ერთი წელი უკიდურეს ჩრდილოეთში ვცხოვრობდი. სამსახურიდან კონტრაქტით ვიყავით. ხოდა იქ ესეთ სურათს შევესწარი. მაღაზიაში შემოიტანეს პომიდორი. კომელებმა ვერ გაიგეს და თავიდან ვაშლი ეგონათ. ხოდა ერთს სახლში რომ წაუღია ცოლმა გამოაგდო და პარკით ის პომიდორი უკან გაატანა მაღაზიაში. იმ დროს შევასწარი, როცა ეს კაცი ჩხუბობდა დამპალი ვაშლი რათ მომყიდეთო. რამდენიც გავჭერი ყველას წვენი გაუვიდაო... :biggrin:
მერე ერთ ოჯახში სუფრაზე შემწვარი თევზი მოიტანეს ნიგვზის წვენში. ძალიან გამიკვირდა. თურმე ადრე ქართველების ოჯახს უცხოვრია იქ და იმათ უსწავლებიათ. კიდევ ადგილობრივ პურის საცხობში ხაჭაპურებს აცხობდნენ

აი, ესეც ჩრდილოეთური კაიფი ! :D