შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გამარჯობა ყველას! ”დედაკაცი და მამაკაცი” ეს ორივე არსება როცა ერთმანეთს იპოვიან და ერთი, სრულყოფილ არსებად გაერთიანდებიან. ანუ, ”პირველი ნახევარი და მეორე ნახევარი” ერთი მთლიანობა! მაშინ მიხვდებიან რომ იპოვეს ის რასაც ეძებდნენ. შეიძლება ძებნაში გაატარონ მთელი ცხოვრება და მაინც ვერ იპოვნონ ერთმანეთი, ისე კი არავინ იცის ვინ ვისში რას ეძებს. თუ უპოვნია ვინმეს და მე ეს გამიგია, მიკითხავს ”რა იპოვე?” მაგრამ პასუხი არავის ჰქონია. ასე რომ, ყველა ვეძებთ... მაგრამ არ ვიცით! ვის და რას.
საინტერესო თემაა.. ჰმ, რა იზიდავს ერთმანეთის ორი საპირისპირო სქესის აადამიანს??? არსებობს კი ვინმე, ვისაც ამ კითხვაზე ერთი სწორი და შეუდავებელი პასუხი ექნება.ჩემი აზრით შეიძლება სწორხაზოვნად ჩამოაყალიბო რა გიზიდავს შენს მეგობარ მამაკაცში. მაგრამ როცა ურთიერთობა მეგობრობას სცილდება, მერე უკვე ძნელი სათქმელი ხდება რა გიზიდავს მასში....იმიტომ ჩემო კარგებო რომ ეს მიზიდულობა გონებრივ ანალიზს აღარ ექვემდებარება.გააჩნია მიზიდულობის ხარისხსაც,როცა ეს ხარისხი დიდია, ჩნდება ერთი სული, ერთი "მე"...რომელიც გარე თვალისთვის ორი საპირისპირო სქესის ადამიანად გვევლინება.სინამდვილეში კი ერთის "მე"შედის მეორე ადამიანის შეგრძნების ველში და მისი არაცნობიერი მას ისევე უფრთხილდება როგორც საკუთარს და ამ ორ ადამიანს მიდრეკილება აქვს იმისკენ , რომ მათი შინაგანი "მე" გაწონასწორებული იყოს. ეს გაწონასწორება უმეტესაად მიიღწევა იმ იდუმალი სულიერი სამყაროს დაბალანსებით რომელიც ამ ორ ადამიანს გააჩნია.ამიტომ , ყველა ადამიანის ქვეცნობიერი იმას ეძებს საპირისპირო ადამიანში რაც მას აკლია. ანუ პლატონს რომ დავესესხოთ -ეს ლტოლვა "ადამიანთა ბრმა მტკიცება კი არა არის. ეს იმ დაკარგული მეორე ნახევრის ძიებაა, რომლის აღდგენასაც ლამობს სული" ის რაც შეიძლება ერთ ადამიანს იზიდავდეს სხვისითვის სრულად შეუცნობელი იყოს..ამიტომ ხშირად გაგვიგია ხოლმე ალბათ სამეგობროში-- ვერაფრით გავიგე რა იზიდავს მაგ ბიჭში?! ვერც ვერასდროს გავიგებთ..იმიტომ რომ ყველამ რომ ერთი ადამიანის იდუმალების ამოცნობა შეძლოს, დედააა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება დედამიწაზე??? ამიტომ მედე კახიძისა არ იყოს.. "მე ვინც მგონია ცუდი და მკაცრი, ვისაც ვუწოდებ ცრუს და საძულველს არის მეორე რომელიც იმ კაცს, ზღვა სიკეთეს და სითბოს აგულებს.
და რადგან ქვეყნად ბუნებაც ბედზე რაღაც სიკეთეს ყველას სთვაზობს. ყველა თავისთვის უკეთესს ეძებს, ყველა თვაისთვის ჩუმად ლამაზობს."
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ქალი წაკითხული წიგნიაო... მომიტევეთ და, მკითხველს გააჩნია შექსპირმა თქვა"ერთგულება სიყვარულში მხოლოდ ნიჭიერთა ხვედრია. ნიჭიერს ძალუძს ერთ ადამიანში აღმოაჩინოს მთელი სამყარო"ო :wink:
ქეთა, შენმა პოსტმა გამახსენა ბერძნული მითი გერმაფროდიტზე, რომელიც ღვთიური ჰარმონიისა და მთლიანობის განცდის სიმბოლოა. ეს სიმბოლო უფრო იდეალურია, ვიდრე რეალურად მიღწევადი. ჩვენ, ადამიანები მთელი ჩვენი ცხოვრება ვეძებთ ოდესღაც დაკარგულ მეორე ნახევარს, რათა გავმთლიანდეთ და იმ იდეალურ ღვთიურ ჰარმონიას მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და ამიტომ არა ვართ იდეალურად მთლიანები, სრულყოფილები, ჩვენთვის მიუწვდომელია ღვთიური ჰარმონია, მაგრამ ჩვენ ძალგვიძს შევეხოთ ამ მდგომარეობას, განვიცადოთ იგი, მაშინ ადამიანის სულში ისადგურებს დროებითი სიმშვიდე. ამ სიმშვიდის განცდა სამწუხაროდ მუდმივი არ არის და ადამიანი იწყებს ახალ ძიებას და ასე გაუთავებლად ...
იდუმალება არ არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის, რათქმა უნდა სიყვარულის შემთხვევაში...იდუმალება შეიძლება იყოს მესამე პირისთვის, გვერდზე მდგომისთვის, ანუ მესამე პირს შეიძლება ესა თუ ის საქციელი შეყვარებული წყვილისა შეუცნობლად მიიჩნიოს და ამას იდუმალება უწოდოს. თორემ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს სიყვარული, ლტოლვა, ვნება. იდუმალება არაა მგონი ეს ჩემი აზრით, რათქმა უნდა თუ მაქვს რამე აზრი :wink: :wink: :wink:
რით მიზიდავს მამაკაცი? იმით რომ 4ემზე ძლიერია და მაინც ასე ძალინ ვჭირდები. იმით რომ 4ემზე ჭკვიანია და მაინც თვალებში სულ ცნობისმოყვარეობა და მოლოდინი აქვს. იმით რომ ბუნებით ,,დამპყრობელია,, და მაინც 4ემს წადილს ყოველთვის ხალისით დაჰყვება. იმით რომ უხეშია, მაგრამ ამას მთელი არსებით მალავს.
:na: ჩემი აზრით კალს მამაკაცში იზიდავს ძლიერება, რომ შეიძლება მათზე დაყრდნობა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გკონდეს მისი იმედი. აი მამაკაცს რა იზიდავს კალში ჩემთვის დიდი გამოცანაა