↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
რამდენი ხანია რაც წერილი არ დაგიწერიათ?

მოდით აქ დავდოთ წერლები,რომლებიც ადრესატამდე ვერ აღწევს იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ მათ არ აგზავნიან...ან იქნებ....ვინ იცის, ვინ იცის...

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მინდა გითხრა- ფრთხილად იყავი, იცი?არაფერი არაფრისგან უფერულდება... ყველაფერი კი ყვეალფრად იქცევა არაფრისაგან....ეს ისე...სისულეელბის მტკიცება , რომ იცი ხოლმე ხანდახან იმიტომ ... ხო, ჩუუუუუუ, მეყო კარგი, კარგი არ გაბრაზდე, შე სულელო..ოღონდ ეხლა არ გაავდრდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
წერილსა მოგწერ ძვირფასო ჩემი გულისა ფეთქვაო
ვერ მოგაწვდინე ხმა ვერ გზით ვერცა მოვედი შენსაო
ჩემი გულისა ტკივილი კალამმა გადმოსწერაო უშენოდ
ჩემსა სიცოცხლეს უკუნი დაძალაო ნეტავ სულ არა მენახე
არც შენ გაცვავდი ჯვარსაო რაი შევცოდეთ მაღალ ღმერთს
ორმა უბრალო გულმაო იქნება ამა ტანჯვისთვის მოვლენილი
ვართ მარტვაო არასა ვნანობ პირიქით მადლობას ვსწირავ
უფალსო შენი თვალების მნათობი ერთხელამც დამანახაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
..........სურათი აღარ არსებობს
მოგწერ ამ წერილს, მაგრამ უნდა მაპატიო, არ ვარ დაჩვეული წერას, არც მაინცდამაინც სიტყვაუხვობით გამოვირჩევი, ალბათ იმიტომ რომ არ მქონია საბაბი ენაწყლიანი ვყოფილიყავი. არც შენი სახელი ვიცი, არც შენი სახე, არც მისამართი, არც ის ვიცი გამიგებ თუ არა....ის კი ნამდვილად ვიცი რომ ამ წერილს არ წაიკითხავ, მაგრამ მაინც მეწერინება. ნეტავი სად ხარ ახლა??? რა გაწუხებს, რა გიხარია???? რას ფიქრობ რომ შენთან ერთად ვიფიქრო ისე, რომ ვერ გაიგო რომ მეც იგივეს ვფიქრობ, რომ ხელი არ შეგიშალო და შენს ნაფიქრალში ამოგიცნო, შენს აზრებს გავყვე და შენი ხასიათი გავიგო, შენს მიერ გონებაში დახატული პეიზაჟები ვნახო და დავინახო შენი სახე, გავიდე შენი ფიქრების ბოლოს და მივხვდე გამიგებ თუ არა, გავიგონო შენი სიტყვები რომ შემდეგ გარითმული დაგიტოვო ფანჯრის მინაზე და იქვე დაგიდარაჯდე, რომ მათი ნახვისას ახალგაღვიძებულს დღის პირველი ღიმილი გამოგტყუო, თვალებში ჩაგხედო და ყვავილები შეგირჩიო...მაგრამ არც სახელი ვიცი შენი, არც სახე და არც მისამართი.......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
Ratomgac exla sevda momeria. Gamea, bnela da me marto vzivar. mxolod santlis ali anatebs chabnelebul otaxs, ali cimcimebs, cekvavs tu motqvams, ver gamigia. Gafacicebit ki vadevneb tvals mis kovel mozraobas. Cekvavs? Tu tavcharguli motqvams da caxcaxebs? Bnela… sadgac albat ukve gatenda, sadagc ki exlaxans dagamda. Me drois shegrzneba shentan ertad davkarge.

Me marto var… sul marto… sibneleshi marto mosatskenia, tumca santeli gamalebit cdilobs chems gartobas da kuradgebis da fiqrebis gadatanas. Me ki shens saxes vxedav, santlis mocimcime alshi, shens alublisfer lamaz tuchebs vxedav…xan rom migimian, xan ki gabutuli gamoburculi da satirlad gamzadebulebi arian…xan sheni tvalebi shemomanatebs, didroni sevdiani, usakvarlesi tvalebi…

Neta shen ras aketeb? Gzinavs? Ocnebob? Tiri? Icini? Genatrebi? Mnatrob? Migoneb?

Ratom vegar shegigrznob? Gaqra sikvaruli da gatskda is uxilavi radari, chven rom gvakavshirebda. Radari me da shen sul mudmiv kontaqtshi gvamkopebda… mikvarxar…

Davshordit, davcaldit, kavshiri gatskda… aba ra mtkiva? Amputirebuls mokvetili kiduri rom astkivdeba, ise mtkivxar… rad damacale? Rad gamimete…bnela…arc ki vici me vtiri tu santeli caxcaxebs acremlebuli….sad xar? Vistan xar? Bnela…mtkiva…martooba tu ushenoba? Mikvarxar…

Dabruneba agdgena sikvaruli da ocneba, ushenoba da sikvaruli…

Tsknari musika da sibnele…ra fasi aqvs romantikas ushenod… sikvaruls ushenod…

Male santeli chaitsveba, dadneba, gaqreba, gaileva da bolos erts amoixravs da ukvalod chaigventeba…mec egre gavqrebi ukvalod, umosamartod ushenod…

Dagkarge da cxovrebis shegrzneba davkarge…gipovi isev?

Mapatie, ver gagifrtxildi, ver shegishnove, turme ra satuti kopilxar da xelebshi chamatkdi...davkureb namsxvrevebs, xelisgulebidan sisxli mdis da verafers gshveli...

Ver gagifrtxildi...gatkine...gagbzre...

Mapatie...ukavshiroba ushenoba mapatie cremlebi mapatie...

mikvarxar

პირდაპირ მეილბოქსიდან, მე არ დამიწერია ოღონდ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
sosoias rusi wrote:
ციტატა:
..........სურათი აღარ არსებობს
მოგწერ ამ წერილს, მაგრამ უნდა მაპატიო, არ ვარ დაჩვეული წერას, არც მაინცდამაინც სიტყვაუხვობით გამოვირჩევი, ალბათ იმიტომ რომ არ მქონია საბაბი ენაწყლიანი ვყოფილიყავი. არც შენი სახელი ვიცი, არც შენი სახე, არც მისამართი, არც ის ვიცი გამიგებ თუ არა....ის კი ნამდვილად ვიცი რომ ამ წერილს არ წაიკითხავ, მაგრამ მაინც მეწერინება. ნეტავი სად ხარ ახლა??? რა გაწუხებს, რა გიხარია???? რას ფიქრობ რომ შენთან ერთად ვიფიქრო ისე, რომ ვერ გაიგო რომ მეც იგივეს ვფიქრობ, რომ ხელი არ შეგიშალო და შენს ნაფიქრალში ამოგიცნო, შენს აზრებს გავყვე და შენი ხასიათი გავიგო, შენს მიერ გონებაში დახატული პეიზაჟები ვნახო და დავინახო შენი სახე, გავიდე შენი ფიქრების ბოლოს და მივხვდე გამიგებ თუ არა, გავიგონო შენი სიტყვები რომ შემდეგ გარითმული დაგიტოვო ფანჯრის მინაზე და იქვე დაგიდარაჯდე, რომ მათი ნახვისას ახალგაღვიძებულს დღის პირველი ღიმილი გამოგტყუო, თვალებში ჩაგხედო და ყვავილები შეგირჩიო...მაგრამ არც სახელი ვიცი შენი, არც სახე და არც მისამართი.......

=sher= ძალიან ლამაზია, კარმა შენ ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
წერილი კოსმოსში.
გამარჯობათ. ალბათ როდესმე ნახავთ ამ წერილს და თქვენი მეცნიერები გაშიფრავენ თუ რა ენით სწერია, იმტვრიონ თავი არაფერი უჭირთ. თუ მაგრები ხართ უნდა გაშიფროთ.
მე დედამიწაზე ვცხოვრობ. პლანეტაა მზის სისტემაში და ჩვენი პლანეტა მზის , დიდი წითელი ვარვარა ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს . დედამიწა ლამაზია ცხოვრება. ვსუნქავთ ჯანგბადით და იმედით. დედამიწელებს ერთმანეთი უყვართ, თქვენ იცით სიყვარული რა არის?... მდააა რომ გიხარია სხვისი დანახვა ისე რომ საკუთარი არსებობა გიხარია. ჩვენ ხანდახან ვომობთ კიდევაც.. ომიც სიყვარულია ჩვენთან და ლამაზ გვირილებს ვესვრით ერთმანეთს . ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს დედამიწაზე და ამიტომაც ვარსებობთ და გვიხარია ცხოვრება. გარეთ იმიტომ გავდივართ რომ გავუღიმოთ ერთმანეთს, რომ მოვეფეროთ და დავეხმაროთ. ჩვენთან ყველა კარგად ცხოვრობს. ყველას აქვს საკუთარი სახლი, ავტომობილი, სამუშაო, თვითმფრინავი, ყველას იმდენი აქვს რამდენსაც მოისურვებს.ჩვენთან ავად არ ხდებიან არავინ იტანჯება. ყველა ბედნიერია... მე დედამიწა მიყვარს, ალბათ თქვენც ინატრებდით ასეთ ქვეყანას... ჩამოდით მერე ჩამოდით, ჩვენ სტუმრები გვიყვარს ახლა ოცდამეერთე საუკუნეა ჩვენთან ალბათ სწრაფად თუ ივლით ოცდამეათე საუკუნეში ჩამოაგწევთ. მაშინ კი.. უფრო უკეთესი იქნება აქ ცხოვრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 May 2007
Posts23
კარმა50
OFFLINEPROFILE
წერილი ჩემს ქმარს:
ძალიან მიყვარხარ ბუბ, ჩემი ცხოვრება ხარ, ეხლა სადღაც გადაკარგულეთში ხარ და ალბათ ერთ 3 საათში ჩამოხვალ.
აუ ვინც საქართველოში გერმანიიდან მანქანების გაყიდვის ბიზესი დაიწყო იმის...
მის მერე ჩემი ქმარი ავტობანზეააა...
და ყოველ კვირა მემუქრება იცოდე ამ კონტეინერით შენც საქართველოში გაგიშვებო :-)
არ გამიშვა ბუბ რა, მე ხომ იცი, მიყვარხარ, ძააალიან მიყვარხარ.
გკოცნი ბევრს ბევრს ბევრს...
ამას კი არ წაიკითხავ მარა მაინც...

შენი ბუბ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
....ბევრჯერ გაგებუტე, ბევრჯერ მითქვია-მორჩა, აგარ მივწერ აგარაფერს, მაგრამ ვერ შევძელი...გული მაინც თავისას შვებოდა და გრძელდებოდა ასე წლების განმავლობაში...ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ვერ გიბრაზდებოდი, არ შემწევდა ძალა ამის, თითქოს ვბრაზდებოდი, მაგრამ გულის სიგრმეში მეცინებოდა ჩემს თავზე, არ გამომდის მასთან ეს გაბუტვა და მორჩა:))
ასე როგორ შეგეჩვიე? ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს შორის ასეთი ლამაზი გრძნობა დაიბადებოდა? ყველაზე ძალიან კი ის მომწონს, რომ ამ "ურთიერთობაში" ყველაფერია, კამათი, ჩხუბი, მოფერება, მონატრება, ეჭვი, ლამაზი სიტყვები და რაც მთავარია სიყვარული, ადამიანური უბრალო სიყვარული, რომელსაც გინდა ასე ძალიან გაუფრთხილდე, ცივი ნიავი არ მიაკარო, დაიცვა ყველანაირი ცუდისგან...მაგრამ....ოხ, ეს მაგრამ რომ არ არსებობდეს ამ ქვეყნად...ყველგან რომ ეჩხირება უადგილო ადგილას.
რას ვიზავთ, მიზეზებს რა გამოლევს ამ ქვეყნად, როგორც იტყვიან "არ ეწერაო", ალბათ ჩვენზეა ნათქვამი.
ერთი მინდა იცოდე, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, გახსოვდეს, რომ ვარსებობ, ვარსებობ იმისთვის, რომ შენზე სულ ვიფიქრო და ვიფიქრებ კიდეც. ასეთი რამ ასე უბრალოდ არ ჩაივლის ცხოვრებაში. ღმერთმა გამყოფოს სულ ბედნიერების გზაზე, მუდამ შენი მფარველი ყოფილიყოს ყველგან და ყველაფერში ჩემო გიჟუნია... "დრონი მეფობენ და არა მეფენი"....სურათი აღარ არსებობს
ჩუმი ფიქრებით
შენთან ვიქნები.
ფიქრებს ვერასდროს
გეტყვი სიტყვებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
წერილი კოსმოსში.
გამარჯობათ. ალბათ როდესმე ნახავთ ამ წერილს და თქვენი მეცნიერები გაშიფრავენ თუ რა ენით სწერია, იმტვრიონ თავი არაფერი უჭირთ. თუ მაგრები ხართ უნდა გაშიფროთ.
მე დედამიწაზე ვცხოვრობ. პლანეტაა მზის სისტემაში და ჩვენი პლანეტა მზის , დიდი წითელი ვარვარა ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს . დედამიწა ლამაზია ცხოვრება. ვსუნქავთ ჯანგბადით და იმედით. დედამიწელებს ერთმანეთი უყვართ, თქვენ იცით სიყვარული რა არის?... მდააა რომ გიხარია სხვისი დანახვა ისე რომ საკუთარი არსებობა გიხარია. ჩვენ ხანდახან ვომობთ კიდევაც.. ომიც სიყვარულია ჩვენთან და ლამაზ გვირილებს ვესვრით ერთმანეთს . ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს დედამიწაზე და ამიტომაც ვარსებობთ და გვიხარია ცხოვრება. გარეთ იმიტომ გავდივართ რომ გავუღიმოთ ერთმანეთს, რომ მოვეფეროთ და დავეხმაროთ. ჩვენთან ყველა კარგად ცხოვრობს. ყველას აქვს საკუთარი სახლი, ავტომობილი, სამუშაო, თვითმფრინავი, ყველას იმდენი აქვს რამდენსაც მოისურვებს.ჩვენთან ავად არ ხდებიან არავინ იტანჯება. ყველა ბედნიერია... მე დედამიწა მიყვარს, ალბათ თქვენც ინატრებდით ასეთ ქვეყანას... ჩამოდით მერე ჩამოდით, ჩვენ სტუმრები გვიყვარს ახლა ოცდამეერთე საუკუნეა ჩვენთან ალბათ სწრაფად თუ ივლით ოცდამეათე საუკუნეში ჩამოაგწევთ. მაშინ კი.. უფრო უკეთესი იქნება აქ ცხოვრება.

დუმბაძე გიყვარს გეტყობა, მისი სტილია ასე წერა, მომეწონა ძალიან=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კი! დუმბაზე და გოდერძი ჩოხელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
წერილი ახლობლებს.

მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით,
წყალს მიევდევ დაუდგომელსა,
ორთაყვირები დამემსხვრა,
გულზე მდინარე მომეცა...
დროც მიდის ,როგორც მდინარე,
თურმე თქვენც გადამივიწყეთ,
დაშლილა, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე.
არ ვიცი, ბედი ავბედი
წამიღებს რომელ მხარესა,
მიმატივტივებს მდინარე
გულაღმა მწოლიარესა,
ტივი დაშლილა, წყალს მიაქვს
ორთაყვირების ნამტვრევი,
ვიხსენებ თქვენსა ღიმილსა,
ხანდახან მომენატრებით,
ხანდახან.... გესმით?ხანდახან..
თურმე მეც გადაგივიწყეთ,
მზე ჩადის, ტივი დაშლილა ,
მივცურავ ერთი ტივისხე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
"მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამაარეში"ყოველთვის ვფიქეობდი თუ ვინ თქვა ეგ და რატომ?მაინცადამაინც არც ეხლა ვეთანხმები,მაგრამ ნელნელა...
"არ ქნა ისე რომ დრო და ჩვენს შორის მანძილმა ჩვენზე გაიმარჯოს,ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ"ყოველთვის მჯეროდა ამ სიტყვების,მაგრამ ნელნელა...
შეილება მოხდეს ერთი პატარა უმნიშვნელო რამ,რომელმაც ყველაფერზე ნდობა დაგაკარგვინოს,შენ რომ ეს ცერილი ცაიკითხო,არ გაგიჩირდება მიხვედრა რატომ დავწერე ეს ორი განსხვავებული წინადადება.მაგრამ უბედურება იმაშია რომ შენ ამ წერილს არ წაიკითხავ,შეილება უკეთესიც კი იყოს ასე,ვინ იცის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
უფ,როგორ მომენატრე იცი?!
დღეს შენი დაბადების დღეა!!!
რაღაცნაირი დილა გათენდა.მზეცაა, სითბოც, ღიმილიც..მაგრამ უჩვეულოდ ნაცრისფერი, უსიცოცხლო და ბინდგადაკრული.
ნიკამ დამირეკა დილას- გამოგივლი და ავიდეთო. ხოდა დაგროვილი მოგონებები სულ თავისით, უნებართვოდ მოედნენ ჩემს გონებას და სხეულს.
გახსოვს, 17 წლის რომ გახდი, უზარმაზარი ტორტი შეუკვეთეს შენებმა მცხობელს ...იმას კიდევ არევია შენი ტორტი სხვისთვის გაუტანებია, შენ კი უტორტოდ ხომ ვერ დარჩებოდი და შენმა ძმამ იმ სხვის ტორტი მოგიტანა. ბევრი "შაქრის ფქვილი" რომ ეყარა ზედ,სანთლებს სული რომ შეუბერე და მე და ნიკა წამებში გაგვათეთრე.ყველა ჩვენ დაგვცინოდა, მე კი გეჯუჯღუნებოდი რაღა ჩემსკენ შემოუბერეთქო:) ასე გაწეპილმა ტკბილად გავატარე მთელი საღამო.ბოლოს ტიტულები რომ დაარიგეს მე ყველაზე ტკბილი გოგონას ტიტული მერგო, შენი დამსახურება იყო თორემ ვინ მაღირსებდა ჩემი ენის პატრონს...:)
მეორე დაბადების დღეზე ლევანიკომ პირველი საჩუქარი ჩემი უნდა იყოსო, პირველმა მე უნდა მივულოცოო. თანო ბანალურად კი არაა ორიგინალურადო...მთელი საღამო ვარდებს მარჩევინებდა(ძლივს მოიძებნა მისი მოსაწონი და შენი საკადრისი თაიგული თბილისში)მერე მთელი ღამე ვარიანტებს არჩევდა ჩემს ძმასთან ერთად და ყოველ წვრილმანზე შემორბოდნენ ასე თუ ისეო...სანამ არ ავკივლდი..კარგით კაცოოო , დამაძინეთ, ის კი დაიბადა , მაგრამ მე მოვკვდები თავს თუ არ დამანენბებთქო.დილის ექვსამდე შემეშვნენ. მერე აბა ჩქარაო, არიქაო არ გაიღვიძოსო, მოვასწროთო. ვინ ისმენდა ჩემს დუდღუნს როდის იყო ლალიკო დილის 7-ზე იღვიძებდათქო.და 3 გიჟი მთელი ორმოცი წუთი ვუხსნიდით შენს ნახევრადმძინარე მეზობელს, რომ ამ თაიგულთან მისი ქალიშვილი არაფერ შუაში იყო და ეს სილამაზე მისი ფანჯრიდან უბრალოდ უნდა გადაგვეკიდა.კაცი არ ხარ,გვათხოვე რაა ბიძია ფანჯარააო:)-შეეხვეწა ლევანი. გვათხოვა.გადმოკიდეს, ლიველირით გააშუალეს, აქედან შეხედეს, ქვემოდან შემოხედეს, წამოვიდნენ და დასხდნენ ტელეფონთან. იციან დაინახავ თუ არა პირველად ჩემთან დარეკავ ..მაგრამ გახდა 10, 11 12!!უფ ! თურმე ვერ შეგიმჩნევია, სანამ მეზობელთან არ ჩავიპარე და ჩუმად არ დაგირეკე-"არიქა გოგო, გადაწიე ფარდა და გაიხედე ფანჯარაში ,თორემ გაატყავა ლევანმა ჩემი ხალიჩები წინ და უკან სიარულითთქო".მერე?მერე ღამით მირეკავდი ლევანზე საუბარი მინდა და მომისმინე რა ნებიერაო, აბა ჩემს თავს ხომ არ ველაპარაკებიო..და მეც დილამდე ვისმენდი- რა თბილი, კარგი და ყურადრებიანია ლევანიკო...(იცი ლევანიკოც როგორ მომენატრაა, უზომოდ!!! აკოცე ამგას საფეთქელზე, და თმები მოუჩეჩე, მე რომ მიჩეჩავდა ხოლმე ისე,(ეჰ, ნეტავ თქვენს ქორწილს მოვსწრებოდი და...))
დღეს ჩვენს სკოლაშიც ვიყავი,ჩვენი მერხი მინდოდა მენახა, მაგრამ აღარაფერია იქ ჩვენეული, შეღებილი კედლები და ახალი მერხებია....
მერე შენთან ვიყავი,უაზროდ გიყურებდი, როგორ გვიღიმოდი შენეული, თბილი ღიმილით მაგ ცივი და საშინელი ქვიდან....იყო ბევრი ჩვენი მეგობარი, თბილი სიტყვა ,ცრემლი და ყვავილი შენს საფლავზე...
იყო შენი დაბადების დღე, მაგრამ არ იყავი შენ!!!
არა, არ გავს ეს დღეები შენს დაბადების დღეებს... ამიტომ მე ისინი მძულს, მძულს!!!!

რამდენი მიწერია , მაპატიე. გეფერებით ორივეს...

მენატრები ჩემო ტკივილო...
ჩემი ცელქი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებავ!!!

ლალიკო, დამესიზმრეთ რაა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეთი...ვიტირე რო წავიკითხე... =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი