↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2852 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვინ რა ჟანრის მუსიკას უსმენთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
კლასიკური მუსიკა...შოპენს ყოველთვის ვუსმენ, ბეთხოვენი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მოცარტს კი ხასიათი უნდა, თუ ხასიათზე ხარ მოცარტზე უკეთესს ვერაფერს მოისმენ...
კლასიკის გარდა ვუსმენ ჯაზს, სოულს, ბლუზს...თანამედროვე მომღერლებიდან მსიამოვნებს ნორა ჯონსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
სოსოია რა კარგია კლასიკას რომ უსმენ, შოპენი მეც ძალიან მიყვარს, მითუმეტეს მასში პოლონური ფოლკლორის დიდი გავლენაა და სადაც ეროვნულია ის მუსიკა განსაკუთრებით მომწნოს, რატომღაც. მისი მაზურკები ფოლკლორის თემაზეა. მოცარტს ძალიან ნაზი მუსიკა აქვს, სხვანაირად შემოდის სულში , მართლაც გენიოსია, მაგრამ მე სხვანაირ ენერგიას ველი მუსიკისგან, როგორიც ბეეთჰოვენს აქვს. იცი, მოცარტზე იძახდენ რომ სანამ იქნება მოცარტი, კლასიკური მუსიკა მისიტ დაუცკება და დამთავრდებაო. მაგრამ როცა მოცარტმა მოუსმინა ბეთჰოვენს თქვა: ეს ადამიანი მსოფლიოს აალპარაკებს თავისი მუსიკითო. მისი გენია მაშინვე აღიარა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ მოცარტის საფლავი არავინ იცის სად არის, როცა გარდაიცვალა თებერვალი იყო თუ დეკემბერი ზუსტად არ მახსოვს, საშინელი ამინდი იყო, წვიმა და ქარი ერთად, სასაფლაომდე ვერავინ გაყვა სალიერის მეტი და ისიც ბომჟების გვერდით დამარხეს, საერთო სასაფლაოზე. სალიერი ბოლომდე იყო მასთან.
ბეთჰოვენზე რომ თქვი განტვირთვის საუყკეტესო საშვალებააო გეთანხმები, ზუსტი ხარ. ის თვითონ წერდა, რომ ჩემი მუსიკა ისეთი უნდა იყოს რომ მოწყენილ, დარდიან და სავდიან ადამიანს მისი მოსმენის დროს ყველაფერი გადაავიცყოსო, მისი მუსიკიდან ისეთი ენერგია მოდის, რომ ვუსმენ, გეფიცები ენა მივარდება, ძალიან მიყვარს, თან რევოლუციონერი იყო, არ ცნობდა მუსიკაში არანაირ წესს, აკორდების წყობას არღვევდა და ამის გამო ხშირად აკრიტიკებდენ,მაგრამ იძახდა: ეს ჩემი გულიდან წამოსული მელოდიაა და არანაირი წესი მასზე არ იმოქმედებსო. მართლაც ყველანაირ წესებს არღვევდა,მან პირველმა ჩართო სიმფონიაში გუნდი, რაც მართლა გადატრიალება იყო. შეშლილი უწოდეს მაშინ, მაგრამ მისი მე-9 სიმფონია მოსმენილი გექნება, ალბათ. იქ მღერის ორკესტრთან ერთად გუნდი.
უჰ, რამდენი ვწერე, მოდი შევჩერდები, თორემ ძალიან ბევრის დაწერა მომიწევს, ნორა ჯონსი მეც ძალიან მომწონს.
ისე საშვალება რომ იყოს აქ დავდებდი საუკეტესო კლასიკას და მსოფლიო საუკეთესო მუსიკას. მაგრამ სამწუხაროდ აზრზე არ ვარ როგორ უნდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
ნაბა მართლა კარგია რომ შენც კლასიკის მსმენელი ხარ, ერთ რამეს დააკვირდი და მითხარი მართალი თუ ვარ...როცა ცუდ ხასიათზეა არა მაგრამ უხასიათოდ იქნები, მოუსმინე რახმანინოვს და შეატყობ რომ შენს უხასიათობას მიესადაგება, თითქოს აგყვება ხასიათში და ასე გრძელდება, (რახმანინოვის თითქმის ყველა ნაწარმოები ასეთი ხასიათისაა), მაგრამ ბოლოს რომ მიაღწევს თანდათან სასიამოვნო აკორდებს დაიჭერ და დასასრულს შენი ხასიათიც გამოკეთდება.
ბეთხოვენს რაც შეეხება მართლაც გენია იყო, კაცი რომელიც მუსიკისთვის იყო გაჩენილი, ყრუ ადამიანი რომ მთვარის სონატას შექმნი იქ საუბარი ზედმეტია... მოცარტზეც მართალი ხარ, არავინ გააცილა სასაფლაომდე სალიერის გარდა, რომელსაც მთელი სიცოცხლე აღიზიანებდა მოცარტი როცა ერთი მეფის კარზე იყვნენ. ერთი რაღაცა გამახსენდა სალიერთან დაკავშირებით, როცა კონცერტზე სალიერმა თავისი ახალი ნაწარმოები წარმოადგინა, დაამთავრა თუ არა მოცარტი მიუჯდა ინსტრუმენს და სჯობდა ასე დაგეწერაა და თემა გადაასწორა, ან კიდევ ასეო...მაგრამ სალიერმა დაიბარა ჩემს გასვენებაზე მოცარტის მუსიკა მინდა ჟღერდესო. მაგრამ შოპენი მაინც სულ სხვაა, ისე ხელოვნებაში დავდე მე შოპენის მე-10 ნოკწიურნი, ნახე მოგეწონება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
კლასიკა მართლაც კარგი მოსასმენია,მეც ძალიან მიყვარს,განსაკუთრებით მთვარის სონატა,არ ვიცი ვისი დაწერილია,აღარ მახსოვს,პიანინოზე ვუკრავდი,ახლა კაი ხანია აღარ დამიკვრია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი სოსოია, თანაც როგორ მსმენელი, ყველგან ვუსმენ და სამსახურში როგორც მეუბნებიან წავიღე ტვინი და ამაზე მეცინება, მაგრამ მგონი გადამდები აღმოჩნდა,ჩემი მეგობრების ყური მიეჩვია ხარისხიან მუსიკას და ხანდახან თვითონ მთხოვენ რომ ჩავრთო. ჩემთვის ეს მუსიკა ყველაფერია. როგორც მხატვრობა და ლიტერატურა.

ახლა რომ ვწერ, რახმანინოვის სიუტას ვუსმენ(პირველს) , სრულიად მართალი ხარ რახმანინოვზე, ერთი პერიოდი ვერ ვრთავდი, მეუბნებოდნენ გასვენების მუსიკას უსმენო, მაგრამ ეს სიუტა ვერ წარმოიდგენ რა მელოდიურია. უბრალოდ ჩემთვის ბეტხოვენი დგას პირველად, როგორც შენთან (ასე შევატყვე) შოპენი. რახმანინოვის სიუტები ძალიან მიყვარს, ეტიუდებიც და პრელუდიებიც საერთოდ მოწონს ასეთი ენერგია.
მართალია ბეთხოვენს რომ ვუსმენ ამ ქვეყნად აღარ ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებას მანიჭებს რახმანინოვიც, ვივალდიც, პაგანინიც, შოპენიც, ჩაიკოვსკიც , როსინიც, შუბერტიც (რომელსაც ბეთხოვენის სტილი აქვს)ბრამსიც, მენდელსოანიც, ახლა მატრაკვეცობა მგონია მათი ჩამოთვლა, მაგრამ უამრავი სიდი მაქვს ყველასი ზემოთხსენებულის.
და როგორ მიხარია, ამ თემაზე საუბარი ვერ წარმოიდგენ. ახლა მარტო ვარ ოთახში და რახმანინოვს ხმამაღლა ვუსმენ, რომ შემეძლოს დავდებდი, მაგრამ ხომ გითხარი აზრზე არ ვარ როგორ, დიდებული მუსიკაა.
შოპენი საოცრად მელოდიურია, დიდი მადლობა, ვნახავ მითითებულ ადგილას, შოპენის თითქმის ყველაფერი მაქვს... არა ძალიან მინდა ეს რახმანიონოვი მოგასმენინო, რა ვქნა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენი პროფილი ვნახე სოსოია, მაგრამ ფოსტის მისამართი არ ეწერა, თორემ გამოგიგზავნიდი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
შუბერტი გეთანხმები, რომ ბეთხოვენს ნამდვილად წააგავს...შევეცდები ზიგიერთი მათგანი დავახასიათო. შოპენი უაღრესად მელოდიურია და მარტივი გასაგები, ყველა სიტუაციაში შეგიძლია მოუსმინო და ისიამოვნო, მოცარტს ცოტათი ვამსგავსებ შოპენს იმ გაგებით რომ ისიც მელოდიურია ძალიან, მაგრამ უფრო მეტად რთული გასაგები ყოველთვის ვერ მოუსმენ, კი მოუსმენ მაგრამ სხვადასხვა ხასიათზე თუ მოუსმინე სხვაგვარად მოგეწონება. შენ თუ მუსიკალური განათლება გაქვს ფორტეპიანოსი დაკვირვებული იქნები რომ ბეთხოვენი ძალიან მარტივად წერს, ნოტებს ვგულისხმობ, იქ არ არის რთული ვარიაეციები გადახლართული აკორდები, უბრალოდ მარტივარ წერს, მაგალითად იგივე მთვარის სონატას 5 კლასში უკრავენ, მაგრამ სიმარტივე მხოლოდ მაგაშია რა თქმაუნდა ხარისხს არ ვგულისხმობ...პრელუდია და ფუგას რაც შეეხება, მაგის ოსტატი ბახია ჩემი აზრით.ზუსტად მაგ შეფასებას ვერ ვიტან, გასვენების მუსიკაო, შტრაუსზე მაინც ვერ იტყვიან გასვენების მუსიკა არისო:)
ფოსტის მისამართს ჩავამატებ, მეც მინდა მოგასმენინო და გამოგიგზავნი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბახზე მართალი ხარ სოსოია, მაგის პარტიტებიც ძალიან მიყვარს, თუ საშვალება იქნება გამოგიგზავნი, ქრისტეს დატირება კიდევ მოსმენილი გექნება.
მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ მიყვარს მუსიკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
აბა ამას მოუსმინეთ, და თქვენც დადეთ რა მოგწონთ, ეს შოპენია:
10 Nocturne 20 Lento Con Gran Espressione
http://www.gol.ge/index.php?cat=music&download=45815

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ გამიხსნა სოსოია, ერორს მიწერს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცუდია, ეგება გვითხრან როგორ დავდოთ მუსიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
არ გამიხსნა სოსოია, ერორს მიწერს...

sosoias rusi წერს:
ცუდია, ეგება გვითხრან როგორ დავდოთ მუსიკა
რა ვიცი ჩემთან კი გაიხსნა...ისე მგონი ავოეს და გოლ .გე-ს მომსახურება საზღვარგარეთ არ იხსნება

აბა ნაბა ასე დადებული ნახე, მგონი ადვილად უნდა გაიხსნას

Chopin Nocturn


http://www.youtube.com/v/HcfmbRo8CP0

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობ ქეთა, ვცადე და არ გახსნა. მერე ისევ სოსოიას დადებულს დავუბრუნდი და დგეს\ გამიხსნა, რატომგაც, ხანდახან ეტყობა, არ იხსნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძალიან ლამაზი მუსიკაა , უმშვებნიერესი კომპოზიცია, სოსოიას მადლობა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 2852 posts ] 
დესპანი