↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი ყალყზე შედგება,
აიჯაგრება და
მრისხანედ დაიგრაგნება,
ამოყრის ყველა სიბინძურეს
სიღრმეში დანთქმულს
და გეგონება
თვითონ ფსკერი ამოტრიალდა.

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი როგორც ჩადგება,
დაცხრება ღელვაც
და გაქრება ტალღებთან ერთად
ქაფი და ჭუჭყი,
ზედაპირზე ბოღმად მომდგარი.

ზღვამ აგრე იცის,
დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ,
განებივრებულ კატასავით
ფეხქვეშ გაწვება
და განაახლებს მომხიბვლელად
ლაჟვარდი ლივლივს.

და რომ ჩახედავ
გამჭვირვალე, კამკამა სიღრმეს,
ისევ ბავშვივით დაიჯერებ,
რომ ფსკერზე, მართლა,
მარტო მარჯნის და
მარგალიტის საუნჯენია.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია,
ქარიშხალივით აიშლება;
ყალყზე შედგება,
სულში დალექილ სიბინძურეს
გაცოფებული
ამოყრის მაღლა
შემზარავად, გულისამრევად...

და როცა ნგრევით
გულს იჯერებს, გაოგნებული,
დაცხრება, ისევ
ძველ სიმშვიდეს დაუბრუნდება,
და, რაც მშვენბა ჰქონდა ადრე,
ერთიათასად გამოაბრწყინებს
მთელი ქვეყნის თვალგასახარად.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ფა-ფუ…
გრიგოლ აბაშიძე

ხელისგულიდან ყვავილის ფუცლებს,
თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს,
სულის შებერვით შენ აქრობ უცებ
და შემომძახი: ფა-ფუ!

მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას,
ქარი დაჰბერავს ბაბუს...
ხელისგლივით დახედავ საფლავს
და ჩუმად იტყვი: ფა-ფუ!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში
ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი
და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა,
ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი.
ახლა დამტოვე ფიქრის ამარა,
სასჯელს ვერ იტყვი ამაზე სასტიკს,
ვარ ცარიელი როგორც სამარე -
რომლიდან აღსდექ.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
(ასე თავდება ჩემი ცხოვრება...)
ტერენტი გრანელი

ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.
მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.
სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.
ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,
თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.
მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,
მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ცოტა ხნის მერე
შენ მეტყვი,რომ ცოტა ხნის წინათ
იყავი ისე ბედნიერი,როგორც არასდროს,
ცოტა ხნის მერე დაიმტვრევა ყინვისგან მინა
და მოგთხოვ ღიმილს შუაღამის თოვლის სანაცვლოდ.
ცოტა ხნის მერე
შეაკვდება ხელებს ხელები,
ცრემლებს-თვალები
თვალებს-ღამე
და ღამეს-ბინა....
მე მდუმარებიტ გაგიჟებული ბინდ მოვევლები
და გავიქცევი,სადაც მომკლეს ცოტა ხნის წინათ.
და სიყვარულის ჯალათისთვის ალესილ ალერსს
გაჰყვება თოვლში მწუხარება ამაღამდელი.
სადღაც შემთხვევით,უსამართლოდ დაჭრიან მთვარეს
და ჩემი მკვლელი არ იქნება ცოდვის ჩამდენი
ცოტა ხნის მერე, შენ მეტყვი რომ
ცოტა ხნის წინათ
შენს მკრთალ ხელებზე დაიხოცნენ ჩემი ხელები,
ცოტა ხნის მერე
დაიმტვრევა ყინვისგან მინა,
მინისგან გული....
და გულიდან მოვა ცრემლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას,
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს,
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი,
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს,
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს....
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური...
ჩუმად... მგონი შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
guga_andolini wrote:
ციტატა:
midi fanjarasTan,gareT gaixede,
rogor usaSvelod wvims.
gulSi ki monatrebis,Seni molodinis,
didi qariSxali qris.

marTla dagelodo?..nuTu geyvarebi?..
imedi mqondes? ris?..
gulSi gixuteb da ise geferebi
gTxov nu mimatoveb.მე გევედრები

დამელოდე კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ,გეხუტუნეეეეეეეეეეეეეეეე =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,
თვითონ არ ვიცი,რა მიხარია.
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს,
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია.
ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი,
დიდ მოურავის მუზარადებით,
ცას მოგრეხია თავის ნამგალი,
მთვარე სავსეა გულის ზადებით.
დარღვეულ ციხეს მე გათანგული
ვეღარ ვასორებ ოცნებას ოჩანს.
ვიცი მარტკია ხმალი ფრანგული,
მაგრამ თათარი კი არსად მოჩანს.
ვტირი და ვამბობ საცკალ მამიას,
თამარს ვინ იტკვის მართლა რა იკო?
ჩემი ცხოვრება ისევ ცამია,
და სხვა თამარმა შვაზე გამიკო.
თამარს ვინ იტკვის მართლა რა არი.
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
მოდი-ნახის კი ვარ პატიმარი...

ტიციან ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
wow .... ya slova na veter ne brosayu , esli veter ne duet tuda kuda sleuet:))

ერთადერთს ბოდიშს ვუხდი მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანასთან დაკავშირებით... GIO ARMANI

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა,უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიკვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იკოს,იკოს ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?
ნინა,ნინა ,ჩემო ნინა
გატხოვება ხომ არ გინდა?
გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნე დაამტვრიე
დასცხე გეთაკვა
აბა რად გიღირს ერტი ძველი
შენ მუხამბაზი.
რამდენი ძველი სიკვარული
ამ მტკვარს თან გაჰკვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰკვება
ეხლაც ჯამბაზი.
შაბათი რომ დაღამდება
კვირა გათენდება.
თამრიკო მოცამლულა
რაღა მეშველება?
ტკვილი იქნება ჩემო ძმაო
თავს ვინ იცამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტკუილად
ჰქვიოდა თამრო.
ის სხვა სიკვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენის გინდა,თვითონ ვიცი
იმას ჰკავს საქმრო.
ჩემო მერაღნევ,გენაცვალე
ცაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუკვარდე.
რა ვუკოთ მერე პოეტი ვარ
ხელით ცასული,
საქართველოსი ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს.
ვიცი გიკვარვარ ასე მცარედ
მიტირებ არღანს.
ვიცი გიკვარვარ,რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ ჩემო ძმაო თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტკია
ვერცხლის ქამარი.
ცდები მეარღნევ გათხოვდება
ეგ შენი ნინა.
არ დაიჯერო ის თამრიკოც
რომ მოიცამლოს.
ქალი ქალია,დიდხანს უქმროდ
რამ არონია
ქალი ქალია და ისოვის თავის მალამოს
უბრალოდ ვკვდებით მერაღნეები
და პოეტები
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

=feria =feria =feria
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზღვა ბობოქრობდა, ტალღები ვით მთები მთებზე სხდებოდა,
ელვასა სცემდა ცის სივრცეს, ძირს დედამიწა სქდებოდა,
იტყოდი მეორ-მოსვლაა, ტალღა რომ ტალღას ხვდებოდა.
ვინ გააჯავრა არ ვიცი, არ ვიცი რაზე სწყრებოდა.
ვნახე, რომ ქალი ზღვის პირად იდგა თმაგაშლით, ჰკიოდა,
თვალ-პირი ცრემლში უცურავს, ალბათ რომ გული სტკიოდა.
\"მიშველეთ თქვენი ჭირიმე! მიშველეთ ვინ ხართ კაცია!
ჩემი პირიმშო აკვნითურთ წყეულს ზღვას გაუტაცია!\"
გავხედე, ვნახე აკვანი ზვირთების ქედზე კიდურა.
ხელგაფარჩხული შიგ ყრმა სჩანს ჩვილს პირი მოემწითურა.
იმას ეგონა არწებდენ, დედა უმღერდა ნანასა.
არავის სთხოვდა შველასა არც ზღვიდან გამოყვანასა.
როდი ხედავდა ან გრძნობდა, რომ ჯოჯოხეთის მხარესა,
ზღვა არ დაინდობს მარგალიტს და უფსკრულს მიაბარებსა,
თევზებს შეაჭმევს პატარას, ვეშაპი შთანთქავს აკვანსა,
ყორანი ჯიჯგნას დაუწყებს დედის გულს ცრემლით ნაბანსა,
სიკვდილის ენა იუბნებს ამ გულის მომწყვლელს ამბავსა.
რას უცდის დედა, შვილისა სიკვდილის ყბაში მნახველი?
იმედობს ალბათ. ახსენა ქალმა ღვთისმშობლის სახელი
აღუთქვა ერთი კურატი, თორმეტი წყვილი სანთელი;
რა ხედავს შვილსა უვნებლად, ფიქრობს, ექნება საშველი.
მაგრამ ვინც სწორედ ხედავდა მიზეზს და იმის შედეგსა,
მოყვასს რომ არ შესწეოდა არ აღამებდა ერთ დღესა,
მხოლოდ მან იგრძნო ბავშვისა ან დედის ბოლო რაც იყო,
გადაიწერა პირჯვარი, თავზე მყის ხელი აიღო,
ბრიყვმა, წინდაუხედავმა ზღვაში ჩქაფანი გაიღო.
შეათამაშეს ზვირთებმა, როგორც ბუმბული წაიღო,
ვაჟკაცი მსგავსი ლომისა, მეტად თავხედი ქცევითა.
რად მიდის? ვისთვის თავს იკლავს? მხოლოდ გრძნობათა რჩევითა,
მოკვდეს, არ დასდევს, ოღონდაც დაიხსნას გაჭირვებული.
მიტომ გადასდო მან თავი, ბავშვის ხსნად შეჭირვებული.
გამოიცვალა სურათი, ტანით ტყავ-ჩოხა გაიძრო
ზღვამ და იმისი გულ-მკერდი ნაზ მყუდროებამ შაიპყრო,
ვაჟკაცის გაბედულებამ ზღვის მძვინვარება დაიპყრო.
გზა მისცა ვაჟკაცს სავალი- ტალღები შედგა მყეფარი.
მოდგა ამბავი საზღაპრო, საქმე რამ გაუგებარი!
თვალი მიეპყრო მთელს ზღვასა ვაჟკაცისათვის მგზნებარი,
მოსწონდა მისი მხნეობა და ზღვასთან ბრძოლა მედგარი.
მიუახლოვდა აკვანსა, ბავშვს დააცწერდა სახეში,
ბალღმა დაიწყო ტირილი, ცრემლი დახეთქა თვალებში
როდესაც მკლავი მეშვლისა გადაეღობა მკლავებში.
იტიროს ბალღმა, რა იცის, ვინ არის მისი მეშველი?
კაცად ვის დაუნახია ბნელეთში მადლის მთესველი?
გამოიტაცა აკვანი ნაპირს მოადგა ზღვისასა,
დედას გადასცა შვილითურთ, პირი უგვანა მზისასა.
თვალები სანთლად აენთო, გულ-მკერდი მაღლის მთისასა.
მადლის ქმნას გაეათასა მეშვლის უსწრო არსება.
საამურია თვალთათვის ახლისა მთვარის გავსება,
და საზიანოს საქმისა ქველის მარჯვენით დავსება,
ლომისა ყოფა-ქცევისა ანგელოზისა მსგავსება.
დედა უკოცნის ხელ-ფეხსა დაჰვიწყებოდა შვილია,
სიცოცხლის მომნიჭებელსა სიტყვები უთხრა ტკბილია,
ლოცვა, სულ ლოცვა უსაზღვრო, ბზესავით გადაშლილია.
აღარ ეშვება მშველელსა მისი თითები თლილია.
\"ნეტავ რით გადავიხადო შენი ამაგი დიდია!\"
იძახის დედა, ვაჟკაცმა ერთი სიტყვა თქვა მშვიდია:
\"მე არაფერი არ მინდა, არაფრისაგან შენია,
მხოლოდ ცემს პატივსაცემად გახსოვდეს სიტყვა ჩემია.
ბავშვს ვერას ვეტყვი- ჩვილია, სასირცხოც არა სცხვენია;
გაზარდე სულით მაღალი, ბუნება გაუმშვენია;
ისიც უამბე კარგადა, ზღვიდან ვის გადურჩენია,
ასწავლე მოყვასის შველა, როს სჭირდეს რამე სენია.
რჩევა მოყვასთა საშველად ხშირ-ხშირად მიუძღვენია;
კეთილის ჩასაგონებლად შენამც ნუ მოგიწყენია.
მხოლოდ ამით მცემ პატივსა, ჩემთვის ეს დიდი ძღვენია\"..
სთქვა და მშობლისა თვალთაგან გაქრა ვით დღისით ვარსკვლავი,
ერთურთის შესაქცევადა ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ამბავი.
მიდის და ვეღარ აბრუნებს ძახილი გულის საკლავი.

ვაჟა ფშაველა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი