↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
იდუმალება ქალსა და მამაკაცში


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 150 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ეს თემა ძალიან აზიზია

   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts48
კარმა51
OFFLINEPROFILE
იდუმალება ცხოვრების ერთ-ერთი უხილავი გზაა, გზა რომელიც ერთ მხრივი მიმართულებისგან შედგება და ჩვენ კიდე საწინააღმდეგო მიმართულებაზე დავდივართ.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
ჩვენ გვძინავს ან ბრმები ვართ.

   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
ამ თემაში რაც ოფთოფიკებია ვშლი, თემა უნიკალურია და ნუ ვიბუქსავებთ ერთადგილას.

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ყველას! ”დედაკაცი და მამაკაცი” ეს ორივე არსება როცა ერთმანეთს იპოვიან და ერთი, სრულყოფილ არსებად გაერთიანდებიან. ანუ, ”პირველი ნახევარი და მეორე ნახევარი” ერთი მთლიანობა! მაშინ მიხვდებიან რომ იპოვეს ის რასაც ეძებდნენ. შეიძლება ძებნაში გაატარონ მთელი ცხოვრება და მაინც ვერ იპოვნონ ერთმანეთი, ისე კი არავინ იცის ვინ ვისში რას ეძებს. თუ უპოვნია ვინმეს და მე ეს გამიგია, მიკითხავს ”რა იპოვე?” მაგრამ პასუხი არავის ჰქონია. ასე რომ, ყველა ვეძებთ... მაგრამ არ ვიცით! ვის და რას.

   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
თემურ გეთანხმები, ძიების პროცესი უფრო სასიამოვნოა, რადგანაც, როცა ადამიანები ერთმანეთს შეიცნობენ იქ სიყვარული მთავრდება.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
საინტერესო თემაა..
ჰმ, რა იზიდავს ერთმანეთის ორი საპირისპირო სქესის აადამიანს??? არსებობს კი ვინმე, ვისაც ამ კითხვაზე ერთი სწორი და შეუდავებელი პასუხი ექნება.ჩემი აზრით შეიძლება სწორხაზოვნად ჩამოაყალიბო რა გიზიდავს შენს მეგობარ მამაკაცში. მაგრამ როცა ურთიერთობა მეგობრობას სცილდება, მერე უკვე ძნელი სათქმელი ხდება რა გიზიდავს მასში....იმიტომ ჩემო კარგებო რომ ეს მიზიდულობა გონებრივ ანალიზს აღარ ექვემდებარება.გააჩნია მიზიდულობის ხარისხსაც,როცა ეს ხარისხი დიდია, ჩნდება ერთი სული, ერთი "მე"...რომელიც გარე თვალისთვის ორი საპირისპირო სქესის ადამიანად გვევლინება.სინამდვილეში კი ერთის "მე"შედის მეორე ადამიანის შეგრძნების ველში და მისი არაცნობიერი მას ისევე უფრთხილდება როგორც საკუთარს და ამ ორ ადამიანს მიდრეკილება აქვს იმისკენ , რომ მათი შინაგანი "მე" გაწონასწორებული იყოს. ეს გაწონასწორება უმეტესაად მიიღწევა იმ იდუმალი სულიერი სამყაროს დაბალანსებით რომელიც ამ ორ ადამიანს გააჩნია.ამიტომ , ყველა ადამიანის ქვეცნობიერი იმას ეძებს საპირისპირო ადამიანში რაც მას აკლია.
ანუ პლატონს რომ დავესესხოთ -ეს ლტოლვა "ადამიანთა ბრმა მტკიცება კი არა არის. ეს იმ დაკარგული მეორე ნახევრის ძიებაა, რომლის აღდგენასაც ლამობს სული" ის რაც შეიძლება ერთ ადამიანს იზიდავდეს სხვისითვის სრულად შეუცნობელი იყოს..ამიტომ ხშირად გაგვიგია ხოლმე ალბათ სამეგობროში-- ვერაფრით გავიგე რა იზიდავს მაგ ბიჭში?! ვერც ვერასდროს გავიგებთ..იმიტომ რომ ყველამ რომ ერთი ადამიანის იდუმალების ამოცნობა შეძლოს, დედააა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება დედამიწაზე??? ამიტომ მედე კახიძისა არ იყოს..
"მე ვინც მგონია ცუდი და მკაცრი,
ვისაც ვუწოდებ ცრუს და საძულველს
არის მეორე რომელიც იმ კაცს,
ზღვა სიკეთეს და სითბოს აგულებს.

და რადგან ქვეყნად ბუნებაც ბედზე
რაღაც სიკეთეს ყველას სთვაზობს.
ყველა თავისთვის უკეთესს ეძებს,
ყველა თვაისთვის ჩუმად ლამაზობს."

ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ქალი წაკითხული წიგნიაო...
მომიტევეთ და, მკითხველს გააჩნია
შექსპირმა თქვა"ერთგულება სიყვარულში მხოლოდ ნიჭიერთა ხვედრია. ნიჭიერს ძალუძს ერთ ადამიანში აღმოაჩინოს მთელი სამყარო"ო
:wink:

   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts73
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეთა, შენმა პოსტმა გამახსენა ბერძნული მითი გერმაფროდიტზე, რომელიც ღვთიური ჰარმონიისა და მთლიანობის განცდის სიმბოლოა. ეს სიმბოლო უფრო იდეალურია, ვიდრე რეალურად მიღწევადი. ჩვენ, ადამიანები მთელი ჩვენი ცხოვრება ვეძებთ ოდესღაც დაკარგულ მეორე ნახევარს, რათა გავმთლიანდეთ და იმ იდეალურ ღვთიურ ჰარმონიას მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ამიტომ არა ვართ იდეალურად მთლიანები, სრულყოფილები, ჩვენთვის მიუწვდომელია ღვთიური ჰარმონია, მაგრამ ჩვენ ძალგვიძს შევეხოთ ამ მდგომარეობას, განვიცადოთ იგი, მაშინ ადამიანის სულში ისადგურებს დროებითი სიმშვიდე. ამ სიმშვიდის განცდა სამწუხაროდ მუდმივი არ არის და ადამიანი იწყებს ახალ ძიებას და ასე გაუთავებლად ...

   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
იდუმალება არ არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის, რათქმა უნდა სიყვარულის შემთხვევაში...იდუმალება შეიძლება იყოს მესამე პირისთვის, გვერდზე მდგომისთვის, ანუ მესამე პირს შეიძლება ესა თუ ის საქციელი შეყვარებული წყვილისა შეუცნობლად მიიჩნიოს და ამას იდუმალება უწოდოს. თორემ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს სიყვარული, ლტოლვა, ვნება. იდუმალება არაა მგონი ეს ჩემი აზრით, რათქმა უნდა თუ მაქვს რამე აზრი :wink: :wink: :wink:

   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts48
კარმა51
OFFLINEPROFILE
იდუმალება ????..... დუმილში დუმილი რომელიც გულში ინახება.

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემის აზრი ....

გააჩნია ადამიანს ,ყველასთვის ინდივიდუალურია
ალბათ......:)

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 May 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
რით მიზიდავს მამაკაცი? იმით რომ 4ემზე ძლიერია და მაინც ასე ძალინ ვჭირდები.
იმით რომ 4ემზე ჭკვიანია და მაინც თვალებში სულ ცნობისმოყვარეობა და მოლოდინი აქვს.
იმით რომ ბუნებით ,,დამპყრობელია,, და მაინც 4ემს წადილს ყოველთვის ხალისით დაჰყვება.
იმით რომ უხეშია, მაგრამ ამას მთელი არსებით მალავს.

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
....შენ რა იცი მამაკაცო ქალი,შენ ხომ გუშინ გაახილე თვალი.... :mq:

   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
:na: ჩემი აზრით კალს მამაკაცში იზიდავს ძლიერება, რომ შეიძლება მათზე დაყრდნობა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გკონდეს მისი იმედი. აი მამაკაცს რა იზიდავს კალში ჩემთვის დიდი გამოცანაა

   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 150 posts ] 
იდუმალება ქალსა და მამაკაცში
დესპანი