↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
შემაძლებინა,
ყვავილივით უბრალოდ ყოფნა
სადმე,გზის პირას
და უბრალო მოლოდინი
შენი ფეხის ხმის,
რომ ავსებული ჩემი სამყარო
სინაზითა და სიყვარულით
მოგიძღვნა ისევ.
ისევ გაჩუქო ჩემი ცრემლების
ტკბილ-მწარე წვეთი
და უსასრულო სივრცე თვალების,
მერე, გარდაცვლაც შემაძლებინა
შენივე გვერდით,
უმშვიდესი გარდაცვალებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
რა შხამი მასვა სიყვარულმა?! ან რა სამსალა
დამალევინა ჯოჯოხეთურ ცრემლთან ნაზავი?!
შიში იმედზე და იმედი შიშზე გაცვალა,
რომ გამარჯვებულს მარცხი მეგრძნო უზარმაზარი.

შეწყალების წილ რას მთხოვდა და რას მავალებდა,
რა ნეტარებას მიმზადებდა, ცოდვის მაგიერს?
ჩემს თვალებს სატრფოს კვალდაკვალ რომ აწანწალებდა,
მიტომაც თვისი საბუდრები გამოანგრიეს.

მაგრამ სიავეს თურმე მადლიც უხვად ჰქონია,
ბოროტებაში მე უკეთესს ჩავწვდი სიმართლეს –
სიყვარულის ხე როცა ყველას მკვდარი ჰგონია,
უცებ ცოცხლდება და მეტ ზაფხულს გადაიზამთრებს.
დღეს სიყვარული მიტევების ღიმილს მაგებებს
და დანაკარგზე სამჯერ მეტად ვპოვებ სარგებელს.
მისს დესპანი !რა მშვენიერ ლექსებს წერს.ჩემი სიმპატია ხართ ქალბატონო ნინიკარა. ზალინ მოხარული ვიკნები. თკვენი გაცნობით. ვასო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
BMCC wrote:
ციტატა:
გითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა,
გითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.
გითხარი, რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს,
მეძნელება თქმა და მაინც მალე მიგატოვებ,
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები...
შენზე ოცნებას და შენზე გადარევას აღარ დავნებდები,
გითხარი და წადი, ჩამიტოვე სულში უსაშველო დარდი,
როგორ შემესალეთ....
ჩემს ერთადერთ იმედს, რა საოცრად ჰგავდით...

ამ ლექსებს მე მიძღვნი ხომ სანატრელო?=zer=

კი შენია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ქარმა გამომწვევად ცაცხცვებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა.
წამო, წამომყევი ცხრა მთა მოგატარო,
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარო...
ფოთოლს ამის მეტი აღარ გაუგია,
ვნებით ანთებულმა თავი დაუქნია.
ეხლაც აქანავებს ალბათ ლამაზ ფოთოლს,
გულსაც გაახსენებს ალბათ წარა-მარა,
მერე კი დატოვებს ერთი ქუჩის ბოლოს,
ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარად..
მაღლა ავიხედე, ცაცხვი იცინოდა..
მან ხომ საიდუმლო ქარის არ იცოდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
აღსარება კალთაში

მე მინდა დარჩენა აქ, თქვენთან, კალთაში
და მინდა მოგიყვეთ თქვენ ჩემი ცხოვრება
და დანაშაული.
დღეს ისე მარტო ვარ...გარეთაც სიყვითლე
სიყვითლე თარეშობს,ხეებსაც შესცივდათ
და ცხარედ ტირიან და მინდა მოგიყვეთ
დღეს ჩემი ცოდვები თუ უცოდველობა.
თხოვნაა: ნუ მეტყვით, რომ მე ვარ მართალი.
მე ვეღარ მოვისმენ უნიჭო ტყუილებს...
ო, თქვენ მე არ მიცნობთ, რა გარეწარი ვარ
და როგორ მიხდება პოეტის ნიღაბი
და როგორ დამაფრთხო ოქტომბრის სიყვითლემ
და თქვენთან მოვედი ერთგული ძაღლივით.
თქვენ კიდევ არ მაგდებთ ფეხების ბაკუნით,
რადგანაც არ მიცნობთ.
ვიცნობდი პლანეტის ქალწულებს, როსკიპებს,
მხიბლავდნენ მკერდები, ფეხები, თვალები,
მაგრამ ჩემს წარსულზე სიტყვა არ დამიძრავს.
ეს თქვენი კალთა კი დღეს ჩემი სახლია
და ჩემი საფლავი.
იცით, მე არასდროს მარტო არ ვყოფილვარ,
უბრალოდ, ამინდმა რაღაცით დამაფრთხო,
რაღაცას ჩავდივარ, რაღაცას ვასრულებ,
რაც ჯერ არ დავიწყე. ვერაფერს ვერ ვამბობ.
უეცრად დავბლუვდი და ენა მებმება.
ო, სულ არ მიყვარხართ, ვიცი, არ შეცდებით,
უბრალოდ, მე მომწონსთქვენი ღრმა დუმილი,
ლამაზი დუმილი, ლამაზი სიცივე,
მხურვალე სხეული.
ეს თქვენი კალთა კი ჩემს ნამუსს აძინებს,
როგორაც სიყვითლე
ოქტომბრის სიყვითლე აძინებს ბუნებას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
BMCC wrote:
ციტატა:
გითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა,
გითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.
გითხარი, რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს,
მეძნელება თქმა და მაინც მალე მიგატოვებ,
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები...
შენზე ოცნებას და შენზე გადარევას აღარ დავნებდები,
გითხარი და წადი, ჩამიტოვე სულში უსაშველო დარდი,
როგორ შემესალეთ....
ჩემს ერთადერთ იმედს, რა საოცრად ჰგავდით...
ვინაიდან ნიკით. ვერ ვხდები მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. ზმურად გაგიმარჯოს.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ქარის მიტანილი რა მაქვს,
რომ უკან გავატანო ქარს.
ჩვენი სიყვარული ჩვენვე შევქმენით,
როგორ დავულოცოთ სხვას???
ასე უნუგეშო,ეული
როგორ მოვერიო თავს?
შენი სიყვარულით გამთბარი,
როგორ მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯეროდა,
როგორ დავუჯერო სხვას???
ქარის მოყვანილი არა ხარ,
რა ვქნა? მაინც გატან ქარს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
რად გსურს ქონება, თუ საწუთრო წარმავალია,
ვინ არის იგი ქვეყნად სული ვინც არ დალია?
სული სხეულში შეხიზნული მხოლოდ ვალია,
როგორ შეირჩენ თუ გადახდა გარდუვალია
* * *

ყვავილის ღაწვზე გაზაფხულის ნამი სჯობია,
ბაღნარში ქალთან სალაღობო ჟამი სჯობია,
გუშინდელ დღეზე ნუ მოჰყვები სევდას და ნაღველს,
მთელ გუშინდელ დღეს დღევანდელი წამი სჯობია
* 8 *

გუშინ მოვედი ამ ქვეყნად და ვერრა ვიღონე,
დღეს ქვეყნის ბაზარს ვუმზირე და გული ვიღონე,
ხვალ წასვლა მიწევს, საიდუმლოს ვერ - რა გავუგე,
და ამა ქვეყნად რისთვის მოველ ვერ მოვიგონე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
baterflay wrote:
ციტატა:
BMCC wrote:
ციტატა:
გითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა,
გითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.
გითხარი, რომ აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს,
მეძნელება თქმა და მაინც მალე მიგატოვებ,
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები...
შენზე ოცნებას და შენზე გადარევას აღარ დავნებდები,
გითხარი და წადი, ჩამიტოვე სულში უსაშველო დარდი,
როგორ შემესალეთ....
ჩემს ერთადერთ იმედს, რა საოცრად ჰგავდით...
ვინაიდან ნიკით. ვერ ვხდები მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. ზმურად გაგიმარჯოს.=sher=

დათო ჩემი სახელი.მეც ძმობის ხელს გიწვდი=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
BMCC wrote:
ციტატა:
აღსარება კალთაში

მე მინდა დარჩენა აქ, თქვენთან, კალთაში
და მინდა მოგიყვეთ თქვენ ჩემი ცხოვრება
და დანაშაული.
დღეს ისე მარტო ვარ...გარეთაც სიყვითლე
სიყვითლე თარეშობს,ხეებსაც შესცივდათ
და ცხარედ ტირიან და მინდა მოგიყვეთ
დღეს ჩემი ცოდვები თუ უცოდველობა.
თხოვნაა: ნუ მეტყვით, რომ მე ვარ მართალი.
მე ვეღარ მოვისმენ უნიჭო ტყუილებს...
ო, თქვენ მე არ მიცნობთ, რა გარეწარი ვარ
და როგორ მიხდება პოეტის ნიღაბი
და როგორ დამაფრთხო ოქტომბრის სიყვითლემ
და თქვენთან მოვედი ერთგული ძაღლივით.
თქვენ კიდევ არ მაგდებთ ფეხების ბაკუნით,
რადგანაც არ მიცნობთ.
ვიცნობდი პლანეტის ქალწულებს, როსკიპებს,
მხიბლავდნენ მკერდები, ფეხები, თვალები,
მაგრამ ჩემს წარსულზე სიტყვა არ დამიძრავს.
ეს თქვენი კალთა კი დღეს ჩემი სახლია
და ჩემი საფლავი.
იცით, მე არასდროს მარტო არ ვყოფილვარ,
უბრალოდ, ამინდმა რაღაცით დამაფრთხო,
რაღაცას ჩავდივარ, რაღაცას ვასრულებ,
რაც ჯერ არ დავიწყე. ვერაფერს ვერ ვამბობ.
უეცრად დავბლუვდი და ენა მებმება.
ო, სულ არ მიყვარხართ, ვიცი, არ შეცდებით,
უბრალოდ, მე მომწონსთქვენი ღრმა დუმილი,
ლამაზი დუმილი, ლამაზი სიცივე,
მხურვალე სხეული.
ეს თქვენი კალთა კი ჩემს ნამუსს აძინებს,
როგორაც სიყვითლე
ოქტომბრის სიყვითლე აძინებს ბუნებას...

დიდი მადლობა ჩემო სანატრელო

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
\"დახუჭე თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სინათლე მათრობს და მაჩუმებს.
არ გინდა? სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ყველაფერს აყუჩებს,
გთხოვ შენი სიზმრები მაჩუქე
და შენი თვალები მაჩუქე,
და შენი ალერსი მაჩუქე
მე კი ყველაფრის სანაცვლოდ,
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ\"..

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
..გარეთ ქარია...
მისი ბრალია, რომ მომენატრე
ასე ძალიან...
ზღვა აქაფებულ ტალღებს
იგორებს...
ჯერ არ გაგებულ ამბებს
იგონებს...
შენ დამიმონე, შენ მომერიე
გასახარია...
ღიმს ვერ ვიშორებ, გარეთ გავალ,
გარეთ ქარია...
ვერ შემაშინებს სიცივე და
ქართა თარეში...
მოდი ოღონდაც, გელოდები
იმ ჩვენს ღამეში...
ზღვის ნაპირთან და პალმის ძირში
ვნება იწვება,
მაპატიე, რომ ვერ შევძელი
გადავიწყება...
და შენს სიყვარულს მინდა ერქვას
თავდავიწყება...
არ მავიწყდება, არაფერი
არ მავიწყდება...
...გარეთ ქარია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
წვიმდა იმ დღეს, რა უღმერთოდ წვიმდა!
მე კი ისევ მერეოდა დარდი,
მაგრამ წვიმამ მალე გადაიღო,
ამ წვიმაში ვგრძნობდი, დაგკარგავდი.
ეხლაც ვდგავარ შენი აივნის ქვეშ,
შენი ჩუმი უსახელო ლანდი,
შენ ხარ ჩემი პაწაწინა სევდა,
ჩემი, ჩემი პაწაწინა დარდი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებ მოტეხილი ანგელოზი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა,მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი ვაიმე ალბათ დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი,ჩემზე იტყვიან შეიშალა
მე ვუყვარდიო-იჭორავებს,ჩემზე უცნობი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არა მარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების,მესმის ახლოდან შორიდანაც
უცნაურია ეს პოეტი :სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია;-სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო-მოკვდავისათვის აკრძალული..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
\"ეს სადღეგრძელო მე სიყვარულმა დამალევინა, მე სიყვარულმა დამაობლა დარდით ამავსო. და მაშ დავლიოთ სადღეგრძელო ობოლი გულის და ეს ჭიქები სისხლიანი ღვინით ავავსოთ.
მაშ გაუმარჯოს ვინც სიყვარულით დატანჯულია
ვისაც უგრძვნია სიყვარულის მძიმე იარა
ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია
მის სადღეგრძელოს ყანწით დავლევ ჭიქით კი არა\"

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი