|
სოსოია რა კარგია კლასიკას რომ უსმენ, შოპენი მეც ძალიან მიყვარს, მითუმეტეს მასში პოლონური ფოლკლორის დიდი გავლენაა და სადაც ეროვნულია ის მუსიკა განსაკუთრებით მომწნოს, რატომღაც. მისი მაზურკები ფოლკლორის თემაზეა. მოცარტს ძალიან ნაზი მუსიკა აქვს, სხვანაირად შემოდის სულში , მართლაც გენიოსია, მაგრამ მე სხვანაირ ენერგიას ველი მუსიკისგან, როგორიც ბეეთჰოვენს აქვს. იცი, მოცარტზე იძახდენ რომ სანამ იქნება მოცარტი, კლასიკური მუსიკა მისიტ დაუცკება და დამთავრდებაო. მაგრამ როცა მოცარტმა მოუსმინა ბეთჰოვენს თქვა: ეს ადამიანი მსოფლიოს აალპარაკებს თავისი მუსიკითო. მისი გენია მაშინვე აღიარა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ მოცარტის საფლავი არავინ იცის სად არის, როცა გარდაიცვალა თებერვალი იყო თუ დეკემბერი ზუსტად არ მახსოვს, საშინელი ამინდი იყო, წვიმა და ქარი ერთად, სასაფლაომდე ვერავინ გაყვა სალიერის მეტი და ისიც ბომჟების გვერდით დამარხეს, საერთო სასაფლაოზე. სალიერი ბოლომდე იყო მასთან. ბეთჰოვენზე რომ თქვი განტვირთვის საუყკეტესო საშვალებააო გეთანხმები, ზუსტი ხარ. ის თვითონ წერდა, რომ ჩემი მუსიკა ისეთი უნდა იყოს რომ მოწყენილ, დარდიან და სავდიან ადამიანს მისი მოსმენის დროს ყველაფერი გადაავიცყოსო, მისი მუსიკიდან ისეთი ენერგია მოდის, რომ ვუსმენ, გეფიცები ენა მივარდება, ძალიან მიყვარს, თან რევოლუციონერი იყო, არ ცნობდა მუსიკაში არანაირ წესს, აკორდების წყობას არღვევდა და ამის გამო ხშირად აკრიტიკებდენ,მაგრამ იძახდა: ეს ჩემი გულიდან წამოსული მელოდიაა და არანაირი წესი მასზე არ იმოქმედებსო. მართლაც ყველანაირ წესებს არღვევდა,მან პირველმა ჩართო სიმფონიაში გუნდი, რაც მართლა გადატრიალება იყო. შეშლილი უწოდეს მაშინ, მაგრამ მისი მე-9 სიმფონია მოსმენილი გექნება, ალბათ. იქ მღერის ორკესტრთან ერთად გუნდი. უჰ, რამდენი ვწერე, მოდი შევჩერდები, თორემ ძალიან ბევრის დაწერა მომიწევს, ნორა ჯონსი მეც ძალიან მომწონს. ისე საშვალება რომ იყოს აქ დავდებდი საუკეტესო კლასიკას და მსოფლიო საუკეთესო მუსიკას. მაგრამ სამწუხაროდ აზრზე არ ვარ როგორ უნდა.
|