↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად;
ბრიყვთათვის, გამჭრიახობის, ყრმათათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიანშენს შეცთენას, არ დაჰყვე მათ ნებას.
თუ გეტყვიან:წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავისაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
შავეთვივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოთ განწირულთა მსგავსადო;
მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას,_
შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადრაჯებულან.
ასეთია გზა ყოველი მძრაცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭესთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას;
როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი საქმიანობით?
როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს:აჰა, გადმოგღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
ვინაიდან მე გეძახით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.
უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ , ძებნას დამიწყებენ და ვერ მომძებნიან,
რაკი შეიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ აირჩიეს,
არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
რადგან დაღუპვას ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
... რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
ყური რომ გქონდეს სიბრძნისკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებსა გააღვიძებდე.
რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას.
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგნ არის ცოდნა და შეგნება,
მასთან არის მართალთა შEწევნა, ის არის ფარი უმწიკლოთათვის,
იცავს სამართალის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა _ ყოველი კეთილი საქმე.
თუ სიბრძნე შევიდა შEნს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისგან,
სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომელებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისაგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა, რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მამართული.
იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
რადგან ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა...დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯამრთელობას შეგძენენ...მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე...წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში...ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას...შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს...ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ , უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.... ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისთვის. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და შენი მოსვლის პირველმოწეული ნაყოფით...ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახელები... უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ..რადგან ვინც უყვარს იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. .. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიზინა!...რადგან მისი სეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი _ ხალას ოქროს...მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას... მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა... მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმართლეა...იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება, ნეტარნი არიან მისი მფლობელნი... უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა გონიერებით განამტკიცა ცამყარი.... შვილო, ნუ მოაშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი... ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის. მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ... დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.... არ შეგაკრთოს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან როცა მოვა...რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს... ნუ დაუკავებ ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება... ნუ ეტყვი შენს ახლობელს; წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.... ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს; ტოცა ის იმედიანად ცხოვრობს შენს გვერდით. ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის... ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას, რადგან სიბილწეა უფლისთვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი. .... დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
თავი მეოთხე
რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.
რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანაინატრი/
მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა ;მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიხმარე და იცოცხლებო.
შეიძინე სიბრძნე ,შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.
არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
დააფასე იგი და აგამაღლებს:პატივს შეგმატებს,თუ გულში ჩაიკრავო.
ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
ისმინე შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის,სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
გაივლი ნაბიჯი არ დაგიმოკლდება: გაიქცევი არ წაიფორხილებ.
ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ;დამარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე.
ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი უფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ.
მართალთა გზა დილის ნათელივითაა:უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
შვილო , შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.
რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯამრთელობა.
შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.
პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.
გამართე ნაბიჯები და მთკიცე იქნება შEნი სავალი.
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე

თავი მეხუთე

ჩემო შვილო , ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენმა მაგეებმა.
რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება,ორლესული მახვილივით გაფხავდება;
მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები..
ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზა-კვალი, არ იცის სად მიდის.
ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:
შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები _ დაუნდობელს,
რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახული _ მტრის სახლში.
ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!
არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!
სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე _ წყლის ნაკადები.
მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,
კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.
მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
რატომ გაბრუებს, შვილო სხვა ქალი და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.
საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება
ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4 posts ] 
დესპანი