↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 70 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო თავისუფალი?.....ჩემთვის პირადად,ალბათ ისევე,როგორც უმრავლესობისთვის,ძალიან მნიშვნელოვანია,ვიყო თავისუფალი...თუმცა აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა ძნელიცაა და ცოტა წარმოუდგენელიც,ყველანი ვცხოვრობთ საზოგადოებაში,ვართ მისი წევრები და ასე თუ ისე ვაღიარებთ მის პრინციპებსა და ღირებულებებს,იმ შემთხვევაში,თუ მის წინააღმდეგ მივდივართ,ვითვლებით დევიანტებად(ალუდა ქეთელაური),ამიტომ სრულიად თავისუფლები ვერ ვიქნებით ალბათ...ამ ტერმინის მნიშვნელობის განხილვისას დავეთანხმები ლიბერალებს,რომლებიც ინდივიდში აბსოლუტურ თავისფლებას არც აღიარებენ,ამაში უკვე სხვისი თავისუფლების შეურაცყოფას ხედავენ,ამიტომ ადამიანის თავისუფლებას ისინი მხოლოდ იქამდე უშვებდნენ,სანამ ის სხვისას არ შეზღუდავდა რამენაირად...ჩემთვის უფრო მისაღები პოზიტიური თავისუფლების კონცეფციაა,რომელიც თავისუფლების იდეას ,როგორც ინდივიდის ავტონომირუობის განსაზრვრის უნარს ისე ხედავენ,მის უფლებას,თავისი სურვილისამებრ მართოს თავი,მიიღოს მეტი განათლება,ცოდნა გაიღრმავოს,მიზნებისთვის იბრძოლოს,მაშინ,როცა ნეგატიური თავისუფლება არანაირ შეზღუდვას არ უშვებს ქცევაში,ამიტომ ასეთი სახის უფლება შესაძლებელია საზოგადოებისთვის საშიშიც გახდეს...თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს გარყვნილებაში,როგორც ეს ბევრს ესმის,ჩემი აზრით,ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს არჩევანის გაკეთებაში,განათლების მიგებაში,მოქმედებაში,აზრის გამოხატვასა და ა.შ.აქედან გამომდინარე ჩემთვის ,პირადად, მნიშვნელოვანია ეს უფლება ამ მხრივ გამოვიყენო და არ მზღუდავდეს ვინმე ამაში...საქართველოში,სხვა ყველაფერთან ერთად,არც მხრივ გვაქვს ძალიან კარგად მდგომარეობა,მაგრამ....ბევრისთვის ძალიან მტკივნეულია ეს თემა,ცოტა სხვანაირადაც ხედავენ მას,ისეთად,როგორიც საქართველოში არ გვაქვს,მოდით დავაკონკრეტოთ თქვენ რაში იზღუდებით?როგორია თავისუფალი ადამიანი,რაში არ უნდა შეიზღუდოს ის,და საერთოდ,დასაშვებია თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა,როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ...გაგა კარგი იქნება თუ აქ ისაუბრებ "ამერიკული თავისუფლების სუნზე":) :cd: :cd: :cd: :cl: :cl: :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ასეთი პასუხი რო გაგცეთ? შეიძლება?

http://www.link.ge/file/159717/Tavisupleba.mp3.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cd: :cd: :cd:ქეთი,ჩემო კარგო,იქნებ ისეთი პასუხიც გაგვცე....ვერაფერი ვნახე მაგაში და... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნინი :ey:
ჩემი აზრით იყო თავისუფალი ნიშნავს შეგეძლოს აკეთო ყველაფერი ის რაც მოგინდება, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ხო ყველაზე თავისუფლები გიჟები არიან და არ არი საჭირო მაინცდამაინც გიჟს დაემსგავსო .. ალბათ ბოლომდე თავისუფლი ნორმალური ადამიანი ვერასოდეს იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
"თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია" ასე რომ თავისუფალი რომ იყო ჯერ ლომი უნდა იყო. ეს სიტყვა თავისით გამოხატავს მის მნიშვნელობას თავის-უფალი ანუ შენი თავის უფალი ხარ. გიჟი კიდევ არაფერ შუაში არ არის აქ, ეგ ტერმონი კომუნისტების გამოგონებულია ოღონდაც ტავისუფლებისთვის რამე ისეთი ეთქვათ და.... გიჟI თავისუფალი კიარა ავადმყოფია და საგიჟეთში ზის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზუსტადაც რომ ბოლომდე თავისუფალი მარტო გიჟია და აქ კომუნისტები არაფერ შუაში არ არიან. ახლავე აგიხსნი სულ მარტივად : ღამის 3 საათია, მინდა ჩემი ცენტრი ბოლო ხმაზე იყოს ჩართული, მინდა რომ მუსიკას ბოლო ხმაზე მოვუსმინო, გეკითხები, შემიძლია ჩავრთო? ვარ მე თავისუფალი? აშკარად არა ხო, ვიღაცას ვუწევ ანგარიშს და ამიტომ არ ვაკეთებ ამას.(მაგ. მეზობლებს) გიჟს კი ასეთი რამეები არ აინტერესებს. აი რატო არიან ბოლომდე თავისუფლები მარტო გიჟები. :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე ვრთავ ხომე ესეიგი მე თავისუფალი ვარ სულ არ მაინტერესებს რას იძახიან პოლის ჯოხსაც მიკაკუნებენ მაგრამ რეაქცია არ მაქვს ამოსვლას ვერ ბედავენ :do:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
gaga წერს:
მე ვრთავ ხომე ესეიგი მე თავისუფალი ვარ სულ არ მაინტერესებს რას იძახიან პოლის ჯოხსაც მიკაკუნებენ მაგრამ რეაქცია არ მაქვს ამოსვლას ვერ ბედავენ :do:
ჰო რა ვიცი ! ეგ მაგალითი იყო. მასეთები კიდე უამრავია და იმასაც თუ აკეთებ მერე უკვე ჰოოოო lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაგა რატომ ვერ ბედავენ ამოსვლას? რომელი ხარ მაგათგან ? თავისუფალი თუ.... გიჟი?

არ გეწყინოს, შუტკა.!!!!!.

:dl: :dl: :dl: lol lol lol lol lol lol lol lol lol lol lol lol lol lol lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ყველაფერს გავაკეთებ თუ ჩკუაში დამიჯდა :af:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
:cp: არა მე იცი რისი თქმა მინდოდა ნინი, რომ უბრალოდ ნორმალური ადამიანი თავის თავს თითონ უწესებს რაღაც შეზღუდვებს ხო.. პატრულზე,ჯარიმებზე და ეგეთებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
გიჟი რა თქმა უნდა საგიჟეთში უნდა იჯდეს ! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ninochka წერს:
:cp:საქმე იმაშია,რომ არც გიჟია სრულიად თავისუფალი ნორმალურ ქვეყნებში,მათ ამის საშუალებას თეთრი პერანგები არ აძლევს....რაც შეეხება ღამის 3 საათზე მუსიკის მოსმენას,მაგაზე დიდი პრობლემა,მგონი,აქ არც არავის ექმნება,მაგალითად დღეს დილის 5 საათზე ჩემმა საზიზღარმა მეზობელმა კაბალიეს ისეთი კონცერტი მომასმენინა არ ვიცი პირდაპირ,არა კი კარგი იყო,მაგრამ :au:მეძინებოდა...ეს რომ რომელიმე დასავლური ქვეყანა ყოფილიყო ამ ადამიანს პატრული არ აცდებოდა მეზობლებისა და სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გამო,მაგრამ საქართველოში არც გაგას და არც ჩემს მეზობელს ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ,ჯერ მაინც...(გაგას არ ეწყინება აქ რომ დავწერე,ხო?? ?? ??)....აი ასეა საქმე... :cd: :cd: :cd:
არა არ მწყენია მე არც ეხლა და არც მერე არ დამემუქრება პატრული ერთი მაგათი დედაც

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
მართალია იქამდე ხარ თავისუპალი შენ მოქმედებებში სანამ არ შეიზღუდება სხვისი უფლებები.
მე პირადად გეტყვით რაში ვარ შეზღუდული,უფრო სცორად კი ჩემი მცირეწლოვანი შვილი,ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების უფლება,საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება,რასაც სრულიად მოკლებული ვართ(იმედია ჯერ-ჯერობით),საქმე იმაშია,რომ 8 თვეა ველოდებით მარიამის ქართულ პასპორტს,რათა საქართველოში წამოვიყვანოთ და სამშობლო გავაცნოთ,მართლმადიდებლურად მოვნათლოთ და საერთოდ სახლში დარჩენას ვაპირებთ,ეს მხოლოდ ოცნებაა,როგორც გავარკვიეთ ბავშვის პასპორტი დაიკარგა და სანამ ვინმეს სინდისი არ აწუხებს,რომ აღიაროს ეს ფაქტი პასუხი ასეთია:ჯერ არ მიგვიღია პასპორტი.
მგონი საერთოდ ხელი ჩავიქნიო ამ ყველაფერზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
დესპანელებო ნუთუ არაფრის თქმა არ გსურთ ამ თემაზე,მგონი,საკითხი აქტუალურია ყოველთვის....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე მხოლოდ ბრწყინვალე ილიას გაგახსენებთ:

დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 70 posts ] 
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა
დესპანი