↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 7 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით მეგობრებო!!!

ამ განყოფილებაში შევეცდები მოგაწოდოთ ეკონომიკის და ბიზნესის თემატიკასთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია. მეორე მხრივ კი თქვენგანაც მოვითხოვ, რომ დაამატოთ თუ რამე იცით ახალი, საინტერესო და სენსაციური, რასაკვირველია ამ განყოფილებას უნდა შეესაბამებოდეს. შეიძლება კომენტარების გაკეთებაც. ასე რომ იაქტიურეთ!

გსურვებთ წარმატებებს!

მაშ ასე,დავიწყოთ.
:mmmm:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
რკინიგზა
XIX საუკუნის დასაწყისში გამოგონილმა ორთქმავალმა ეკონომიკის განვითარება განაპირობა. მსოფლიოში სიგრძის მიხედვით სარკინიგზო მაგისტრალების უმსხვილესი ქსელი ევროსაბჭოშია (221 500 კმ), ცოტათი ნაკლებია აშშ_ში, მაგრამ იქ რკინიგზას სამჯერ უფრო ეფექტურად იყენებენ, ვიდრე ევროპაში. რუსეთი 85 000 კმ_იანი რკინიგზით _ მესამე ადგილზეა.

ტელეგრაფი და ტელეფონი
აშშ_სა და ევროპას შორის პირველი სატელეგრაფო კაბელები 1850 წელს იქნა გაყვანილი. ინდოეთსა და ლონდონს შორის სატელეგრაფო შეტყობინება 1870 წელს დაიწყო. ტრანსატლანტიკური სატელეფონო ზარები ხელმისაწვდომი პირველად 1927 წელს გახდა, თავდაპირველად ეს რადიოტალღების საშუალებით ხდებოდა, სანამ 1956 წელს ოკეანეზე სატელეფონო კაბელი არ გაიყვანეს. ეხლა ეს კაბელები ემსახურება ნებისმიერი მონაცემების გადმოცემას _ კომპიუტერული პროგრამებიდან დაწყებული, ვიდეოკლიპებით დამთავრებული.

ექსპრეს_გადაზიდვები
ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ლონდონში წიგნი იყიდო ისე, რომ ეკატერინბურგში იმყოფებოდე და სამუშაო მაგიდიდან არ ადგე. მაგრამ საქონლის ექსპრეს_გადაზიდვების მომსახურების გარეშე ამის გაკეთებას აზრი არ ექნებოდა. ექსპრეს_გადაზიდვების ერთ_ერთი უმსხვილესი კომპანიაა ამერიკული ?UშP? ამ კომპანიაში დასაქმებულია 427 000 თანამშრომელი, 92 500 ავტომანქანა, 600 თვითმფრინავს ყოველდღიურად 15,5 მლნ ამანათი და საბუთი გადააქვს. დიდი საერთაშორისო რეიტინგი აქვს ასევე ევროპულ კომპანია DHL _ს და ამერიკულ კომპანია FedEX_ს. ისინი მსოფლიოს 220 ქვეყანას ემსახურებიან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ერთ_ერთი ყველაზე მდიდარი ინდოელი მუკეშ ამბანი (Mukesh Amban) 1 მლრდ დოლარად სახლს იშენებს, სადაც თავის ოჯახთან (დედასთან, ცოლთან და სამ შვილთან) და 600 მოსამსახურესთან ერთად აპირებს ცხოვრებას.
მილიარდელის ახალი საცხოვრებელი, რომელსაც მისტიკური კუნძულის სახელი _ "ანტილა" (Antilla) დაერქვა, 60_სართულიანი სახლის სიმაღლისა იქნება, მაგრამ მაღალი ჭერის გამო სახლი 27_სართულიანი გამოვა. 171 მეტრიანი შენობა ფინანსურ ცენტრ "მუმბაიში" აშენდება _ ვერტმფრენის დასაფრენი მოედნით, სპორტულ_გამაჯანსაღებელი ცენტრით და 6_სართულიანი ავტოპარკინგით.
შენობა 1738 ჰექტარზე მეტ ფართობზე აშენდება და გარედან დაკიდული ბაღებით გაფორმდება. ამჟამად ოჯახი 14_სართულიან სახლში ცხოვრობს ახალი საცხოვრებელი კი, მომავალი წლის ბოლოსთვის აშენდება.
50 წლის მუკეშ ამბანი ინდოეთში უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიის ხელმძღვანელია და მისი ქონება 7 მლრდ დოლარს აღემატება.
:cg:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
რა თანხას შეადგენს საქართველოს საგარეო ვალი
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1 მლრდ 735 მლნ 868 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 31 ივლისის მდგომარეობით, ეს მონაცემები 1 მლრდ 744 მლნ 377 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

საანაგრიშო პერიოდში საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანება 532 მლნ 761 ათასი აშშ დოლარია, მათ შორისაა: ავსტრია - 1,890 ათასი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 14,497 ათასი აშშ დოლარი; თურქმენეთი - 20,596 ათასი აშშ დოლარი; თურქეთი - 47,663 ათასი აშშ დოლარი; ირანი - 11,388 ათასი აშშ დოლარი; რუსეთი - 126,554 ათასი აშშ დოლარი; აშშ - 41,358 ათასი აშშ დოლარი; სომხეთი - 17,588 ათასი აშშ დოლარი; უზბეკეთი - 386 ათასი აშშ დოლარი; უკრაინა - 353 ათასი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 27,774 ათასი აშშ დოლარი; გერმანია - 156,433 ათასი აშშ დოლარი; იაპონია - 46,046 ათასი აშშ დოლარი; ქუვეითი - 14,355 ათასი აშშ დოლარი და ნიდერლანდები - 5,859 ათასი აშშ დოლარი.

ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოების გარდა, საქართველოს ვალი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართაც გააჩნია, რომელიც ჯამში 1 მლრდ 188 მლნ 547 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (მიმღები ეროვნული ბანკი) - 229 მლნ 501 ათასი აშშ დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია - 846 მლნ 151 ათასი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - 10 მლნ 658 ათასი აშშ დოლარი; ევროგაერთიანება - 78 მლნ 401 ათასი აშშ დოლარი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 23 მლნ 837 ათასი აშშ დოლარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტის მოცულობა, 31 აგვისტოს მდგომარეობით, 14 მლნ 560 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 10 მლნ 509 ათასი აშშ დოლარი; გერმანია - 4 მლნ 050 ათასი აშშ დოლარი.

“ინტერპრესნიუსი” :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Dec 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა რააა. ზოგი მართლა ვერაააა =dk=
ფული გქონდეს და ეგეთ უაზრობებში ხარჯავდეეეეეეე და ამ დროს შენს მეზობელს შიოდეს, წყუროდეს, ავადმყოფობისგან იტანჯებოდეს
აუუ, უნდა გაგიჯდე რაა =fiqri=
ვერ ვიტან ეგეთ ადამიანეებს =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
[

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 7 posts ] 
დესპანი