|
საქართველოში ალბათ უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს. ძალიან მომენატრა სამშობლო და ვუძღვნი ამ ლექსს. გაზაფხული სურათია,ტვალწარმტაცი,მომხიბვლელი. იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ ველი. ღიღილო და ვარდკაჭაჭა თავს უხრიან ერთურთს ნაზად, მრავალფერა ყვავილები,გეფინება ფიანდაზად.
აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს, ბუდეს აგებს თანდათანა, იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ გაუმართავთ განდა-განა, განდა-განი, განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი, ეს ფერხული, ჟრიამული, ნეტავ გასტანს დიდი ხანი?
ატმებსა და ტყემლის კვირტებს დაებერათ მსხვილი ცური, ალმურ ასდით ბროწეულებს,- ეკიდებათ სიყვარული. ჯეჯილმა კი როგორც იქნა ამოხეთქა მიწის გული, და დაჰფარა თვის სიმწვანით, ტრაქტორების სწორი ხნული.
ათას ფერთა ჰარმონია, ჩიტუნების მაჟორ გამა, თუ გსმენიათ, ან გინახავთ ამ სურათის მსგავსი განა? ნაკადულმა გადმოხეთქა, დიდ მდინარედ გადაიქცა, ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,და გუგუნებს თავად მიწა.
მინდორ ველი გადაივსო, ოთხფეხით და ფრინველ-მწერით, ბალახებში დაფაჩუნებს,-მსუქანი და დიდი მწყერი. მხიარულად დაღიღინებს საამური სიო ნელი, რძიან ბალახს ეტანება, პირუტყვი თუ საქონელი.
მზე მაცდურად იღიმება და იმედით ჩქროლავს გული, ასეთია ვინც არ იცით საქართველოს გაზაფხული.
თუ მოგეწონებათ მერე კიდევ მოგაწვდით სხვა ლექსებს ჩემო დესპანელებო!!!!!!!!!
|