვენ ხომ ერთმანეთს სულები ვაჩუქეთ,ჰაერი,დედამიწა,ცხოვრება,ნუთუ ესე წახვედი უჩემოდ და მიმატოვე,რატომ?მე ხომ უზომოდ მენატრებიიი.....მენატრება შენი ლამაზი თვალების ცქერა,მენატრება შენი ბაგეები,მუდამ მომღიმარი და მუდამ სითბოს მფრქვეველი,რომელთაც არასოდეს დასცდენიათ რაიმე საყვედურის მსგავსი.ძალიან ძნელია უშენობა,ვებრზვი ამ მძიმე განაჩენს და ავერ ვუმკლავდები,იქნებ რაიმე შევცოდე და მიტომ წამართვა შენი თავი დაუნდობელამ განგებამ.მაგრამ,სიყვარული ხომ ცოდვა არაა,თუ კი ცოდვაა,ღმერთმა და ქვეყანამ იცოდეს,სხვა ბრალი არ მიმიძღვის.არ ვიცი რა გითხრა,ფიქრისაც კი მეშინია,რადგან შენ ჩემთან არა ხარ და უნდა დავიჯერო რომ ეს სასტიკი რეალობაა.მე მუდამ შენი სულისათვის ვილოცებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
ნინიკარა :( =sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
სოსოიას რუსო. შენი სახელი ;რომ დავინახე;პენ-მარათონში. გამეხარდა რომ რაგაც დაცერატკო. სადახარ ველოდებით შენებურ ჩანაცერებს. გკოცნი ლიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ
რაღაცა არაადამიანური, არაბუნებრივი ჩურჩული გავიგონე, დავძაბე ყურადღება, მოვავლე თვალი ოთახს მაგრამ ვერავინ დავლანდე,. არაფერი უჩვეულო. დიალოგი ჩურჩულის ფარგლებში ისევ გრძელდებოდა. ვეცადე რაღაცა ფრაზები მაინც დამეჭირა…

-საიდან მოდიხარ????
-დიდი გზა გამოვიარე, გადავდიოდი ხელიდან ხელში, ერთი კვირაა გზაში ვარ, დავიღალე.
-მერე? რა ამბავი მოიტანე???
-მგონი არც ისე კარგი, მეც ვერაფერი გავიგე, არც ღიმილი ქონდა სახეზე წერისას და არც ცრემლები, ისე იყო, სადღაც შუაში
-მდაააა, ესეიგი არაა სიახლე, ცუდია.
-რა სიახლეს ელოდები შენ???????
-ნებისმიერს, ოღონდ გამომეტყველება შეეცვალოს, მოიშოროს ეს არაფრის მთქმელი მიმიკა სახეზე, სულ ერთი და იგივე, კაცო, იცი რა არ მესმის ამ ხალხის???? რა და, რატომ არ უნდა მიწეროს კაცმა კაცს ისეთი წერილი, რომ ამ უკანასკნელს არ გაეღიმოს მაინც??????
-ეეეე, ჩემ გემოზე რომ იყოს, ისეთ ფრაზებს გავაშანშალებდი, მარა არც ფიზიკური შესაძლებლობა მაქვს მაგისი და არც იურიდიული
-აბა მე რა შემიძლია???? როგორც მოესურვებად ისე მაბზრიალებენ, აგერ ხარ შენ და არც მე მივდივარ სადმე, აგი ულვაში გამპარსე თუ მასე არ მოხდეს, ფიქრობს ახლა მგონი ჯერ…
-არადა როგორ ელოდება ის, მთელი ღამე წერდა, არც მან მოხუჭა თვალი და არც მე მაცალა. დაწერდა და მერე გადახაზავდა, მერე ისევ დაწერდა. იცი რას ვფიქრობ, რას და, მგონი ისიც ვერ უნდა იყოს კარგად. ეჰ მე კიდევ მადლობა მაქვს მოსახდელი ურნაში რომ არ ამოვყავი თავი
-აბააა, აგერ მიიხედე, სავსეა ურნა! სულ გაუხსნელი წერილებია შიგ, ბედი გქონია ძმაო შენ
-ღმერთით, ერთი ამან ისეთი სიტყვები დაწეროს, ისეთი სიტყვები რომ სულ ღიღინღიღინით გავუყვე გზას, ან სანამ ბოლოს წერტილს დასვამს, ერთი გულიანად გაიღიმოს და საკმარისია. ღმერთით, ღმერთით…
-ამინ ძმაო

ეს სიტყვები გავარჩიე და სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მივწვდი ურნას და ის წაუკითხავი წერილები გადავიკითხე, კალამიც ღიმილნარევი სითამამით ავათამაშე, წერტილიც დავსვი და მადლიანათაც გავიღიმე ბოლოს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
კაია სოსოიას რუსო,მალადეც!=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts479
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცას მტრედის ფერი დაედო.როგორც იქნა გაილია ეს უსასრულო და ჯოჯოხეთური ღამეც,მაგრამ ახლა შიში მიპყრობს რას მომიტანს დღევანდელი დღე?
-ხომ არ იქნება ისეთი მტანჯველი როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ.
-არა ასე გაგრძელება მეტი აღარ შეიძლება.
-აი მზის პირველი სხივიც გამოჩნდა, იმედის მომცემი ,სიცოცხლის სურვილის და ხალისის მომცემი.
-ამ სილამაზის აღთქმა მამშვიდებს და იმედს მაძლევს რომ დღეს რაღაც შეიცვლება, მაგრამ რა?
-იქნებ ამ სილამაზის გაგრძელება შენ იკისრო, გამოჩნდე რათა უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახადო ცხოვრება.ბოლო მოუღო ლოდინს, ეჭვს, დარდს ,უსასრულო ფიქრს.იქნებ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა წარსულს და მომავალზე იფიქრო.იფიქრო ჩემზე და საკუთარ თავზე?
-აი მზეც ამოვიდა. გათენდა. სადა ხარ,რას ფიქრობ,გადმოდგი ნაბიჯი ჩემსკენ მე გელი.
-მოდი, მოდი, მოდი მე შენ გ ე ლ ი ი ი !

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე, მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით, ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ.რა საოცრაებაა, არა?! ათასი დარდი, ათასი ოხვრა,ათასი ტკივილი და კიდევ რა ჩამოთვლის რამდენი რამ ასე ერთადაა თავმოყრილი ამ წერილებში.ზოგი ისეთი მხიარულია, სიცილისაგან ტირი, ზოგი ისეთი სევდიანია, დარდისაგან ტირი, ზოგი არაფრისმთქმელი, ზოგიც რაღაცისმთქმელი, ზოგი კი დიდი საიდუმლოს ფარდის ამხდელი.
\"და სანამ ახლა მე დამიშენდეთ საკუთარი სახიდან აგლესილ ტალახს,მანამ...\" \"ამაზრზენია თქვენი მოსმენა როდესაც ქართველობასა და კაცთმოყვარეობაზე დებთ თავს\"-სიტყვები დასაფიქრებელია, კარგად თქმულია,მაგრამ.....მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია ვინ იტყვის?
-ვუპასუხებ, ეხლავე ვუპასუხებ. თუმცა არა, რა აზრი აქვს, ერთხელ უკვე ვუპასუხე და რა?! ისევ ისე თავისას გაიძახის.ეგ ისეთია ვერაფერს შეაგნებინებ.ბრძენ ხალხს უთქვამთ \"გაღმით შეედავე და გამოღმით შეგრჩებაო\".ხოდა ესეც იქცევიან.ესეთები არიან, ნიღბებჩამოფარებული,სხვისი სახელით მოვაჭრეები, \"მაგარი გოგო-ბიჭები\". ხოდა წერონ, რამდენიც უნდათ წერონ.
კარგადაც დავიგრუზე, ნუთუ მხიარული წერილი არ შემხვდება?
აჰააა... ვიპოვე,შენ შემოგევლე ჩახუტებაში, სიხარულში, სიყვარულში \"გურულები დგეს ასე მიგაცკვეტ.ცავედი ხვალამდე. აბა გაკოცებტ ბევრს.მხიარული დილა გაგვტენებოდეს\" \"კარგია.მიკვარს ყველა რომ აქედან ჯორაობტ. მეც ხსირად გავიგებ ტკვენ ამბებს და პაპა კოლაც\"-ეს რა კარგი წერილები ამოვაძვრინე!..ეხლა გავერთობი. ა კიდევ კაცი, მიდი-მოდის რა....ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს. ფოცხვერია ბიჭიც აქაა, მეთევზეც და პირატიც, ღიმილიანი გოგოებიც კი და სასიხარულოც მართლა ბევრია. ჩემი წერილებიც აქაა. კი გაგზავნილები, მაგრამ მაინც აქაა, ასეა საჭირო და იმიტომ...
ეს რაღაა?!....
არა რა, ბოლომდე ხომ არ გასიამოვნებენ, ისევ დავიძაბე,ეს რა გამოცანაა? თუ არა, თავსატეხი. თავგზა ამერია. ფიქრები უკვე ყველგან გადარბიან, ყოველ წერილზე, ყოველ ავტორზე. ვინ-ვინაა?! ვინ-ვინაა?! ზოგი გაორებული, ზოგი გასამებული. ზოგი არაფრისმთქმელი, ზოგი არაფრისმქნელი. ზოგი ბედნიერი და ბევრი უბედური,მაინც მხიარული, ზოგჯერ დარდიანი.და ეს წერილები... ზღვა წერილები, ყველა ერთად თავმოყრილი, ამ მთვარიან ღამეს ჩემ წინ გადაშლილი, კი საოცრებაა, მართლა საოცრებაა, XX1-ე საუკუნის საოცრებაა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
პიკასო,შენ ხარ საოცრება და სასწაული=sher= =sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ახლი ვარ. მიმიგებთ?აკ კაიგოგოებია მითხრეს.აბა გაგიცნობთ მეც შეიძლება????=zer= კაი ბიჯი ვარ მე.მიმიგეთ თკვენ ძმათ.=zer= ვენაცვალე ქართველეს.=zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი