↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქართველოში ალბათ უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს. ძალიან მომენატრა სამშობლო და ვუძღვნი ამ ლექსს.
გაზაფხული სურათია,ტვალწარმტაცი,მომხიბვლელი.
იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ ველი.
ღიღილო და ვარდკაჭაჭა თავს უხრიან ერთურთს ნაზად,
მრავალფერა ყვავილები,გეფინება ფიანდაზად.

აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს, ბუდეს აგებს თანდათანა,
იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ გაუმართავთ განდა-განა,
განდა-განი, განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი,
ეს ფერხული, ჟრიამული, ნეტავ გასტანს დიდი ხანი?

ატმებსა და ტყემლის კვირტებს დაებერათ მსხვილი ცური,
ალმურ ასდით ბროწეულებს,- ეკიდებათ სიყვარული.
ჯეჯილმა კი როგორც იქნა ამოხეთქა მიწის გული,
და დაჰფარა თვის სიმწვანით, ტრაქტორების სწორი ხნული.

ათას ფერთა ჰარმონია, ჩიტუნების მაჟორ გამა,
თუ გსმენიათ, ან გინახავთ ამ სურათის მსგავსი განა?
ნაკადულმა გადმოხეთქა, დიდ მდინარედ გადაიქცა,
ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,და გუგუნებს თავად მიწა.

მინდორ ველი გადაივსო, ოთხფეხით და ფრინველ-მწერით,
ბალახებში დაფაჩუნებს,-მსუქანი და დიდი მწყერი.
მხიარულად დაღიღინებს საამური სიო ნელი,
რძიან ბალახს ეტანება, პირუტყვი თუ საქონელი.

მზე მაცდურად იღიმება
და იმედით ჩქროლავს გული,
ასეთია ვინც არ იცით
საქართველოს გაზაფხული.

თუ მოგეწონებათ მერე კიდევ მოგაწვდით სხვა ლექსებს ჩემო დესპანელებო!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო დესპანელებო მე ჯერ ახალბედა დესპანელი ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. ძალიან მიმწყინდა მოსკოვში უმეგობროდ ყოფნა. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი გულის კარები ღიადაა სამეგობროდ და სამეზობლოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
mana მომეწონა ძალიან, ეს ლექსი რუსებს წაუკითხე ხმამაღლა და გამოთქმით, თუგინდა ქართულად წაუკითხე:side:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
ისევ დავთვრები ტირიფის ძირში,
შენზე ფიქრები რომ მომაწვება,
ერთად ვიტირებთ მე და ტირიფი
როცა ტირილი მომენატრება.

ისიც იცრემლებს დაღონებული,
თან ცრემლებს მომწმენდს გრძელი თითებით,
მის ჩრდილში სიო არ შემეხება
და დიდხანს , დიდხანს ,მასთან ვიქნები.

ორნი ვიტირებთ მე და ტირიფი,
მე სიყვარულით, შენზე ოცნებით,
ტირიფის მკლავი შემომეხვევა
სიო დაბერავს გასაოცები.

და თუ ტირიფი თავდახრილი დგას
რომ სიყვარული არ შეუძლია.
მე კი ვიტირებ დაუსრულებლად
შენ რომ ნუგეში არ შეგიძლია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა ხანია მე და მთვარე უბრადა ვართ ერტმანეთში,
ნაკადული სარკედ ჰქონდა უმოწყალო სიბნელეში.
რა ვიცოდი რომ ნაკადულს მთვარე სარკედ იყენებდა,
მთელი ღამე მას უცქერდა როცა ჩაეძინებოდა.

მე კი ღამით ნაკადულთან იებს ვესაუბრებოდი,
მასვე დავეწაფებოდი, როცა გადავიღლებოდი.
მთვარემ წარბი შეიხარა რომ შეირხა წყლის ტალღები
და იმ დღიდან მე და მთვარე უბრადა ვართ ერთმანეთში.

ბედისწერად იმ საღამოს მთვარე სტუმრად მიდიოდა,
გამიბრაზდა რადგან თურმე თმები დასავარცხნი ჰქონდა
ისევ რომ დასძინებოდა მე ნაკადულს ვუმღეროდი,
და თან მთვარის ციურ ბუტბუტს მთელი ღამე ყურს ვუგდებდი.

ნაკადულიც ფხიზლად იყო ძილი სულ არ მოერია
და მთვარის შუქს განთიადზე მზის სხივები შეერია
მტვარემ ზურგი შემაქცია და წავიდა გაწეწილი
ბუნებამაც გაიღვიძა ახმაურდა ყველაფერი.

მთვარე ვეღარ შევირიგე, ველოდები დაღამებას.
თუ მაკოცებს , მაპატიებს, მოგიყვებით შერიგებას.

1987

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
...................................

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
Davinchi wrote:
ციტატა:
...................................

უკაცრავად ადმინ, ეს პროექტი რატო ჩავარდა?
რამდენი პოეტი გვყოლია დესპანზე და რა ხდება? =tavfx=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
არ უნდოდათ სურპრიზი ალბათ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
რადგან ეგრეა, გამარჯვებულად ლეონარდო გამოცხადდა და სურპრიზიც თქვენთან დარჩა.=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts26
კარმა1
OFFLINEPROFILE
რახდება? მეც მინდა სურპრიზი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით პრიზი ეკუთვნის მანანა ფრუიძეს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
axmed kaia wrote:
ციტატა:
რახდება? მეც მინდა სურპრიზი.

ფეხისაწევით რომ გველაპარაკები,:) დაწერე ლექსი და სურპრიზიც იქნება.
ისე შემოსვლას თუ ლექსით დაიწყებ ძაან მაგარი იქნები. აბა ჰე.
არ გაგვიმტყუნო იმედები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts26
კარმა1
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
ჩემი აზრით პრიზი ეკუთვნის მანანა ფრუიძეს

მოვითხოვთ :) პრიზი მივცეთ მანანა ფრუიზეს და მე კიდო ვოტ ტაკ.=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
ჩემი აზრით პრიზი ეკუთვნის მანანა ფრუიძეს

ჩემო მაკო წინააღმდეგობას არ გიწევ, მაგრამ ეხლა მე, ლეონარდო დავინჩი რომ ხატვაში შემეჯიბროს, ცოდო არ ვიქნები?=tavfx=

p.s. ლეონარდო დავინჩიში ადმინისტრაციას არ ვგულისხმობ :side:
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts26
კარმა1
OFFLINEPROFILE
ვახ ვახ ეს სად მოვხვდი ტო კაიკიე ნიჯიერი ლუდი ჰა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი