↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს ნეიტრალიტეტად გამოცხადება


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდით ამ თემაში ამ საკითხზე ვიმსჯელოთ და ვნახოთ რა გამოხმაურება ექნება! ვინ რას ფიქრობს ამ თემაძე და არის თუ არა საზოგადოება ამ მოძრაობის დასაწყებად!!
ჩემის აზრით რომ მოხდეს საქართველოს ნეიტრალიტეტად გამოცხადება ჯერ კავკასია უნდა გაერთიანდეს რაც ურთულესი იქნება მაგრამ შეუძლებელი არაფერია და დარწმუნებული ვარ რომ ევროპასთანაც და რუსეთთანაც ლაპარაკი უფრო გაადვილდება თუ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით წავა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ რომ საქართვეწლომ ნეიტრალიტეტუ თუ არ დაიჭირა, რუსეთი და/ან დასავლეთი გაგვანადგურებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
გადასარევი იდეაა,მაგრამ ამ ეტაპზე მე პირადად უტოპიად მესახება ეგ საკითხი.ღმერთმა ქნას ეგ სასწაული მოხდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხოდა უტოპიად რომ გვეჩვენება იმიტომ უნდა გავააქტიუროთ, ეგება რამე პრაქტიკული განხორციელება მოიძებნოს ან ვინმემ "ძლიერთა ამ ქვეყნისანმა" მოჰკრას თვალი და ერთი ნაბიჯი მაინც გადადგას!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს დღეს გამოჩნდა ამ თემაზე ვიდეოც!! იქნებ ეს კარგი ნიშანი იყოს!!
http://www.myvideo.ge/?video_id=339927
უყურეთ და შეაფასეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.myvideo.ge/?video_id=339927

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს რა უბედურებაა ვერაფრით ვერ ჩავსვი ლინკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ეს სხვაგან მქონდა დადებული და გადმოვაკოპე.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ამ ეტაპზე-არ მეჩვენება შესაძლებელი ძალიან დიდი დანაკარგების გარეშე. დღეს ,ფაქტიურად ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. საქართველოს ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია და უფრო მეტიც, გამოცხადებული აქვთ დამოუკიდებლობა, რომელიც დე ფაქტოდან დე იურეს კატეგორიაშიც გადაიყვანეს. დღეს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ფაქტიურად საქართველოს მხოლოდ 2/3 მოხდება, რაც თავის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განზე დატოვებისა და აღირების ტოლფასი იქნება.ნეიტრალიტეტის გამოცხადებისათვის, ალბათ, რეფერენდუმი ჩატარდება. ჩაატარებს კი აფხაზეთი და სამაჩაბლო რეფერენდუმს თავის ტერიტორიაზე? და თუნდაც ჩაატარონ. ნიშნავს, რომ თუ ისინიც გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს, ავტომატურად საქართველოს დაუბრუნდებიან? თუ სხვა, ახალ ნეიტრალურ ქვეყნებად დარჩებიან? აქვს ვინმეს პასუხი ამ სეკითხვებზე?

უკაცრავად, რომ ვმეორდები.:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა სამწუხაროა!!! ეხლა უყურე პრეზიდენტის სამხედროებთან შეხვედრის ჩანაწერს და პირდაპი მოღალატედ გამომაცხადა, თურმე საქართველოს ნეიტრალიტეტად გამოცხადების იდეა ჩვენი არაკეთილმოსურნეთა შემოგდებული ყოფილა!! მაგრამ პრეზიდენტმა ერთი შეცდომს დაუშვა, ნეიტრალიტეტის გამოცხადებისათვის მარტო რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ილაპარაკა და არ თქვა ის რომ გარდა რუსეთისა ჩვენ კიდევ სხვა მეზობლებიც გვყავს- თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ნეიტრალიტეტი იმ შემთხვევაში იქნება თუ ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენთან და ერთმანეთთან გააფორმებენ ხელშეკრულებას საქართველოზე თავდაუსხმელობის შესახებ რომლის საფუძველზეც ერთი სახელმწიფოს მხრიდა საქართველოზე თავდასხმა აღიქმება სხვა დანარჩენებზე თავდასხმას და მათი ეროვნული ინტერესების ხელყოფად!! ვერ ვხვდები ვერაფრით რატომ არის მაინც და მაინც რუსეთი მარტო ნახსენები პრეზიდენტის გამოსვლაში!! რას ფიქრობთ ხალხო მართლა მოღალატე ვარ და არაკეთილ მოსურე ამ მსოფლმხედველობის გამო!!!???

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
ეს სხვაგან მქონდა დადებული და გადმოვაკოპე.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ამ ეტაპზე-არ მეჩვენება შესაძლებელი ძალიან დიდი დანაკარგების გარეშე. დღეს ,ფაქტიურად ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. საქართველოს ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია და უფრო მეტიც, გამოცხადებული აქვთ დამოუკიდებლობა, რომელიც დე ფაქტოდან დე იურეს კატეგორიაშიც გადაიყვანეს. დღეს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ფაქტიურად საქართველოს მხოლოდ 2/3 მოხდება, რაც თავის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განზე დატოვებისა და აღირების ტოლფასი იქნება.ნეიტრალიტეტის გამოცხადებისათვის, ალბათ, რეფერენდუმი ჩატარდება. ჩაატარებს კი აფხაზეთი და სამაჩაბლო რეფერენდუმს თავის ტერიტორიაზე? და თუნდაც ჩაატარონ. ნიშნავს, რომ თუ ისინიც გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს, ავტომატურად საქართველოს დაუბრუნდებიან? თუ სხვა, ახალ ნეიტრალურ ქვეყნებად დარჩებიან? აქვს ვინმეს პასუხი ამ სეკითხვებზე?

უკაცრავად, რომ ვმეორდები.:huh:
მე მგონი რომ ცოტა დავაგვიანეთ მაგრამ გამოსავლის მოძებნა მაინც შესაძლებელია და ჩემის აზრით ეს შესაძლებლობა კავკასიის გაერთიანებაში დევს, დანაკარგებს რომ ახსენებ მე სწორედ აქ ვხედავ დანაკარგების საშიშროებას და კიდევ ერთი ომის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნება!!
მე პირადად მზად ვარ რუსეთის კიაარა მთელი სამყაროს წინააღმდეგ ვიბრძოლო თუ ჩემი შვილები ისეთ საქართველოში იცხოვრებენ როგორიც მე წარმომიდგენია ნეიტრალიტეტის შემთხვევაში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
polit44 გული არ გაიტეხო. ჩემთვის, ვისაც სააკაშვილი მოღალატედ აცხადებს, უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე თავად სააკაშვილი, რომელიც კიდევ რას უმზადებს ქართველ ერს, არავინ იცის. იდეა თავისტავად, ალბათ საინტერესოა. მე ეჭქვეშ ვაყენებ მისი განხორციელების შესაძლებლობას დიდი დანაკარგების გარეშე.მარტო რუსეთის მტრის ხატად დახატვა სააკაშვილისთვის დასახული მიზანია, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს. კომენტარებში დავდე სტატია კომერსანტიდან. თუ არ წაგიკითხავს, ვფიქრობ საინტერესოა და ნახე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
bazi2002 wrote:
ციტატა:
polit44 გული არ გაიტეხო. ჩემთვის, ვისაც სააკაშვილი მოღალატედ აცხადებს, უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე თავად სააკაშვილი, რომელიც კიდევ რას უმზადებს ქართველ ერს, არავინ იცის. იდეა თავისტავად, ალბათ საინტერესოა. მე ეჭქვეშ ვაყენებ მისი განხორციელების შესაძლებლობას დიდი დანაკარგების გარეშე.მარტო რუსეთის მტრის ხატად დახატვა სააკაშვილისთვის დასახული მიზანია, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს. კომენტარებში დავდე სტატია კომერსანტიდან. თუ არ წაგიკითხავს, ვფიქრობ საინტერესოა და ნახე.
რა თქმა უნდა ასეთი რაღაცეები გულს ვერ გამიტეხს!! და არც ის მინდა დავადასტურო რომ სააკაშვილის მაგინებელი და ოპოზიციური აზრის მატარებელი ვარ,ხელისუფლებაში ყოველთვის ის მოდის ვინც ძლიერია და ბევრი დღევანდელი მაგინებელი ამ ხელისუფლებისა 23 ნოემბერს მიშა!მიშას!! გაიძახოდა, მეც მათ შორის და ამ ნაწილში საკუთარ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ!!(სხვებისგან განსხვავებით)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნახეთ საინტრესო ფილმი საქართველოს დღევანდელობის შესახებ
http://www.gevision.tv/documents/exclusive.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ძლიერება შედარებითია და თანაც საკითხავია რით არის ძლიერი. 23 ნოემბერს ბევრს ჯეროდა. რწმენაში არაფერია ცუდი.მართალია, მე არ მჟეროდა მისი პოპულიზმის, მაგრამ პატივს ვცემდი სხვა აზრს. საშინელება ყველაფერ ამაში არის ის, რომ ამდენი მხარდამჭერი და ამდენი ფინანსები რაც ამ ხელისუფლებას ჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობისთვის დიდი შესაძლებლობას იძლეოდა. . მაგრამ, როგორც დრომ აჩვენა ხალხი კი ნამდვილად რწმენით უჭერდა სააკაშვილს მახარს, მაგრამ დაფინანსებული სხვა მიზნით იყო. და ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. მან მოატყუა და სულში ჩააფურთხა ქართველ ერს.ყველაზე დიდი დანაშაული ჩემთვსი ის ნიჰილიზმია, რომელიც ამ ხელისუფლებამ გეგმაზომიერად დათესა ხალხში, რომელსაც აღარც სწამს რომ რაიმე ეშველებათ. ველოდებით, რომ ისევ ამერიკა მოგვხედავს. როგორც მოგვხედა-დავინახეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
=sher= ყველაზე მეტად სწორედ აგ პერსპექტივა მაშფოთებს რომ ამერიკის მოსახედები შეიძლება გავხდეთ და ამაზე ვოცნებობთ!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
საქართველოს ნეიტრალიტეტად გამოცხადება
დესპანი