↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რა არის სამშობლოს სიყვარული?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
:p

ე.ი როცა ბავშვი იზრდება, აცნობიერებს მასზე მზრუნველ ადამიანებს და ჩნდება უპირველესად დედის სიყვარული.

მაგრამ ქვეყნის სიყვარულის შემეცნება როგორია? ეს არის მშობლების,საცხოვრებელი ადგილის,ნათესავების ,და ა, შ სიყვარულის ერთობლიობა თუ რა სახის სიყვარულია??

:smilie: ისე კი ცოტა უცნაურია.. მაგრამ ბავშვობაში როცა ვაჟა ფშაველას ერთი გენიალური მოთხრობა წავიკითხე, პირველად აღმოვაჩინე რომ საქართველო მიყვარდა, ოღონდაც ვაჟას მიხედვით აღწერილი ბუნება,ქვეყანა და არა რეალური გარემოს სიყვარული.
მას შემდეგ რათქმაუნდა შემეცვალა ფიქრები... თუმც კვლავაც მაინტერესებს ეს სიყვარული თითოეულ ადამიანში როგორ აღიქმება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მარიამ, ვაჟაზე მეც იგივე დამემართა, ოღონდ ცოტა განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ არარეალურია მისი გარემო, რომელსაც ის აღწერს, იცი? როდესაც ჩარგალში მის ადგილმამულზე ვიყავი ჩასული, მინდოდა ყველაფერს ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და არ დამიჯერებ და რამის ტირილი დავიწყე, იქ ვაჟა რომ არ დამხვდა, ეს ხდება სტუდენტობის დროს, ამ მწერალმა ისე სხვანაირად შემაყვარა ბუნება, რომ მერწმუნე რომ იაზე, ქუჩიზე , ხმელ წიფელზე უაზროდ შეყვარებული ვარ, ბავშობაში მივდიოდით ბავშვები ტყეში და გაზაფხულზე ენძერლაბს და ყოჩივარდებს ვკრეფდით, ეს ჩვეულება საერთოდ მოვშალე. ის კი არადა გარეთ რომ ყიდიან იმაზე ვბრაზდები, მგონია რომ მოსწყვიტავ მასაც სტკივა , თუმცა ბავშურია, მაგრამ ასეა.

საქართველოს სიყვარული , როგორ გითხრა, მე მაგალითად ისეთი ძლიერი მაქვს ეს სიყვარული,ვერ დავწერ სიმართლე გითხრა, ჩემებურად მიყვარს... მაგალითად, როცა ბორჯომში მივდივარ (წარმოშობით იქიდან ვარ) მთელი გზა ვეფერები გულში ,რაღაც სილამაზეს რომ დავინახავ, უკვე ბორჯომის ტერიტორიაზე რომ მივალ გული მიჩქარდება, სურვილი მაქვს ყველა ხეს ჩავეხუტო და კლდეებს ავეკრა.... ერთხელ ჩემმა მეგობარმა იცი რა გააკეთა, ზესტაფონში მივდიოდით და მანქანა გავაჩერეთ რაღაც ადგილი იყო არ მახსოვს, მაგრამ იქიყო 700 წლოვანი მუხები, იცი რა გააკეთა , მივიდა ამ მუხასთან და შემოეხვია, რა თქმაუნდა ვერ გაწვდებოდა და ნატრობდა ნეტა შემეძლოს ბოლომდე შემოვეხვიოო. ეს ჩემი საქართველოს ისტორიაააო...მოკლედ ყველა სხვანაირად გამოხატავს. მინდა კუთხე-კუთხე დავდიოდე და ხალხს ვეცნობოდე, ყველას ვესიყვარულებოდე, კიდით-კიდემდე მინდა შევიცნო საქართველო, სამწუხაროდ არ არის მაგის საშვალება და დრო, როცა მქონდა ძალიან ცოტა მოვასწარი და გული მტკივა, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ იმედი მაქვს როპმ ყველაფერს ვნახავ და ყველა კუთხის მიწაზე გავივლი, ეს სხვა განცდაა.შეყვარებულს რომ დაინახავ და გული გიჩქარდება, ასე მემართება ხოლმე , აი, თუნდაც როცა სამებაში მივდივარ წირვაზე კვირას, კი არ მივდივარ მივფრინავ, იქაურობა ძალიან მიყვარს...

არ ვიცი იცი? ეს ჩემი ემოციაა და სიყვარულზე ასე როგორ ვისაუბრო არ ვიცი, ვერ გამოვხატავ..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
Naba

:p ძალიან საინტერესო პოსტინგებს წერ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
სამშობლოს სიყვარული ყველგან თან გახლავს,არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ,სამშობლო როცა გიყვარს მყარად დგეხარ ფეხზე,ნამდვილი ადამიანი ხარ,გტკივა მისი სატკივარი და გიხარია მისი წინსვლა,საკუთარ ტკივილად აღიქვამ ყოველ მის ამოხვნეშებას.თუნდაც იმის თქმა რამდენად საამაყოა რომ ქართველი ხარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აი ესაა სამშობლოს სიყვარული:

ლილი ნუცუბიძე

სხვაგან არ მეძიოთ

მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მუხრან მაჭავარიანი

* * *

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
გენაცვალე ზვიგენ. ცჰემი უსაკვარლესი პოეტია მუხრან მაჯავარიანი. გალატიაო მაგვარი ფიკრი.--ვის სჰეუზლია ასე დაცეროს ტავის კვეკანაზე?რომელ ერს?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენი , მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო,
როგორ დავიჯერო
თავს არ შემოგევლოს1
იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო,-
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო..
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ- კახეთო,
მესხეთ- ჯავახეთო,
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.
დიდგორისა ველო,-
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო,
დღესაც გულის მკვლელო,
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო,-
სასოებავ ჩემო,-
რა ვქნა, რა გიშველო1
შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იცით გემო
როგორ დავიჯერო,-
თავს არ შემოგევლოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ი რ ე მ ს რ ა დ უ ყ ვ ა რ ს მ თ ი ს წ ყ ა რ ო ,

ვ ა ჟ კ ა ც ს ნ ა ლ ე ს ი ხ მ ა ლ ი ა ,

რ ა დ მ ი ყ ვ ა რ ს ჩ ე მ ი ს ა მ შ ო ბ ლ

გ ა ნ ა ე ს ს ა კ ი თ ხ ა ვ ი ა ????/?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined27 May 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
სამშობლო ის ფენომენია,რომელსაც შეუძლია ბოლომდე შეცნობის გარეშე დაგიპყროს.ის შენია,შენი ტკივილი და სიხარულია და ქართველი კაცისთვის ესაა მთავარი. ჩვენ ის თაობა ვართ(ჯერ კიდევ),რომელნიც აღვიზარდეთ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ მამულიშვილთა საოცარ მაგალითებზე. ამან თავისი შედეგი გამოიღო.ამიტომაა, რომ ( ვგრძნობ)თქვენც ცქმუტავთ,ბობოქრობთ,ბჭობთ,ვერ ისვენებთ....და ალბათ იმიტომ რომ უკან დაბრუნების სიხარულზე ფოქრობთ,იმიტომ რომ სამშობლო ჩვენი ფესვებია.ესაა სამშობლოს სიყვარული, ისაა სიყვარული \"კარგად\"რომ ხარ მაინც ცუდად ხარ..\"..უცხოობაში რაა სიამე...\" ვაი,რომ უცხოეთში დაბადებული ქართველები ამ გრძნობის დაუფლების გარეშე შეიძლება დარჩნენ. ეს ნამდვილად იქნებოდა უბედურება...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
ხან სერს ვამწვანებ, ხატყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება,-
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არმინახავს სხვა საოცრება.
ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრები,
სხვა ცაფირუზი მე არ მინახავს,
არ მომივლია უცხო ქვეყნები,
არც ოკეანე გადამილახავს,
თითქოს ბავშვი ვარ, თმა თეთრა ბავშვი,
თითქოს ვაზი ვარ, ჭიგოს ჩაკრული,
წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარში,
ხელმადლიანი კაცის ჩარგული,
ხან სერს ვამწვანებ ,ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება,
მაინც ამქვეყნად სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს ცხვა საოცრება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
გული რომ ფეთქავს საგულეს სისხლი
რომ მისჩქეფს ძარღვებში სული სპეტაკი
თანა გდევს სადაც არ წახვალ მარადის
სულ მუდამ თანა დაგყვება ალერსი
მისი მხურვალე გულში სანთელი გინთია
მარადი ჩაუმქრობალე წინაპართ ძახილი
გესმის სულისა გამაგმინარე სამშობლო
ჩვენებრ ლამაზი განა ვისა ქავს ცის კარზე
ყველა ღირსება რაც ჩვენ გვაქვს მისგან არს
წამომდინარე შოთა რუსთველის ქვეყნისა
შვილნი ვართ მოზიარენი თითეულ
ჩვენთაგანშია ვეფხის ტყაოსნის გმირები
ყოვლივ კეთილით შემკობილთ სიყვარული
გვაქვს ულევი სხვა ყველაფერზე მაღლა
დგას სიყვარულ საქართველოსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ერთხელ დავწერე და კიდევ დავწერ

ირემს რად უნდა ,მთის წყარო,

ვაჟკაცს ნალესი ხმალია,

რად მიყვარს , ჩემი სამშობლო,

განა ეს საკითხავია?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ნებისმიერ სიტყვას რასაც სიყვარული ახლავს, ახსნას ვერ ვპოულობ ხოლმე :)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 76 posts ] 
რა არის სამშობლოს სიყვარული?
დესპანი