|
...ახლა ღამეა, და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე, მე ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ... მარტო ვარ ცხოვრების ოკეანეში...ტალღები მათამაშებენ და მეც ვეთამაშები, ხან ჩავყვები, ხანაც ავყვები და ასე,ცხოვრებაც მიდის... მერამდენე ფურცელი მოვახიე კალენდარს...მერამდენედ მოდის გაზაფხული...უშენოდ.. ..-მიყვარს შენი თვალები. -? -ზღვასავით უძიროა და შენსავით ცვალებადი. -? -მარტივით გეცვლება ხასიათი და ამას არასოდეს არ მალავ, თამაში არ გიყვარს, ამიტომაც მიყვარხარ. -იმიტომ რომ თამაში არ მიყვარს??? -იმიტომ რომ ის ხარ ვინც ხარ და არაფერი მეტი. -არ მოგწყინდა თამაშის გარეშე? -სულელო, რა მომაწყენს შენთან?... ...სანთლები ნელ-ნელა იღვენთებიან...ოთახი სავსეა ვნებით და შენი სურნელით...შენი სხეული...ვნებიანი შენი ტუჩები... ჩვენი გრძნობების აპოგეა, ვნებების ღრეობა...მერე სიჩუმე...შენი მოცახცახე სხეული,დამფრთხალი თვალები...კუთხეში მიგდებული დასჯილი გრძნობა... -ნანობ? -? -ნუ მიყურებ ასე სულელო,მითხარი რომ არ ნანობ... -მეშინია.. -რისი? -შენი დაკარგვის... -პატარავ, რას ამბობ?-და ისევ შენი ვნებიანი ტუჩები-მე ვერ დამკარგავ,იმიტომ რომ მე შენ ვარ,სადაც იქნები- მეც იქ ვიქნები, რასაც იფიქრებ-ის ჩემი ფიქრიც იქნება,რაც მოგინდება-ის ჩემი სურვილიც იქნება...რატომ ტირიხარ?ნანობ? მითხარი რომ არა... -არა,არ ვნანობ, მიხარია...ჩემი სიყვარული რომ გქვია ის მიხარია, შენს თვალებში რომ ჩემს თავს ვხედავ ,ის მიხარია, შენს მკერდზე რომ თავი მიდევს და შენი გულისცემას ვუსმენ ის მიხარია, ჩვენ რომ ერთნი ვართ ის მიხარია... ...ჩიტების ჟრიამულმა გამაღვიძა. გაზაფხულის ლამაზი მზის სხივები ლიცლიცებდნენ ჩვენს ფანჯარაზე.ვიცი რომ შენც გღვიძავს , მაგრამ გატრუნული ხარ, ჩემზე მოკრული და გატრუნული. დახუჭულ თვალებზე გკოცნი-დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო.შენ მიღიმი და თვალებს ახელ-ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ, სიზმარშიც შენთან ერთად ვიყავი... ...-დარასელი-გიორგობიანი-მომესმა უკნიდან. სწრაფად შევტრიალდი და კი არ წავედი გავიქეცი.სამშობიაროს კარებიდან ბებიაქალი მიღიმოდა,-გილოცავთ, ულამაზესი გოგონა შეგეძინათ, ღმართმა გაგიზარდოთ. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი-ვიცინოდი, ვტიროდი, ყველას ვეხვეოდი. მერე ბიჭებმა შამპანურები გახსნეს,..მერე რესტორანი..ვერ მოვისვენე, გამოვიპარე და შენ და ბავშვი ჩუმად გნახეთ. როგორი ლამაზი იყავი...დაღლილი, მაგრამ მშვენიერი.. ორივე ვტიროდით...ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მეჭირა ხელში და უბედნიერესი კაცი ვიყავი... ...-ანასტასიას შენ მიაკითხე წამოსაყვანად,მე ვერ ვახერხებ. -კარგი სიხარულო, სამსახურში ხარ? ხომ მშვიდობაა? -ბევრი საქმე მაქვს... ...-შეგიძლია ბავშვი გამოიყვანო? მე ვერ ვასწრებ. -OK.არ ინერვიულო. სამსახურში ხარ? -ხო, ბევრი საქმე მაქვს... ..-დამაგვიანდება და არ ინერვიულო. -სად ხარ? -თიკოსთან მივდივარ. -რა ხდება? -არაფერი ისეთი,\"დევჩატნიკი\" აქვს. -დამირეკე რომ წამოხვალ... ..-თიკო,მე ვარ, როგორა ხარ? -ვაუ, სიძე?!შენ როგორა ხარ? ასე უნდა მიწის მოყრა?! სად დაიკარგეთ შენ და შენი ცოლი?გაწყენინეთ რამე? -კარგი, მორჩი ქოთქოთს,ხომ გამოგიგზავნე ჩემი ცოლი? -? უნდა მოსულიყო?? -ხო,არ მოსულა? ალბათ შემეშალა, რაღაც ვერ გავიგე, გაკოცე. -მობილზე დაურეკე. -გათიშული აქვს.OK.გკოცნი... ...ეჭვი...მაინც რამხელა ყოფილა ეს ეჭვის ჭია და საშინელი, რომ დაგივლის თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილამდე ყველა ნერვს გამოჰკრავს საშინელ კლანჭს და შენც ეჭვის სიმფონიად იქცევი... ..-კარგი დრო გაატარეთ?! -კი, ძალიან..ბავშვმა ადვილად დაიძინა? -ხო, იმხიარულეთ? -კი , ბევრი..აბაზანაში შევალ.. -შენი ფერი არ მომწონს, კარგად ხარ? -კი , მშვენივრად...გიყურებდი, როგორ იშრობდი თმებს და ისევ ეჭვის ჭია უკრავდა სიმფონიას ჩემს ნერვებზე.შემოტრიალდი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, სევდა მიმზერდა შენი ლურჯი თვალებიდან,სადღაც გამქრალიყვნენ ეშმაკუნები. -რა მოგივიდა? ვეღარ გცნობ. -უბრალოდ გადავიღალე. დავიძინოთ რა, საშინლად მეძინება.... ...ხმაურმა გამაღვიძა. შენ ლოგინში არ იყავი. დაგიძახე, არ მიპასუხე. ბავშვთან შევიხედე-ეძინა.აბაზანიდან გამოდიოდა შუქი.კარი გამოვაღე... -მიშველეთ, ჩქარა, ცუდათაა, ჩქარა , გემუდარებით..-მეზობლის კარი კინაღამ ჩამოვიღე.. -ნუ გეშინია სიხარულო, მე შენთან ვარ, აქა ვარ, ნუ გეშინია... ცრემლები ღაპაღუპით მოგდიოდა, მაგრამ ხმას არ იღებდი... ..-კარგს ვერაფერს გეტყვით.მეოთხე სტადიაა, ყველგან მეტასტაზებია, თვითონაც იცის,უკვე 10 ქიმია გავუკეთეთ,ძალიან ვწუხვარ, დააგვიანეთ. მაპატიეთ, სანუგეშოს რომ ვერაფერს გეუბნებით... ...ა რ ააააააა...ეს სიზმარია, ცუდი სიზმარი,ახლავე ლოყაზე ვიჩქმიტავ და გამეღვიძება. სიზმარიააააა...არა ,ეს არ შეიძლება,არა. ...მაპატიე , სიყვარულო, მაპატიე რომ დაგიმალე,.აკი, შენ არ იძახდი თამაში არ შეგიძლიაო? შემძლებია , თანაც მაგრად... მაპატიე, ჩემს ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს და მაინცადამაინც შენი მოტყუება მომიწია...მიყვარხარ სიგიჟემდე, იმაზე ძლიერად, ვიდრე იმ გაზაფხულის ლამაზ საღამოს მიყვარდი,..მაპატიე, რომ მარტო გტოვებთ,მაპატიე...მე ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები, იქიდან ვილოცებ თქვენთვის,ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანისთვის და დაგელოდებით, როცა დრო მოვა ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. გჯეროდეს, სიყვარული მარადიულია, ის არასოდეს არ კვდება..შენი იმედი მქონდა მთელი ცხოვრება და ახლა მითუმეტეს,ვიცი , რომ ძლიერი ხარ, ანასტასიას მიმიხედე,ძალიან პატარაა,აღარ ვემახსოვრები,გემუდარები არ დაავიწყო ჩემი თავი, უთხარი, როგორ ძლიერად მიყვარდა, მოუყევი ჩვენი სიყვარულის ამბავი ...მაპატიე, ასე მარტოს რომ გტოვებ,..მიყვარხარ..მარტო ამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყანაზე,თუნდაც ასეთი ცოტა ხნით,რომ შენ მყვარებოდი და ანასტასია მეჩუქებინა შენთვის... ...შენი საყვარელი იები...უამრავი ცრემლი და ყვავილი...შენი უსიცოცხლო სხეული...ღმერთო!რა ცოდვა მაქვს ამისთანა,ღმერთო?! რ ი ს თ ვ ი ს ???? მაპატიე,ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მაპატიე რომ შენში ეჭვი შევიტანე, მაპატიე, რომ შემოვუშვი ჩემსი ეჭვის ჭია. მაპატიე, რომ გპირდებოდი,მე მუდამ შენთან ვიქნები,იმიტომ რომ მე შენ ვარ მეთქი, და ვერ ვასრულებ ჩემს დანაპირებს -ანასტასიას რა ვუყო, თორემ მე ამქვეყნად აღარაფერი დამრჩენია... . ..ხვალ, ანუ უკვე დღეს, ანასტასიას ქორწილია,.. ვიცი რომ გიხარია.ისეთივე შეყვარებული თვალები აქვს,როგორიც შენ გქონდა.ძალიან დაგემზგავსა, შენსავით ეცვლება თვალების ფერი და მარტივით ხასიათი აქვს.ყოველდღე შენზე მეკითხება რაღაცეებს, დედა ამას როგორ იტყოდა?, დედა ამას როგორ გააკეტებდა?.. ...არავინ იცის მერამდენე ღამე დამათენდა თავზე შენთან ლაპარაკში...6574 შენთვის დაწერილი და შენგან წაუკითხავი წერილი დევს ჩემს მაგიდაზე.. ...უკვე გათენდა, ღამით დაღლილი ვარსკვლავი გაჰყვა მთვარეს ლოგინში, კვლავ ჩემთვის ვზივარ ჩუმად, მოწყენით, თეთრად დამთოვა მე შენს ლოდინში...
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს...
|