↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

1958

ჯ .ჩარკვიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ალბათ დაგკარგავ და ეს დღე ჩემთვის

აღუწერელი იქნება ენით,

ვიცოცხლებ შენთან შეხვედრის დარდით,

ლოდინით,თმენით,ტანჯვით,ვაებით...

ვერ დაგაბრუნებს ალბათ ვერასდროს,

უკანასკნელი დაქნევა ხელის...

კაცები მუდამ სადღაც მიდიან,

ქალი კი ზის და სასწაულს ელის,

ჩვეულებრივი იქნება ის დღე,

ჩვეულებრივზე უბრალოც იქნებ,

კაცისთვის ქალი ქალია მხოლოდ,

ქალი კი კაცში სასწაულს ეძებს\"

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ,
ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის,
ბატონო გალაქტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დამისახელეთ მეორე პოეტი?!

უცებ, ჭინკებით აევსო თვალი,
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
საქართველოში??- ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს,
სული ლოცვებში მოითენთება,
მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს.

ოცნებას აშლის ზედაზნის ზეცა,
მცხეთისკენ თვალის შენავარდება,
მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა,
ან სული უფალს რად არ ბარდება?

დიდი ცარგვალის ლურჯ იმედებში
სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს,
მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში
რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს?

რატომ ვერ ვხედავ მიმქრალ სახეებს,
მენელსაცხებლეს, ნიშის წინ დახრილს,
კდემით წართქმული წმინდა სახელი
რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს?

სული ლოცვებში მოითენთება,
მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს,
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცამეტი წლის ხარ
და შენი ტყვეა,
ჭაღარა გულის ზმანება ავი,
ჩააწყეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი.
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსის,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი...
ო, როგორ მიდის ახალგაზრდობა,
დაუნდობელი სურვილი ლომის,
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

დღეს ძაან ბავშვობაში დავბრუნდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
მჭვინვარე კაბა გიმხელს თეძოებს
და აზიდული მაღალი მკერდით
მოეფინები გაშლილ მდელოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი
გაკოცებს ხაო სიმინდის ყლორტის
და ატევრილი, სხეულმოზიანი
როგორც ავაზა შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს რომ დაგიურვოს
ვიცი და გატყობ შენი სხეული,
დატევრილია ჩემი სურვილით
წამოვიწევი შენ გავარდები გადალეწილი ლომის წყურვილით.
დაგედევნები, თეთრი მუხლები თითქოს კივიან
შენი ვარ შენი მოდი გევნები
მეც დაგეწევი და ცხელ წვივიანს აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში.
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად მწიფე მტევნები
მაგრამ თვალები, თვალები,თვალები.
უზღვევი ტალღა და სხივი ლუში.ათასი ქალი და ყველა მრუში
აშარა რომ ხარ კახპა და უნდო გწყურია ვაჟი უცხო და უნდო.
არა ხარ ჩემი არ ხარ არავის, თუმც არასოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე მოვგრეხ ნებას ყუაზე.ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისას
და შენი თმების მწითური მორგვით, მაგრად მოგაბავ ცხენის ძუაზე.
მაგრამ თვალები, თვალები, თვალები
ზოგჯერ უძირო მაგრამ ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასა.
თბილი და სველი ქვემეფინები, რომ გადავიქცეთ კვლავ ისევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომაფენ რიდეთ.
მეც გავბრუნდები ლახვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს იმ რობაქიძის
და მერე როგორც გასუდრულ მტევანს, გაგშოლტავ ლოშნით.

თუ სადმე შეცდომა დავუშვი იმედია მაპატიებთ :) :) დავბერდი აწი, მეხსიერება ცოტა მღალატობს ხოლმე, ხანდახან=lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საით მიილტვი, სულო, დაიცა,
სულო მბორგავო, შესდექ!
ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს,
უნდა ელოდო შემდეგს.

სულო, გასდიე სალი კლდის არწივს,
ლაჟვარდში შვება იცან,
ვარსკვლავთა წალკოტს ოცნებით ასწვდი
და ეამბორე მიწას.

აუწყვეტია კლდეთით პრომეთეს,
დამცხრალა მთებში ზვავი,
ადევნებიხარ ცაში კომეტებს
ზევსთან შეკრული ზავით.

სჭვრეტ მეუფებას ოქროს ტახტიანს,
მნათობთა ბადეს გაშლილს,
განგებას შენთვის დაურახტია
ცეცხლის მფრქვეველი რაში.

ჰა, გარიჟრაჟმა ცეცხლი დაგინთო,
აღდგომა კვირის დამდეგს,
ხამს, სინანულის ზღვაში ჩაყვინთო,
მოკვდი და მკვდრეთით აღსდექ!

რა უკვდავების ქნარით გვიგალობ,
ეს რა სამკვიდრო გერგო,
ბოროტებასთან შეურიგალო
მარადისობის ნერგო.

სად მიისწრაფი, სულო, დაიცა,
სულო მბორგავო, შესდექ!
წმინდა ლაჟვარდიც უნდა გაიცრას,
რომ მიემთხვიოს ედემს.

მერაბ კოსტავა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined22 Jan 2008
Posts65
კარმა50
OFFLINEPROFILE
xan ugnuri var, xan brZeni,
xan arc isa var, arc - isa!
garemoebis sayviri,
arc miwisa var arc - cisa.
nu mkicxav, mnaxo ugnurad,
nurc gaikvirveb brZnobasa:
sul sxva hyavs xelisufali
am Cems goneba-grZnobasa.
es guli, sarked qceuli,
bunebis naTavxedia;
mxolod mis saxes GgiCvenebT,
visac Sig Cauxedia;
enac mas ambobs, rac smenas
sxvisagan gaugonia,
an Tvals Wkuas unaxav an Wkuas
gauzom-auwonia!
Tqven rom gginivarT, is ar var,
Sxvebs ro hgoniaT, ac isa!
Suakaci var ubralod,

akaki wereTeli :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შენს კოცნაში დავილევი
და დაგიტოვებ დამშრალ ბაგეებს,
დანისლულ თვალებს ვერ შეველევი,
ვარ დავივიწყებ ბედნიერ წამებს.
თვალები, შენი სველი თვალები,
შენს სიამაყეს რომ ღალატობენ,
და მეორდება ისევ წამები
შენს ტუჩებს კოცნით რომ დაათრობენ.
მაგრამ , მე უცებ წავედი სადღაც,
დაგტოვე გრძნობით სავსე მორევში,
ძალიან დიდხანს ვიყავი უბრად,
ძალიან დიდხანს აღარ მოვედი...
ბოლოს, რომ ვეღარ შევძელი,
მუხლზე დავეცი, გავთავდი,
ვაი, რამდენ ხანს გელოდი,
სად, სად იყავი აქამდე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაი,შაგირცხვეს კაცობა,
მკვეხარავ,გულით ჯაბანო,
გაჰხურეთ ქალის ჩიქილა,
დაჰფარე მიწის საბანო.
რად გკიდავ ხმალი,ხანჯალი,
წადი,ჩაუჯექ ქსელასა,
ვაჟა-ფშაველა რომ შეგხვდეს
დაეფეროდი მელასა.
იარაღის ცდა დიაცდედ ვაჰ,
არ მამიდის ჭკვაშია,
თორო, როდესაც გნახავდი
დაგიქროლედბი მგლურადა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ცხოვრება რაა?
ხან ნატვრაა, ხან გაოცება.
ერთმანეთისთვის ვეღარ ვიცლით ფიქრის მონები,
გუშინდელი დღე დღევანდელზე იყო ოცნება,
ხვალ კი ვიცხოვრებთ დღევანდელი დღის მოგონებით...

მიხეილ ქვლივიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი