↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts48
კარმა51
OFFLINEPROFILE
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.

და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით
ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.

და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.

მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.

"ვილიამ შექსპირი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფიქრად, რომ ვიქცე და
შემეძლოს შენში შემოჭრა,
ისე დაგღლიდი ვით დამღალეს
შენზე ფიქრებმა!!!!
(ავტორი:თეო მესტუმრე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღამის ორია. მშია.
ავდგები, ფეხს შეგახებ: აბა, თუ გძინავს.
ეგებ ერთ თეფშზე გავიყოთ სამი ლუკმა სიყვარული,
ნაშთი კი დილისთვის გადავინახოთ.

ხვალ ერთით მეტ პურს ვიყიდი,
ადრე ხომ ისე ვძღებოდით,
ნახევარიც ხელუხლებლად გვრჩებოდა –
გახსოვს, ასე მოვიჩვიეთ მტრედები.

მე ამაღამ მივფრინავ.
შენ კი დაიჟინე, რომ ჯერ მოსაცდელ დარბაზად,
მერე - ტრაპად,
მერე კი პილოტად იქცევი.
საბოლოოდ, მეორე ბილეთსაც აიღებ შენთვის.

ალბათ, ორ კვირაში ისევ ვიჩხუბებთ
ერთი ფანჯარა მაინც ჩატყდება,
ჩვენი სურათი კედლიდან ალბომისკენ გაიძურწება,
შენ კი ყურში სწვდები და ადგილზე დააბრუნებ.
შევრიგდებით.

დიდი ხანია, არაფერი ხდება ახალი –
სამი წელია, ასე მიყვარხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი...
სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპივნიანო...
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა...
სინამდვილე ოკეანეში,
სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,
თავისუფლება ნიავს ამოეფარა,
სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური სხივში მიიმალა...
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო...
ბოლოს ლამაზი ბუჩქი დაინახა და შიგ დაიმალა...
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა...
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ტირილის ხმა გაიგონა.
სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეჭრა და დაბრმავებულიყო...
მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
"მე არ მითხოვია სენთვის აღსარება
ჩვენი განშორება არის განაჩენი,
მხოლოდ სიყვარული რჩება მოგონებად
რადგან სიცრუეა ყველა დანარჩენი.."

" მიტოვებული თეთრი ქაღალდი,
მკერდში უთქმელი ლექსის სიფიცხე,
კიდევ რამდენჯერ უნდა დაღამდეს?
ვიდრე სრულიად გადაგივიწყებ?
კიდევ რამდენჯერ შეიმოსება
ბუნების ნებით-ხეთა ჩონჩხები,
ვიდრე დავანგრევ ყველა ოცნებას,
მე შენს სიყვარულს ვიდრე მოვრჩები...
ვიდრე დავანგრევ ამ გარინდებას,
შევძლებ უშენოდ ქვეყნად სიარულს,
და მერე ვეტყვი მხოლოდ დიდებას,
ყველა დიდებას - ადამიანურს!!!!!!!!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
1. მიეცით ახლობლებს იმაზე მეტი,ვიდრე ისინი ელოდებიან და გააკეთეთ ეს დიდი სიამოვნებით.
2. ხშირად გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ლექსი ან სიმღერა.
3. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს,რასაც გაიგონებთ!
4. დაიჯერეთ ერთი ნახვით შეყვარება.
5. არასოდეს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს
6. კონფლიკთის დროს იბრძოლეთ პატიოსნად და ღირსეულად!
7. არასოდეს შეაფასოთ ადამიანი მისი ნათესავების მიხედვით
8. ილაპარაკეთ ნელა,მაგრამ იაზროვნეთ სწრაფად!
9. როდესაც გეკითხებიან ისეთ რამეს,რაზეც პასუხის გაცემა არ გსურთ,ღიმილით ჰკითხეთ:’’რატომ გინდათ იცოდეთ ეს?’’
10. დაიმახსოვრეთ,დიდი სიყვარული დიდ რისკთან არის დაკავშირებული
11. დაურეკეთ დედას
12. არ დაუშვათ პატარა წყენამ დიდი მეგობრობა დაგაკარგვინოთ!
13. თუკი გრძნობთ,რომ შეცდომა დაუშვით,სწრაფადვე გამოასწორეთ!
14. გაჰყევით ცოლად მას(ან მოიყვანეთ ცოლად ის),ვისი ლაპარაკიც გსიამოვნებთ
15. ზოგჯერ განმარტოვდით!
16. ეცადეთ,შეეგუოთ ცვლილებებს ისე,რომ ღირსებები არ დაკარგოთ!
17. გახსოვდეთ,რომ ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია
18. ღმერთის იმედი გქონდეთ,მაგრამ მანქანა მაინც დაკეტეთ!
19. გიყვარდეთ მიწა და ხშირად მოეფერეთ მას!
20. ილოცეთ, ლოცვაში ხომ უდიდესი ძალაა
21. არ ჩაერიოთ სხვის საქმეში!
22. არასოდეს ენდოთ მამაკაცს(ან ქალს),რომელიც კოცნის დროს თვალებს არ ხუჭავს.
23. თუ ბევრ ფულს შოულობთ,სანამ ცოცხალი ხართ,გამოიყენეთ სხვების დასახმარებლად.ეს ხომ სიმდიდრისაგან მონიჭებული უდიდესი სიამოვნებაა.
24. ისწავლეთ წესები,და ზოგჯერ დაარღვიეთ კიდეც!
25. თქვენი წარმატება შეაფასეთ იმით,რისი გაღებაც მოგიწიათ ამისათვის!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარულზე ლამაზი გრძნობა არაფერია,ბედნიერი ხარ როცა ვინმე გიყვარს და მასაც უყვარხარ ...მარა მარადდიული არაა დეა ყველაფერი ცარმავალია...მოსაბეზრებელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
–ის–, "კალიასკით" თავის ძმას ასეირნებდა ..
მე გაოფლილი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ძალიან მიყვარდა ბურთის თამაში ეზოს მეგობრებთან ერთად, თითქოს მანდ იხსნებოდა ჩვენი ყველა ბავშვური გრძნობა და სამყაროც ოდნავ მსუბუქი და ნათელი გვეჩვენებოდა, ჩვენი პრიობლემებიც ფეხბურთის სამყაროს შიგნით იძირებოდა და ჩვენც მივყვებოდით ასე ცხოვრების თითქმის უდარდელ დინებას ...
–ის– თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე გზით დადიოდა ... როგორც მოულოდნელი სიო ჩაიქროლებდა...
მისი ჩამოვლა, არვიცი რატო, ყოველთვის უცნაურ გრძნობას ბადებდა ჩემში, ყველაფერი ჩემს გარშემო ნელდებოდა და ფეხბურთის სამყაროდან კედელზე დაკიდებულ სურათივით ვიყურებოდი მისკენ ... ვერ ვხდებოდი ...
ჰმმ არადა მე ხო რაღაც სულ 17 წლის ვიყავი .. ის კიდე 13 ის .. სასააცილოა ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს შეუძლებელია ... ასე მეორდებოდა ყოველი დღე... ნელნელა რეალობა სიზმრად იქცა და სიზმარშიც ფეხბურთს ვთამაშობდი ... ოღოდ იქ ჩვენ ერთად დავსეირნობდით ....
ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს .. როგორღაც, ჩემდა უნებლიედ, ჩამოყალიბდა ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა, ვიმეორებ "მეგობრული". მე ჩემ თავს არ ვაძლევდი მეტის უფლებას, არ ვიცი რატო ალბათ ასაკის გამო თან არ მინდოდა რამე ეგრძნო და შევრცხვენილიყავი... ძალიან საყვარელი ძმები ყავდა ... ერთად დავასეირნებდით ... ნე მადვილად არ ვიცი მაშინ რას ვფიქრობდი, ეს იყო ერთადერთი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში როდესაც არ ვფიქრობდი ... კი არ დავდიოდი, დავფინავდი და არ ვიცოდი რატო ... რეალობაში ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით ...ოღონდ ერთი აზრი მკლავდა ყოველ დღე და არ ვიცოდი რა მომეხერხებინა.. მინდოდა არ გაძლიერებულიყო.. სიმართლე ვთქვა არც მინდოდა მეღიარებინა რომ –ის– მე უკვე ....
და აი გამოსავალიც მოვიდა ...
ჩემს ძალიან ახლო მეგობარს მოეწონა "ის" და მეც როგორც კარგი მეგობარი შუამავლის როლი დავიკავე ისიც მან ერთად სეირნობისას გაიცნო, სტუმრად იყო ჩემთან მოსული ...
მე მოვიკრიფე მთელი ძალღონე და მივხვდი რომ ეს მე მომეხმარებოდა ჩემ გრძნობების მორევაში ... როგორც იქნა მოვაკვარახჭინე რაღაცეები, ერთად გაისეირნეს კიდეც.. თუმცა რატომღაც მაინც ბოლოს ერთად ვიჯექით და მთელ დღეს სემიჩკასთან ერთად ვსხლავდით ....მეც ჩემ თავს ვამხნევებდი, "ვსიო ეხლა უკვე ძეუძლებელია ჩემ მეგობარს უყვარს... ამიტომ არც იფიქრო" ––– ჩემ თავს ვემუქრებოდი ...

გავიდა დრო, მოვიდა ზაფხული, ყველანი დაიშალნენი სოფლებში, ეზოც დაცარიელდა და ფეხბურთსაც აღარავინ თამაშობდა ...
მე, მე კიდევ ჯარში წავედი ...
ნამდვილად არ ვგეგმავდი ამას .. ერთ ღამეს მომივიდა აზრი და ვთქვი "ჯარში მივდივრ" და
მეორე კვირას ძველ კრაზის კუზავოში ვიჯექი და თბილისის ნაწილისკენ მივექანებოდი ...
საშინელი სიტუაცია დამხვდა ჯარში ... ჩხუბები, ავტომატებით მარში 12 საათი დღეში ... 4 საათი ძილი. დასვენებისას ბესეტკაში მოწევას ვერ ვასწრებდით ისევ პლაშატკაზე გავრბოდით ამას ჯარის ტერმონოლოგიით "კარანტინი" ქვია და ერთი თვე გრძელდება ...
ერთმხრივ რთული იყო ეს ყველაფერი მაგრამ ამან ჩემი არეული გონება დაალაგა და თითქოს "ისიც" ნელნელა მიეფარა გონებრივ სივრცეს ...
არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო გავიდა, მემგონი 2 კვირა და მახსოვს იმ დღეს საშინლად წვინდა და ჩვენც თავს ბესეტკაშყ ვაფარებდით მეც გაჭიმული სკამზე ბესეტკის კრასკა აძრობილ სახურავს შევცქეროდი და სიგარეტს სიგარეტზე ვეწევოდი .. უცებ ჭიშკართან დამიბარეს ...
ჩემს გასაკვირად არაფერი არ იყო, გარდა ერთ ოთხად გაკეცილი ფურცლის, ნამდვილად ვერ მივხვდი ხუმრობა იყო თუ არა მაგრამ ავიღე ფურცელი და იქვე კიბეზე ჩამოვჯექი წასაკითხად (ვეცდები გავიხსენო წერილის შიანარსი )

–"აი ზაფხულიც გავიდა და ჩვენც დავშორდით, არ ვიცი როგორ გითხრა მაგრამ ძალიან მაკლიხარ,მეგონა ვმეგობრობდით მაგრამ ჩემ პატარა გულში სუყვარული აღმოჩნდა, ამას მანამდე ვერ ვხვდებოდი და რომც მივხვდარიყავი ვერ გავბდედავდი .. არ ვიცი ამასაც რატო ვწერ ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან სანამ შენ ჯარში წახვიდოდი ყველფერი სხვანაირად მეჩვენებოდა .. ეხლა კი ყოველდღე ფანჯარასთან ვზივარ და წვიმის წვეთებს ვუყვები შენს შესახებ ..
მენატრები ძალიან და მიყვარხარ .
–ის–"

ვერ აღგიწერთ რა მომივიდა ...წერილის შუაში ვიყავი მისული რომ უკვე ცრემლებით გამევსო თვალები, ვერ წარმოვიდგენდი ამას, მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა , ისიც არ ამჟღავნებდა არაფერს მასეთს, ქალს მართლაც როგორ შეუძლია თავისი გრძნობები დამალოს .. ან იქნება მე ვიყავი ბრმა? ალბათ ორივე ..., თან მე ხომ ჩემი მეგობარი გავურიგე ... ეს ყველა აზრი ერთიანად აირია ჩემში ... სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ვქენი სად წავედი მაშინ, ერთი მახსოვს რომ წერილს ყოველდღე ვკითხულობდი, ძილის წინ და ყოველი დასვენების დროს (მინიმუმ)და იცი სასწაულია მაგ წერილის შემდეგ ყველაფერი შემიმსუბუქდა, არც პლაშატკაზე ვიღლებოდი და არც ავტომატი მამძიმემდა .. მე ხომ წერილი მქონდა ქუდის ქვეშ ....
კარანტინი დარსულდა და ყველანი გადაგვანაწილეს სხვადასხვა ნაწილებში, მე საქართველოს ერთერთ შორეულ ნაწილში მოვხვდი და როგორც ციხის პატიმრები გეგმავენ გაქცევას ასე დავიწყე გეგმის დალაგება სახელად "როგორ გავიპარო ნაწილიდან –იმის– სანახავა", მე ხომ იმდენი რამე მქონდა სათქმელი .. ის რაც მანამდე ვერ ვუთხარი იმას რასაც ამდენი ხანი ვებრძოდი ჩემში ...
მოკლედ მასეც მოხდა, ნაწილიდან ერთ დღით გავენთავისუფლე, ვიცოდი ერთი დღე მარტო გზაში არ მეყოფოდა მარა მაგას არ ქონდა მნიშვნელობა ჩემთვის.. ერთ საათში უკვე მატარებელში ვიჯექი და თბილისისკენ მივექანებოდი
ვერ წარმოიდგენთ როგორ "მივფრინდი" ეზომდე უკვე ავტობუსიდანვე დავიწყე მისი თვალებით ძენდა. მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ არ დამხვდა –ის– იქ . დაჩაზე წასულან მთელი ოჯახი ... გაგეცინებათ მაგრამ ამან უფრო მეტი ძალა მომცა ... მაშინ ჩემთვის მანძილს არ ქონდა მნიშვნელობა, ვიცოდი რადაც არ უდნა დამჯდომონდა უნდა მენახა .. არადა როგორია ჯარის ფორმაში გამოწყობილი დავბორიალობდი სადგურიდან სადგურშ .. ბოლოს მივაგენი მატარებელს და მცხეთამდე გავყევი, იქიდან ავტობუსი უმდა ამეყვანა ... მცხეთაში დაახლოებით საღამოს 9 საათზე ჩავედი, უკვე ცა ნელნელა წითლდებო და და მე, როგორც ყოვეთვის, როცა მცხეთაში მივდივარ ჯვრის მონასტერის ცქერაში გავატარე კარგახანი სანამ მზე არ მოეფარა ჰორიზონტს, ... არადა მაშინაც –იმაზე" ვფიქრობდი, თან მართლაც რა სასწაულია ვამბობდი, თითქოსდა ერთი პატარა ოთხად გაკეცილი ფურცელი იყო მაგრამ ეგ ყველაფერი მაგის ბრალი იყო, ეს ყველაფერი წერილსი ბრალია რომელცი იმ დროუსთვის უკვე საკმაოდ გაცრეცილი იყო, აბა წაროიდგინე დღეში რამდეჯერმე გაშალე დახურე ... მაგრამ საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდ ...
მოკლედ რომ არ გადავუხვიოთ გადავწყვიტე მცხეთაში დარჩენა დილამდე , აბა ნაწილში დაბრუნებას აზრი აღარ ქონდა .. ავედი სადგურზე და კარგი ბომჟივით მოვკალათდი მოსაცდელის სკამებზე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად თბილი რბილი და კომფორტული მეჩვენა სადგურის გაცრეცილი ხის სკამი.. რატოო? მე ხომ –ის– მათბობა,თან წერილიც ხელშ მეჭრა და ასეც ჩამეძინა ...
ჩემი გამოთვლებით მცხეთიდან ბევრი დრო არ უნდა ყოფილიყო მის "დაჩამდე" და აი შემდეგი წინაღობაც გამოჩნდა დილითვე, ავტობუსის სადგურზე გავარვკიე რომ იქ ავტობუსი საერთოდ არ დადის და ყველაზე ახლოს დაახლოებით 30-40 კილომეტრით ჩერდება, 30-40 კილომეტრი ხომ არაფერი არ არის ... დავაჯექი ავტობუსს და შუადღეს ჩავედი სოფელში, საიდანაც ალბათ ფეხით მომიწევდა სიარული ...იქ გამოვიკითხე ყველაფერი და ჩემი გამოთვლებით 6 საათში უნდა უნდა გამევლო მთლიანი გზა ამიტომ დაუსვენებლივ დავადექი გზას, "ხებე" (სამხედრო "საროჩქა") წელზე შემოვიტყი და კარგი, სამუშაოდ გამზადებული, გლეხივით დავადექი გზას .. არადა შუა ივნისი იყო, სიცხე პირდაპირ თავზე მირტყავდა .. მაგრამ მე –ის– მიგრილებდა სულს და "მუშის სიოსავით" მიბრავდა სახეში ...
როგორც გარკვეული მქონდი, ორი მთის იქით უნდა გამოჩენილიყო უკვე მისი ჩასასვლელიც ...
გზა საშინლად მტვრიანი იყო და მთელი სიარულის დროს მარტო ერთი–ორმა მაქანამ თუ ჩამიარი; ისე ნამეტანი ლამაზი იყო მიდამო, არ ვიცი რამდენ რამეზე ვიფიქრე გზაში, მემგონი ვაჟასავით ბუნებაც შევიყვარე ...
დააახლოებით 4 საათში მივადექი ჩასახვევს და გეგმის და გამოთვლების მიხედვით მანდ უნდა ჩამეხვია ...
მაგრამ რაც მანდ დამემართა ეხლაც სასწაულად მიმაჩნია.. ჩასახვევი საკმაოდ ფართო მაგრამ მოხვეული გზა ჩანდა, რაც უფრო მივყვებოდი გზას მით უფრო მიძნელდებოდა სიარული, ბოლოს მივხდვი რომ გზა აღმართზე ადიოდა და პატარა ზომის მთას ერტყმოდა სარტყელივით გარშემო .. დაახლოებით ერთ საათში მოვხვდი მთის თავში სადაც, მადლი უფალს, ძველი მიტოვებული მონასტერი დამხვდა... მონასტერი სასწაულად იდგა, მის გვერდზე მარტო ერთი ხე იდგა .. და ირგვლივ არავინ იყო .. თითქოს მანდ უნდა მოვხვედრილიყავი ..
მიუხედავად იმის, რომ მივხვდი გზა ამებნა და არ იყო ეს "იმის" ჩასახვევი, ძალიან გამიხარდა , დავისვენე მონასტერის ქვეშ , ამაზე უეკთესს კაცი რას ინატრებდა დასასვენებლად ... რატომღაც მონასტრის კარები დაკეტილი დამხვდა ეტყობა პერიოდულად მოდიოდნენ ბერები მანდ ... ირგვლივ ხურდა ფულები ეყარა..
მოკლედ ჩამოვედი ეკლესიიდან და დავადექი ისევე პირდაპირ გზას .. და სასწაულებრივ დაახლოებით ნახევარ სათში გამოჩნდა დაჩების ჩასახვევიც, სახლებს შორიდანვე ვხედავდი და გუნებაში ვმარჩიელობდი რომელი უნდა ყოფილიყო მისი , მე ხომ საერთოდ არ ვიცოდი რომელი სახლი იყო ...ყველაფერს ბედს ვანდობდი, ერთი ის ვიცოდი რომ ის იქ იყო, არ ვიცი რატო მაგრამ ვიცოდი იქ იყო ... ასე ჩავედი ვიწრო ორღობემდეც.. მარცხნივ დაჩებს მდინარე გასდევდა, საკმაოდ ლამაზი დასახლება იყო ..
მესამე თუ მეოთხე ჭიშკრის იქით "ის" დავინახე ჰამაკში "აკატავებდა" თავის ძმებს. .... მთლიანად წამეთვა მეტყველების უნარი და დებილივით ჭიშკრიდან დავიწყე ყურება .. არ მეგონა ასე თუ გამიხარდებოდა .. და უფრო გასაკვირი მისი თვალების დანახვა იყო, თვალები, რომლებში ჩახედვაც აქამდე მრცხვენოდა სიყვარულით აღსავსე შემომცქეროდნენ...
ჩვენ მდინარის პირას ჩავედით .. მის ძმებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა .
მდინარის პირას გატარებული წუთები შემოიფარგლა მარტო ერთმანეთის თვალებში ყურებით და ერთი პატარა კოცნით,
მაგრამ ეგ ჩემთვის ყველაფერი იყო, ის დრო სამუდამო გაელვებად ამოიკვეთა ჩემში ...
იმ დღეს იქ დავრჩი, მდინარის პირას ერთერთი ბესეტკის ქვეშ დავიძინე , ისედაც ძალიან ცხელოდა , თან არ მინდოდა მისიანებს გაეგოთ რომ იქ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს მაგის ძმამ ჩამიშვა და ჩემდა გასაკვირად დედამისმა სახლში შემიპატიჟა და ეზოში დავჯექით, დავინახე რომ დედამისი ცოტა მკაცრი ქალი იყო მაგრამ თან ხვდებოდა კიდეც სიტუაციას ამიტომ არაფერი არ თქვა და მარტო დაგვტოვა .. მოკლედ იქიდან ისევ ფეხით წამოვედი და მერე 3 დღე გაუბახტში გავატარე ...
გაგიკვირდებათ მაგრამ მეორედაც ჩავედი მასთან დაახლოებით 3 კვირის მერე, ჯარიდან მივიღე შვებულება 5 დღიანი, მაგრამ მაშინ უკვე მეგობარი გავიყოლე თან ...
ისევე ბესეტკაში გავათენე ღამე და ისევ დაუვიწყარი იყო ყველაფერი ...
ბოლოს ? .. ბოლოს მე ჯარიდან ნაადრევად ჩამოვედი, კიდევ ერთხელ ვიყავი აგვისტოში მასთან, დაბადების დღეზე, ვერცხლისფერი წყლის სელაპი ვაჩუქე, მაშინ უკვე სოფელში ჩავედი და გამიმართლა, ავტობული გაცილებით ახლოს გაჩერდა...
ბოლოს ჩვენ დავშორდით.. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო .. და ყველაფერს ჩემ თავს ვაბრალებ, მაგრამ ერთი რამ მახარებს ..მე მისი ღირსი არ ვიყავი ...
სანამ უცხოეთში წამოვიდოდი ბოლოჯერ შევხვდი, მან მომცა ჯვარი და მითხრა "ეს ჯვარი დაგიცავს"
რამოდენიმე თვეში ის ჯვარი დავკარგე ...
ყველაფერი მოგონებას ჩაბადრა ...
რამოდენიმე წლის მერე ჩემმა მეგობარმა დამირეკა (სხვათაშორის იმან რომესაც მას ვურიგებდი) და მითხრა "ის" გეძებსო, რაღაცა უნდა გითხრას აუცილებელიო ,მაგრამ მე მაშინ უკვე ცოლი მყავდა .. და არ დავურეკე ...
მერე გავიგე რომ ისიც გათხოვდა ...
მიუხედავ ყველაფრისა მე ეხლა დაოჯახებული ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია და ერთმანეთისთვის ვდილობთ არაფერი დავიშუროთ ..
ეს კიდევ ჩემთვის ყოველთვის პატარა დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიად დარჩება და თუ როდესმე ის წაიკითხავს ამას მაშინ მიხვდება ვინ არის –ის– და ვინ ვარ –მე–.
პატივისცემით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts51
კარმა51
OFFLINEPROFILE
აუ საღოლ მაგარი იყო. შენ სიყვარული გცოდნია თორემ მასეთ რამეს არ იზამდი. მალადეც ძმაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ერთ დროს მეც ვიყავი შეყვარებული,მაგრამ უიღბლოდ,მიყვარდა და მასაც ვუყვარდი,გამოჩნდა პიროვნება,მისი ძვირფასი ბიძიკო,რომელსაც მე მას დღემდე პინგვინს ვეძახი,იმიტომ რომ პინგვინივით დადის.სანამ არ იყო საქართველოში ჩვენ ბედნიერები ვიყავით და აი რომ დაბრუნდა მისი აღმატებულება გერმანიიდან მაშინ დაიწყო ყველაზე მძიმე დღეები,სიტუაცია ჩემსს და მას შორის ძალიან დაიძაბა.მან ბიძიკოს რჩევებს დაუჯერა,რომელსაც მე არ უნდოდი რძლად,ალბად არ ვიყავი მისი შესაფერისი.ამ ყველაფერმა თავი მომაბეზრა და საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე.წასვლის წინ მე ის პიროვნება ვნახე და დავემშვიდობე,თუმცა ძაან არ უნდოდა მას, რომ მე საქართველოდან მივდიოდი.
გავიდა დრო,წლები,მე უკვე მყავს მეუღლე და პატარა ბიჭი.ცოტა არ იყოს ძალიან მწყდება გული,რომ მე ქართველი მეუღლე არა მყავს მაგრამ,ხომ გაგიგიათ,სადა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.ამ ახალ წლებს ვიყავი ჩასული სამი თვით საქართველოში და მისმა ერთ ერთმა მეგობარმა დაურეკა და გააგებინა რომ მე ჩამოსული ვიყავი,ის ჩემს ქალაქში არ ცხოვრობს,ის სხვა ქალაქში ცხოვრობს და ერთ მშვენიერ დილას ჩავდივარ დაბლა და რას ვხედავ,მისი აღმატებულება,მის ძვირფას ბიძასთან ერთად,ჩემს სახლის წინ დგანან,მისი მზერა დავიჭირე რომ მიყურებდა,მაგრამ უკვე ძალიან გვიანია მისთვის და ჩემთვისაც

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
programer ვახ მაგარი ისტორიაა, დაურეკე მერე მაგაში არაფერია ცუდი და საჩოთირო, გაუხარდება მაგრად...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები
დესპანი