bazi2002 wrote:ციტატა:
ეს სხვაგან მქონდა დადებული და გადმოვაკოპე.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ამ ეტაპზე-არ მეჩვენება შესაძლებელი ძალიან დიდი დანაკარგების გარეშე. დღეს ,ფაქტიურად ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. საქართველოს ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია და უფრო მეტიც, გამოცხადებული აქვთ დამოუკიდებლობა, რომელიც დე ფაქტოდან დე იურეს კატეგორიაშიც გადაიყვანეს. დღეს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ფაქტიურად საქართველოს მხოლოდ 2/3 მოხდება, რაც თავის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განზე დატოვებისა და აღირების ტოლფასი იქნება.ნეიტრალიტეტის გამოცხადებისათვის, ალბათ, რეფერენდუმი ჩატარდება. ჩაატარებს კი აფხაზეთი და სამაჩაბლო რეფერენდუმს თავის ტერიტორიაზე? და თუნდაც ჩაატარონ. ნიშნავს, რომ თუ ისინიც გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს, ავტომატურად საქართველოს დაუბრუნდებიან? თუ სხვა, ახალ ნეიტრალურ ქვეყნებად დარჩებიან? აქვს ვინმეს პასუხი ამ სეკითხვებზე?
უკაცრავად, რომ ვმეორდები.:huh:
მე მგონი რომ ცოტა დავაგვიანეთ მაგრამ გამოსავლის მოძებნა მაინც შესაძლებელია და ჩემის აზრით ეს შესაძლებლობა კავკასიის გაერთიანებაში დევს, დანაკარგებს რომ ახსენებ მე სწორედ აქ ვხედავ დანაკარგების საშიშროებას და კიდევ ერთი ომის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნება!!
მე პირადად მზად ვარ რუსეთის კიაარა მთელი სამყაროს წინააღმდეგ ვიბრძოლო თუ ჩემი შვილები ისეთ საქართველოში იცხოვრებენ როგორიც მე წარმომიდგენია ნეიტრალიტეტის შემთხვევაში!