BMCC wrote:ციტატა:
აღსარება კალთაში
მე მინდა დარჩენა აქ, თქვენთან, კალთაში
და მინდა მოგიყვეთ თქვენ ჩემი ცხოვრება
და დანაშაული.
დღეს ისე მარტო ვარ...გარეთაც სიყვითლე
სიყვითლე თარეშობს,ხეებსაც შესცივდათ
და ცხარედ ტირიან და მინდა მოგიყვეთ
დღეს ჩემი ცოდვები თუ უცოდველობა.
თხოვნაა: ნუ მეტყვით, რომ მე ვარ მართალი.
მე ვეღარ მოვისმენ უნიჭო ტყუილებს...
ო, თქვენ მე არ მიცნობთ, რა გარეწარი ვარ
და როგორ მიხდება პოეტის ნიღაბი
და როგორ დამაფრთხო ოქტომბრის სიყვითლემ
და თქვენთან მოვედი ერთგული ძაღლივით.
თქვენ კიდევ არ მაგდებთ ფეხების ბაკუნით,
რადგანაც არ მიცნობთ.
ვიცნობდი პლანეტის ქალწულებს, როსკიპებს,
მხიბლავდნენ მკერდები, ფეხები, თვალები,
მაგრამ ჩემს წარსულზე სიტყვა არ დამიძრავს.
ეს თქვენი კალთა კი დღეს ჩემი სახლია
და ჩემი საფლავი.
იცით, მე არასდროს მარტო არ ვყოფილვარ,
უბრალოდ, ამინდმა რაღაცით დამაფრთხო,
რაღაცას ჩავდივარ, რაღაცას ვასრულებ,
რაც ჯერ არ დავიწყე. ვერაფერს ვერ ვამბობ.
უეცრად დავბლუვდი და ენა მებმება.
ო, სულ არ მიყვარხართ, ვიცი, არ შეცდებით,
უბრალოდ, მე მომწონსთქვენი ღრმა დუმილი,
ლამაზი დუმილი, ლამაზი სიცივე,
მხურვალე სხეული.
ეს თქვენი კალთა კი ჩემს ნამუსს აძინებს,
როგორაც სიყვითლე
ოქტომბრის სიყვითლე აძინებს ბუნებას...
დიდი მადლობა ჩემო სანატრელო
