↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქართველები ძალიან შემოქმედებითი ხალხი ვართ.არც ერთ ერს მგონი ისე არ უყვარს თავისი სამშობლო, როგორც ჩვენ. აბა რომელი ერის ადამიანები სუფრაში პირველ სადღეგრძელოს თუ არა მეორეს, თავისი სამშობლოსას სვამს. რომელი ერის შვილი შედის ეკლესიაში და ლოცულობს თავისი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?არა ერთი სახოტბო ოდა დაწერილა საქართველოზე.ჩვენ რა თქმა უნდა ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით, რაც პოეზიის კორიფეებს უთქვამთ, მაგრამ ვისაც გსურთ თქვენი ჭია გაახაროთ და თქვენი გულის ნადები და ფიქრები სამშობლოს ხატოვნად გამოუთქვათ, შესანიშნავი შანსი გეძლევათ საამისოდ. ვისაც როგორ შეუძლია, ზოგმა ლექსით, ზოგმა მოთხრობით ან ჩანახატით, სადღეგრძელოთი ან ნახატით, ოღონდ ეს ყველაფერი თქვენი საკუთარი უნდა იყოს. აბა გისურვებთ წარმატებებს ფორუმელებო/

ეს იდეა რადგან მე წამოვჭერი, შემოგთავაზებთ ჩემსავე ლექსს, რომელიც ძალიან დიდი ემოციების გამო დავწერე.

ჩემო სამშობლოვ, არრის სადარო
შენთან შეხვედრას უსაზღვროდ ველი,
შენვე გეკუთვნის ჩემი ფიქრები,
ჩემი გული და არსება მთელი.
ქართველთ ჯიშის ვარ და ქრისტეს მრევლი,
შენსკენ მოვილთვი,- მოგწმინდო ცრემლი,
ატირებულო და დატანჯულო,
გულში ჩაგეკრა,- გეფერო ბევრი.
რა ვიცი იქნებ შენს თავს მართმევენ,
მშობელო დედავ, ჩემო ჭაღარავ,
უშენოდ არც მე აღარ ვიქნები,
და აღარ მინდა ვიყო, აღარა.
იქნებ მრავალჯერ კვლავაც მაღირსო,-
შენს მზის ქვეშ ჩემი ძვლები გაათბო,
პირზე ღიმილი მაჩუქო იქნებ,
ალადასტურით კვლავაც დამათრო.
აგიზგიზებულ ომის ხანძარი,
შენი ჟუჟუნა წვიმით ჩააქრო,
გააბრჭყვიალო მთის მწვერვალები,
და მყინვარწვერი ისევ აანთო.
ჩემო ბერმუხავ გაუძელ ტკივილს,
მტერთ შემოსევას კი ხარ ჩვეული,
ჩვენ შვილნი შენნი, შენთან ვართ ყველა,
ნუ გეშინია არ ხარ ეული.
ვლოცულობთ შენთვის, ყოველდღე თითქმის,
მუხლმოდრეკილი შევთხოვთ ღმერთს შველას,
არ მიგვატოვებს მამა- ზეციერ,
და შვებად მოგგვრის ჩვენს ლოცვებს ყველას.

ვარ "ქაჯეთს" შენი ერთი დესპანი,
შენთან შეხვედრას უსაზღვროდ ველი,
შენვე გეკუთვნის ჩემი ფიქრები,
ჩემი გული და არსება მთელი.

:( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ადმინისტრაციააააააააააააააააააააააა! ჩემო საყვარელო შვილებოოოოოოოოოოოოოო! დამიმახინჯდა ჩემი შედევრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი:side: :side: :side: ლექსის ფორმატი სად არის ხალხოოოოოოოოოო! გეხვეწებით გაასწორეთ რაააააააააააააააააა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციცი აი აქ შემოდი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ მანა!!! ძალიან ლამაზი ლექსია.... განსაკუთრებით ბოლო სტრიქონი მომეწონა:
"ვარ "ქაჯეთს" შენი ერთი დესპანი, შენთან შეხვედრას უსაზღვროდ ველი, შენვე გეკუთვნის ჩემი ფიქრები, ჩემი გული და არსება მთელი. "
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა გენაცვალე გადასარევია სიყვარელო.მადლობას გითვლის შენი სამშობლო!!!!.კარმა. ძალიან დიდი ბრავო შენ

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მანა შენი თხოვნით ამ ლექსს აქაც დავდებ.
რომ ვიპოვო ნატვრისთვალი იცით რას ვინატრებდა?
პირველ რიგში ჩემი მოდგმის და შვილების გზას კეთილს,
მეორედ კი ვისურვებდი ქართველ ერის ღირსებას,რომ მენახოს და მესმოდეს
საქართველოს დიდება.მესამედ კი,საღ აზრს ისეთს,განატლებულ გონებას რომ,
მომავალს ჩავაბაროთ საქართველოს ქონება.მტრებს მოესპოთ ილუზია უმნიშვნელო,
მცირედიც,ამ პატარა ზღაპრულ მხარის მიტაცების იმედი. მედი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Jul 2008
Posts42
კარმა3
OFFLINEPROFILE
წავიკითხე და მოვიხიბლე ყოჩაღ! მანა და მედი აღფრთოვანებული ვარ.რა პოეტები გვყოლია. ჩემგან მანა კარმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
Medi

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დესპანელებოოოოოოოოოოო, სად არის თქვენი შემოქმედებააააააააააააააააა! რატომ პასიურობთ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
დესპანი