:cp:თქვენი აზრით რას ნიშნავს იყო თავისუფალი?.....ჩემთვის პირადად,ალბათ ისევე,როგორც უმრავლესობისთვის,ძალიან მნიშვნელოვანია,ვიყო თავისუფალი...თუმცა აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა ძნელიცაა და ცოტა წარმოუდგენელიც,ყველანი ვცხოვრობთ საზოგადოებაში,ვართ მისი წევრები და ასე თუ ისე ვაღიარებთ მის პრინციპებსა და ღირებულებებს,იმ შემთხვევაში,თუ მის წინააღმდეგ მივდივართ,ვითვლებით დევიანტებად(ალუდა ქეთელაური),ამიტომ სრულიად თავისუფლები ვერ ვიქნებით ალბათ...ამ ტერმინის მნიშვნელობის განხილვისას დავეთანხმები ლიბერალებს,რომლებიც ინდივიდში აბსოლუტურ თავისფლებას არც აღიარებენ,ამაში უკვე სხვისი თავისუფლების შეურაცყოფას ხედავენ,ამიტომ ადამიანის თავისუფლებას ისინი მხოლოდ იქამდე უშვებდნენ,სანამ ის სხვისას არ შეზღუდავდა რამენაირად...ჩემთვის უფრო მისაღები პოზიტიური თავისუფლების კონცეფციაა,რომელიც თავისუფლების იდეას ,როგორც ინდივიდის ავტონომირუობის განსაზრვრის უნარს ისე ხედავენ,მის უფლებას,თავისი სურვილისამებრ მართოს თავი,მიიღოს მეტი განათლება,ცოდნა გაიღრმავოს,მიზნებისთვის იბრძოლოს,მაშინ,როცა ნეგატიური თავისუფლება არანაირ შეზღუდვას არ უშვებს ქცევაში,ამიტომ ასეთი სახის უფლება შესაძლებელია საზოგადოებისთვის საშიშიც გახდეს...თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს გარყვნილებაში,როგორც ეს ბევრს ესმის,ჩემი აზრით,ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს არჩევანის გაკეთებაში,განათლების მიგებაში,მოქმედებაში,აზრის გამოხატვასა და ა.შ.აქედან გამომდინარე ჩემთვის ,პირადად, მნიშვნელოვანია ეს უფლება ამ მხრივ გამოვიყენო და არ მზღუდავდეს ვინმე ამაში...საქართველოში,სხვა ყველაფერთან ერთად,არც მხრივ გვაქვს ძალიან კარგად მდგომარეობა,მაგრამ....ბევრისთვის ძალიან მტკივნეულია ეს თემა,ცოტა სხვანაირადაც ხედავენ მას,ისეთად,როგორიც საქართველოში არ გვაქვს,მოდით დავაკონკრეტოთ თქვენ რაში იზღუდებით?როგორია თავისუფალი ადამიანი,რაში არ უნდა შეიზღუდოს ის,და საერთოდ,დასაშვებია თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა,როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ...გაგა კარგი იქნება თუ აქ ისაუბრებ "ამერიკული თავისუფლების სუნზე"

:cd: :cd: :cd: :cl: :cl: :cl: