|
მარიამ, ვაჟაზე მეც იგივე დამემართა, ოღონდ ცოტა განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ არარეალურია მისი გარემო, რომელსაც ის აღწერს, იცი? როდესაც ჩარგალში მის ადგილმამულზე ვიყავი ჩასული, მინდოდა ყველაფერს ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და არ დამიჯერებ და რამის ტირილი დავიწყე, იქ ვაჟა რომ არ დამხვდა, ეს ხდება სტუდენტობის დროს, ამ მწერალმა ისე სხვანაირად შემაყვარა ბუნება, რომ მერწმუნე რომ იაზე, ქუჩიზე , ხმელ წიფელზე უაზროდ შეყვარებული ვარ, ბავშობაში მივდიოდით ბავშვები ტყეში და გაზაფხულზე ენძერლაბს და ყოჩივარდებს ვკრეფდით, ეს ჩვეულება საერთოდ მოვშალე. ის კი არადა გარეთ რომ ყიდიან იმაზე ვბრაზდები, მგონია რომ მოსწყვიტავ მასაც სტკივა , თუმცა ბავშურია, მაგრამ ასეა.
საქართველოს სიყვარული , როგორ გითხრა, მე მაგალითად ისეთი ძლიერი მაქვს ეს სიყვარული,ვერ დავწერ სიმართლე გითხრა, ჩემებურად მიყვარს... მაგალითად, როცა ბორჯომში მივდივარ (წარმოშობით იქიდან ვარ) მთელი გზა ვეფერები გულში ,რაღაც სილამაზეს რომ დავინახავ, უკვე ბორჯომის ტერიტორიაზე რომ მივალ გული მიჩქარდება, სურვილი მაქვს ყველა ხეს ჩავეხუტო და კლდეებს ავეკრა.... ერთხელ ჩემმა მეგობარმა იცი რა გააკეთა, ზესტაფონში მივდიოდით და მანქანა გავაჩერეთ რაღაც ადგილი იყო არ მახსოვს, მაგრამ იქიყო 700 წლოვანი მუხები, იცი რა გააკეთა , მივიდა ამ მუხასთან და შემოეხვია, რა თქმაუნდა ვერ გაწვდებოდა და ნატრობდა ნეტა შემეძლოს ბოლომდე შემოვეხვიოო. ეს ჩემი საქართველოს ისტორიაააო...მოკლედ ყველა სხვანაირად გამოხატავს. მინდა კუთხე-კუთხე დავდიოდე და ხალხს ვეცნობოდე, ყველას ვესიყვარულებოდე, კიდით-კიდემდე მინდა შევიცნო საქართველო, სამწუხაროდ არ არის მაგის საშვალება და დრო, როცა მქონდა ძალიან ცოტა მოვასწარი და გული მტკივა, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ იმედი მაქვს როპმ ყველაფერს ვნახავ და ყველა კუთხის მიწაზე გავივლი, ეს სხვა განცდაა.შეყვარებულს რომ დაინახავ და გული გიჩქარდება, ასე მემართება ხოლმე , აი, თუნდაც როცა სამებაში მივდივარ წირვაზე კვირას, კი არ მივდივარ მივფრინავ, იქაურობა ძალიან მიყვარს...
არ ვიცი იცი? ეს ჩემი ემოციაა და სიყვარულზე ასე როგორ ვისაუბრო არ ვიცი, ვერ გამოვხატავ..
|