↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
კამათი-აზრთა სხვადასხვაობა....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 20 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ქართველების კამათი ხვევნა-კოცნით იწყება და დედის გინებით მთავრდება... კამათსაც თავის კულტურა უნდა, რომელიც ჩვენ არა გავაქვს,სამწუხაროა, მაგრამ-ფაქტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ნანანოს ვეთანხმები აბსოლუტურად,მნიშვნელოვანი სწორედ შინაგანი კულტურის ქონა-არ ქონაა,იგივე მოსმენის კულტურა,რაზეც ნინომ გაამახვილა ყურადღება,ესეც ხომ შინაგანი კულტურიდან გამომდინარეა არა?ამიტომ ვერ დავყოფდი ეროვნების მიხედვით,ვისთან შეიძლება კამათი და ვისთან არა,მე,პირადად,მყვანან ირგვლივ ისეთი ადამიანები,ქართველები,რომლებთანაც კარგად გამოდის კამათიც და აზრთა თავისუფლად გამოხატვაც,უბრალოდ ეს შინაგანი კულტურიდან გამომდინარეა მართლაც...:)
ზოგადად კი ქართულ საზოგადოებაში თუნდაც ეს კამათის \"ცუდი\" სახით გაგება სწორედ იქიდან გამომდინარეა,რომ ყველაფერში სწორი გვგონია ასე თუ ისე თავი და ხშირად არ გვიყვარს სხვისი აზრის მოსმენა და კიდევ უფრო მისი მიღება...:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
7-წელი ვიცხოვრე ინფორმაციულ ვაკუუმში./გულნატკენმა დავტოვე სამშობლო/.არავითარი სურვილი არ მქონდა მელაპარაკა ვინმესთან. მხოლოდ ოჯახოს წევრებს და ახლო მეგობრებს ვესაუბრებოდი ტელეფონით. ბოლოსდაბოლოს, გადავწყვიტე ისევ მომეძებნა ჩემი ქართველები ინტერნეტის საშუალებით.
მე პირადად ბევრჯერ მაწყენინეს იმის გულისთვის,რომ მე სხვანაირად ვხედავ ცხოვრებას. ისევ და ისევ კამათში.
ეხლა ვნანობ, არ უნდა მიმეღო მონაწილეობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
როცა ადამიანს თვთკრიტიკის უნარი გააჩნია,კამათის დროს საღად იაზროვნებს.
ვალაპარაკობთ მხოლოდ იმაზე,თუ როგორ გვტკენია გული,მაგრამ ნამდვილად ღირს დაფიქრება,ვაწყენინეთ თუ არა ჩვენს მოკამათეს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
ამ თემაში მაინტერესებს დესპანელების აზრი საერთოდ კამათზე.კამათზე არა უარყოფითი გაგებით,არამედ,როგორც აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და გამოსავლის,თუნდაც,საღი აზრის პოვნის საშუალებაზე...გვაქვს ქართველებს კამათის კულტურა???ანუ ხშირად მივდივართ საღ და ერთადერთ სწორ აზრამდე???გვაინტერესებს სხვისი აზრი???თუ მხოლოდ ჩვენსას,უხეშად რომ ვთქვათ,\"ვაწვებით\" ბოლომდე...მე მაგალითად ძალიან მიყვარს კამათი,ზემოთნათქვამი გაგებით,ჩემს მეგობრებთან,ჯგუფელებთან და საერთოდ საინტერესო ადამიანებთან,ვთვლი რომ ძალიან კარგი საშუალებაა აზრთა ჭიდილის და ა.შ.მიყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და მასთან დაპირისპირებაც,თუ ეს შესაძლებელია...ფორუმიც ამიტომ უფრო მიყვარს,ვისმენ ბევრ საინტერესო აზრს,ვაკეთებ დასკვნებს,ვხვდები უფრო მეტს უკვე ნაცნობ თემებზე და ა.შ.
მოკლედ მგონი საინტერესო თემა უნდა იყოს,ვიმსჯელოთ,თუნდაც,ქართულ დებატებზე,რომლებიც სხვადასხვა ეთერში ასე თუ ისე გადაიცემა...
მგონი საინტერესო თემა უნდა იყოს,განსაკუთრებით იმათთვის,ვისაც ფორუმი უყვარს:)

როგორც იტყვიან \"ჭეშმარიტება იბადება კამათში\" ასე რომ საჭიროა, ოგონდ ეს ჩხუბში და შეურაწყოფაში არ უნდა გადაიზარდოს...(კამათი ჭეშმარიტების მიგნებას უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმესთან უპირატესობის მოპოვებას,თავის ვინმეზე ჭკვიანად გამოჩენას)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 20 posts ] 
კამათი-აზრთა სხვადასხვაობა....
დესპანი