უფ,როგორ მომენატრე იცი?!
დღეს შენი დაბადების დღეა!!!
რაღაცნაირი დილა გათენდა.მზეცაა, სითბოც, ღიმილიც..მაგრამ უჩვეულოდ ნაცრისფერი, უსიცოცხლო და ბინდგადაკრული.
ნიკამ დამირეკა დილას- გამოგივლი და ავიდეთო. ხოდა დაგროვილი მოგონებები სულ თავისით, უნებართვოდ მოედნენ ჩემს გონებას და სხეულს.
გახსოვს, 17 წლის რომ გახდი, უზარმაზარი ტორტი შეუკვეთეს შენებმა მცხობელს ...იმას კიდევ არევია შენი ტორტი სხვისთვის გაუტანებია, შენ კი უტორტოდ ხომ ვერ დარჩებოდი და შენმა ძმამ იმ სხვის ტორტი მოგიტანა. ბევრი "შაქრის ფქვილი" რომ ეყარა ზედ,სანთლებს სული რომ შეუბერე და მე და ნიკა წამებში გაგვათეთრე.ყველა ჩვენ დაგვცინოდა, მე კი გეჯუჯღუნებოდი რაღა ჩემსკენ შემოუბერეთქო:) ასე გაწეპილმა ტკბილად გავატარე მთელი საღამო.ბოლოს ტიტულები რომ დაარიგეს მე ყველაზე ტკბილი გოგონას ტიტული მერგო, შენი დამსახურება იყო თორემ ვინ მაღირსებდა ჩემი ენის პატრონს...

მეორე დაბადების დღეზე ლევანიკომ პირველი საჩუქარი ჩემი უნდა იყოსო, პირველმა მე უნდა მივულოცოო. თანო ბანალურად კი არაა ორიგინალურადო...მთელი საღამო ვარდებს მარჩევინებდა(ძლივს მოიძებნა მისი მოსაწონი და შენი საკადრისი თაიგული თბილისში)მერე მთელი ღამე ვარიანტებს არჩევდა ჩემს ძმასთან ერთად და ყოველ წვრილმანზე შემორბოდნენ ასე თუ ისეო...სანამ არ ავკივლდი..კარგით კაცოოო , დამაძინეთ, ის კი დაიბადა , მაგრამ მე მოვკვდები თავს თუ არ დამანენბებთქო.დილის ექვსამდე შემეშვნენ. მერე აბა ჩქარაო, არიქაო არ გაიღვიძოსო, მოვასწროთო. ვინ ისმენდა ჩემს დუდღუნს როდის იყო ლალიკო დილის 7-ზე იღვიძებდათქო.და 3 გიჟი მთელი ორმოცი წუთი ვუხსნიდით შენს ნახევრადმძინარე მეზობელს, რომ ამ თაიგულთან მისი ქალიშვილი არაფერ შუაში იყო და ეს სილამაზე მისი ფანჯრიდან უბრალოდ უნდა გადაგვეკიდა.კაცი არ ხარ,გვათხოვე რაა ბიძია ფანჯარააო:)-შეეხვეწა ლევანი. გვათხოვა.გადმოკიდეს, ლიველირით გააშუალეს, აქედან შეხედეს, ქვემოდან შემოხედეს, წამოვიდნენ და დასხდნენ ტელეფონთან. იციან დაინახავ თუ არა პირველად ჩემთან დარეკავ ..მაგრამ გახდა 10, 11 12!!უფ ! თურმე ვერ შეგიმჩნევია, სანამ მეზობელთან არ ჩავიპარე და ჩუმად არ დაგირეკე-"არიქა გოგო, გადაწიე ფარდა და გაიხედე ფანჯარაში ,თორემ გაატყავა ლევანმა ჩემი ხალიჩები წინ და უკან სიარულითთქო".მერე?მერე ღამით მირეკავდი ლევანზე საუბარი მინდა და მომისმინე რა ნებიერაო, აბა ჩემს თავს ხომ არ ველაპარაკებიო..და მეც დილამდე ვისმენდი- რა თბილი, კარგი და ყურადრებიანია ლევანიკო...(იცი ლევანიკოც როგორ მომენატრაა, უზომოდ!!! აკოცე ამგას საფეთქელზე, და თმები მოუჩეჩე, მე რომ მიჩეჩავდა ხოლმე ისე,(ეჰ, ნეტავ თქვენს ქორწილს მოვსწრებოდი და...))
დღეს ჩვენს სკოლაშიც ვიყავი,ჩვენი მერხი მინდოდა მენახა, მაგრამ აღარაფერია იქ ჩვენეული, შეღებილი კედლები და ახალი მერხებია....
მერე შენთან ვიყავი,უაზროდ გიყურებდი, როგორ გვიღიმოდი შენეული, თბილი ღიმილით მაგ ცივი და საშინელი ქვიდან....იყო ბევრი ჩვენი მეგობარი, თბილი სიტყვა ,ცრემლი და ყვავილი შენს საფლავზე...
იყო შენი დაბადების დღე, მაგრამ არ იყავი შენ!!!
არა, არ გავს ეს დღეები შენს დაბადების დღეებს... ამიტომ მე ისინი მძულს, მძულს!!!!
რამდენი მიწერია , მაპატიე. გეფერებით ორივეს...
მენატრები ჩემო ტკივილო...
ჩემი ცელქი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებავ!!!
ლალიკო, დამესიზმრეთ რაა....