|
რა თანხას შეადგენს საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1 მლრდ 735 მლნ 868 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 31 ივლისის მდგომარეობით, ეს მონაცემები 1 მლრდ 744 მლნ 377 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
საანაგრიშო პერიოდში საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანება 532 მლნ 761 ათასი აშშ დოლარია, მათ შორისაა: ავსტრია - 1,890 ათასი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 14,497 ათასი აშშ დოლარი; თურქმენეთი - 20,596 ათასი აშშ დოლარი; თურქეთი - 47,663 ათასი აშშ დოლარი; ირანი - 11,388 ათასი აშშ დოლარი; რუსეთი - 126,554 ათასი აშშ დოლარი; აშშ - 41,358 ათასი აშშ დოლარი; სომხეთი - 17,588 ათასი აშშ დოლარი; უზბეკეთი - 386 ათასი აშშ დოლარი; უკრაინა - 353 ათასი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 27,774 ათასი აშშ დოლარი; გერმანია - 156,433 ათასი აშშ დოლარი; იაპონია - 46,046 ათასი აშშ დოლარი; ქუვეითი - 14,355 ათასი აშშ დოლარი და ნიდერლანდები - 5,859 ათასი აშშ დოლარი.
ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოების გარდა, საქართველოს ვალი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართაც გააჩნია, რომელიც ჯამში 1 მლრდ 188 მლნ 547 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (მიმღები ეროვნული ბანკი) - 229 მლნ 501 ათასი აშშ დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია - 846 მლნ 151 ათასი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - 10 მლნ 658 ათასი აშშ დოლარი; ევროგაერთიანება - 78 მლნ 401 ათასი აშშ დოლარი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 23 მლნ 837 ათასი აშშ დოლარი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტის მოცულობა, 31 აგვისტოს მდგომარეობით, 14 მლნ 560 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 10 მლნ 509 ათასი აშშ დოლარი; გერმანია - 4 მლნ 050 ათასი აშშ დოლარი.
“ინტერპრესნიუსი” :cl:
|