ninochka wrote:ციტატა:
ამ თემაში მაინტერესებს დესპანელების აზრი საერთოდ კამათზე.კამათზე არა უარყოფითი გაგებით,არამედ,როგორც აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და გამოსავლის,თუნდაც,საღი აზრის პოვნის საშუალებაზე...გვაქვს ქართველებს კამათის კულტურა???ანუ ხშირად მივდივართ საღ და ერთადერთ სწორ აზრამდე???გვაინტერესებს სხვისი აზრი???თუ მხოლოდ ჩვენსას,უხეშად რომ ვთქვათ,\"ვაწვებით\" ბოლომდე...მე მაგალითად ძალიან მიყვარს კამათი,ზემოთნათქვამი გაგებით,ჩემს მეგობრებთან,ჯგუფელებთან და საერთოდ საინტერესო ადამიანებთან,ვთვლი რომ ძალიან კარგი საშუალებაა აზრთა ჭიდილის და ა.შ.მიყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და მასთან დაპირისპირებაც,თუ ეს შესაძლებელია...ფორუმიც ამიტომ უფრო მიყვარს,ვისმენ ბევრ საინტერესო აზრს,ვაკეთებ დასკვნებს,ვხვდები უფრო მეტს უკვე ნაცნობ თემებზე და ა.შ.
მოკლედ მგონი საინტერესო თემა უნდა იყოს,ვიმსჯელოთ,თუნდაც,ქართულ დებატებზე,რომლებიც სხვადასხვა ეთერში ასე თუ ისე გადაიცემა...
მგონი საინტერესო თემა უნდა იყოს,განსაკუთრებით იმათთვის,ვისაც ფორუმი უყვარს:)
როგორც იტყვიან \"ჭეშმარიტება იბადება კამათში\" ასე რომ საჭიროა, ოგონდ ეს ჩხუბში და შეურაწყოფაში არ უნდა გადაიზარდოს...(კამათი ჭეშმარიტების მიგნებას უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმესთან უპირატესობის მოპოვებას,თავის ვინმეზე ჭკვიანად გამოჩენას)