↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
***
ჩემი ბედის ვარსკვლავო,
ჩემი ხელით მოწყდები.
აი, ტაბურეტკას მოვიდგამ,
_მოგწვდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts122
კარმა16
OFFLINEPROFILE
დალიან გტხოვტ ამიხსენიტ როგორ გავასტორო,კარტული სჰრიპტიტ იტერება მაგრამ არასწორად,დიდი მადლობა წინასწარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღამის ბალი გვაქვს ორივეს,აღარ გვინდა ჩვენ სხვები მომწერე ბევრი ლექსები წავიდა SMS-ებიიიიიი !!
=zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts190
კარმა55
OFFLINEPROFILE
RmerTs rom feriad gadaveqcie,
mogamagrebdi bageze Rimils.
o,jadoqari vyofiliyavi?...
dagaviwyebdi Zvirfaso tkivils.

ra iqneboda mTvared menaTa?
varskvlavad agakravdi Sen cas!
netav TviT RmerTi vyofiliyavi?..
Segayvarebdi mxolod Cems Tavs!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts190
კარმა55
OFFLINEPROFILE
midi fanjarasTan,gareT gaixede,
rogor usaSvelod wvims.
gulSi ki monatrebis,Seni molodinis,
didi qariSxali qris.

marTla dagelodo?..nuTu geyvarebi?..
imedi mqondes? ris?..
gulSi gixuteb da ise geferebi
gTxov nu mimatoveb.მე გევედრები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
არ დანებდე!

როდესაც ბედი შენ კვლავაც ზურგს შეგაქცევს,
როცა არჩეული გზა აღმართად გექცევა,
როდესაც ფულისგან ვალებს დაგიგროვებს
და როცა ბრძოლა ძნელი აღმოჩნდება,
სწორედ რომ მაშინ უნდა შენ გამაგრდე,
თუ გინდა შეჩერდი, მაგრამ არ დანებდე!

ცხოვრება ყოველთვის გვიმზადებს მახეს,
იმას აამაღლებს, ვინც ქვევიდან იწყებს,
დღეს ვინც გაიმარჯვა, მიწას დაანარცხებს,
შემდეგ კი ცხოვრების იმედს გაუღვიძებს.
ნუ დანებდები, თუნდ გამარჯვება შორი აღმოჩნდება,
ხვალ ხომ ასრულდება ეგ შენი ოცნება?!

გახსოვდეს, დასასრული სწრაფად ახლოვდება,
მარადი ღამე ხომ მაინც გათენდება?!
დამარცხებულ მებრძოლს მუდამ აგონდება,
რომ მეტად ახლოს ჰყავდა გამარჯვება.
ყველა დამარცხებას მოსდევს გამარჯვება,
და მარცხის გვერდით კი, გელის წარმატება!

ამიტომ, როდესაც ბედი არ გიმართლებს,
როდესაც ცხოვრება დიდ დარტყმას გიმზადებს,
როცა არაფერი აღარ შეგიძლია,
არ თქვა, რომ გაძლება შეუძლებელია.
სულ ერთი წამითაც არ უნდა მოდუნდე,
და რაც მთავარია: არასდროს დანებდე!

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -
სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! –
რაშია საქმე, მართლა და მართლა?! –
ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!

არ იოცნებო - არა მგონია –
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე…
- ახლა თბილისიში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უდროო დროს ქოხმახის გაღვიძება,
„მასპინძელო!“ - როგორც თოფის დაკვრა;
ხვევნა, კოცნა, ათასი დაფიცება,
ლაფაროში მაინც ქათმის დაკვლა.

უცბად - წყვილი ნაღვერდალი აკვნიდან!
უფლის ცრემლის ყავრიდან ღაპაღუპი...
სველი ცეცხლი, წუთში „ქუხნა-სახლიდან“
მჭადისმცხობლის ხელების ტყაპატყუპი...

ტკბილო რაჭავ, ჯრუჭს გადაღმა ჩემი ხარ!
წერეთლისას ვსვამ ქიმიურ მაჭარს...
იმერეთო! მაინც შენ მირჩევნიხარ
კარზე ბოქლომდაკიდებულ რაჭას!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
არხოტის ცასავით ლურჯი გაქ თვალები,
მშვენებით მოჰგავხარ სალი კლდის ავაზას,
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ლოცავენ შენს ნავალ შარაგზას...

აწი არ შემხვდე, გირჩევ მზე-ქალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით,
შევცდები ,შეგიხსნი პერანგის საყელოს
და მთებს გატარებ ლურჯას ჭენებით...

ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და მხრებით მოგიტან,
ჯიხვის რქას სახსოვრად შენს სახელს დავაწერ...
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ მოგიყვან
და ცივზე ცივ წყაროს ცხელ ტუჩებს შევახებ
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

როგორ სწრაფად წამიხვედი
სიტყვაც კი ვერ გითხარ...
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!

ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!

ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს.
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი