ქართველები ძალიან შემოქმედებითი ხალხი ვართ.არც ერთ ერს მგონი ისე არ უყვარს თავისი სამშობლო, როგორც ჩვენ. აბა რომელი ერის ადამიანები სუფრაში პირველ სადღეგრძელოს თუ არა მეორეს, თავისი სამშობლოსას სვამს. რომელი ერის შვილი შედის ეკლესიაში და ლოცულობს თავისი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?არა ერთი სახოტბო ოდა დაწერილა საქართველოზე.ჩვენ რა თქმა უნდა ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით, რაც პოეზიის კორიფეებს უთქვამთ, მაგრამ ვისაც გსურთ თქვენი ჭია გაახაროთ და თქვენი გულის ნადები და ფიქრები სამშობლოს ხატოვნად გამოუთქვათ, შესანიშნავი შანსი გეძლევათ საამისოდ. ვისაც როგორ შეუძლია, ზოგმა ლექსით, ზოგმა მოთხრობით ან ჩანახატით, სადღეგრძელოთი ან ნახატით, ოღონდ ეს ყველაფერი თქვენი საკუთარი უნდა იყოს. აბა გისურვებთ წარმატებებს ფორუმელებო/
ეს იდეა რადგან მე წამოვჭერი, შემოგთავაზებთ ჩემსავე ლექსს, რომელიც ძალიან დიდი ემოციების გამო დავწერე.
ჩემო სამშობლოვ, არრის სადარო
შენთან შეხვედრას უსაზღვროდ ველი,
შენვე გეკუთვნის ჩემი ფიქრები,
ჩემი გული და არსება მთელი.
ქართველთ ჯიშის ვარ და ქრისტეს მრევლი,
შენსკენ მოვილთვი,- მოგწმინდო ცრემლი,
ატირებულო და დატანჯულო,
გულში ჩაგეკრა,- გეფერო ბევრი.
რა ვიცი იქნებ შენს თავს მართმევენ,
მშობელო დედავ, ჩემო ჭაღარავ,
უშენოდ არც მე აღარ ვიქნები,
და აღარ მინდა ვიყო, აღარა.
იქნებ მრავალჯერ კვლავაც მაღირსო,-
შენს მზის ქვეშ ჩემი ძვლები გაათბო,
პირზე ღიმილი მაჩუქო იქნებ,
ალადასტურით კვლავაც დამათრო.
აგიზგიზებულ ომის ხანძარი,
შენი ჟუჟუნა წვიმით ჩააქრო,
გააბრჭყვიალო მთის მწვერვალები,
და მყინვარწვერი ისევ აანთო.
ჩემო ბერმუხავ გაუძელ ტკივილს,
მტერთ შემოსევას კი ხარ ჩვეული,
ჩვენ შვილნი შენნი, შენთან ვართ ყველა,
ნუ გეშინია არ ხარ ეული.
ვლოცულობთ შენთვის, ყოველდღე თითქმის,
მუხლმოდრეკილი შევთხოვთ ღმერთს შველას,
არ მიგვატოვებს მამა- ზეციერ,
და შვებად მოგგვრის ჩვენს ლოცვებს ყველას.
ვარ "ქაჯეთს" შენი ერთი დესპანი,
შენთან შეხვედრას უსაზღვროდ ველი,
შენვე გეკუთვნის ჩემი ფიქრები,
ჩემი გული და არსება მთელი.
