|
–ის–, "კალიასკით" თავის ძმას ასეირნებდა .. მე გაოფლილი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ძალიან მიყვარდა ბურთის თამაში ეზოს მეგობრებთან ერთად, თითქოს მანდ იხსნებოდა ჩვენი ყველა ბავშვური გრძნობა და სამყაროც ოდნავ მსუბუქი და ნათელი გვეჩვენებოდა, ჩვენი პრიობლემებიც ფეხბურთის სამყაროს შიგნით იძირებოდა და ჩვენც მივყვებოდით ასე ცხოვრების თითქმის უდარდელ დინებას ... –ის– თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე გზით დადიოდა ... როგორც მოულოდნელი სიო ჩაიქროლებდა... მისი ჩამოვლა, არვიცი რატო, ყოველთვის უცნაურ გრძნობას ბადებდა ჩემში, ყველაფერი ჩემს გარშემო ნელდებოდა და ფეხბურთის სამყაროდან კედელზე დაკიდებულ სურათივით ვიყურებოდი მისკენ ... ვერ ვხდებოდი ... ჰმმ არადა მე ხო რაღაც სულ 17 წლის ვიყავი .. ის კიდე 13 ის .. სასააცილოა ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს შეუძლებელია ... ასე მეორდებოდა ყოველი დღე... ნელნელა რეალობა სიზმრად იქცა და სიზმარშიც ფეხბურთს ვთამაშობდი ... ოღოდ იქ ჩვენ ერთად დავსეირნობდით .... ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს .. როგორღაც, ჩემდა უნებლიედ, ჩამოყალიბდა ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა, ვიმეორებ "მეგობრული". მე ჩემ თავს არ ვაძლევდი მეტის უფლებას, არ ვიცი რატო ალბათ ასაკის გამო თან არ მინდოდა რამე ეგრძნო და შევრცხვენილიყავი... ძალიან საყვარელი ძმები ყავდა ... ერთად დავასეირნებდით ... ნე მადვილად არ ვიცი მაშინ რას ვფიქრობდი, ეს იყო ერთადერთი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში როდესაც არ ვფიქრობდი ... კი არ დავდიოდი, დავფინავდი და არ ვიცოდი რატო ... რეალობაში ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით ...ოღონდ ერთი აზრი მკლავდა ყოველ დღე და არ ვიცოდი რა მომეხერხებინა.. მინდოდა არ გაძლიერებულიყო.. სიმართლე ვთქვა არც მინდოდა მეღიარებინა რომ –ის– მე უკვე .... და აი გამოსავალიც მოვიდა ... ჩემს ძალიან ახლო მეგობარს მოეწონა "ის" და მეც როგორც კარგი მეგობარი შუამავლის როლი დავიკავე ისიც მან ერთად სეირნობისას გაიცნო, სტუმრად იყო ჩემთან მოსული ... მე მოვიკრიფე მთელი ძალღონე და მივხვდი რომ ეს მე მომეხმარებოდა ჩემ გრძნობების მორევაში ... როგორც იქნა მოვაკვარახჭინე რაღაცეები, ერთად გაისეირნეს კიდეც.. თუმცა რატომღაც მაინც ბოლოს ერთად ვიჯექით და მთელ დღეს სემიჩკასთან ერთად ვსხლავდით ....მეც ჩემ თავს ვამხნევებდი, "ვსიო ეხლა უკვე ძეუძლებელია ჩემ მეგობარს უყვარს... ამიტომ არც იფიქრო" ––– ჩემ თავს ვემუქრებოდი ...
გავიდა დრო, მოვიდა ზაფხული, ყველანი დაიშალნენი სოფლებში, ეზოც დაცარიელდა და ფეხბურთსაც აღარავინ თამაშობდა ... მე, მე კიდევ ჯარში წავედი ... ნამდვილად არ ვგეგმავდი ამას .. ერთ ღამეს მომივიდა აზრი და ვთქვი "ჯარში მივდივრ" და მეორე კვირას ძველ კრაზის კუზავოში ვიჯექი და თბილისის ნაწილისკენ მივექანებოდი ... საშინელი სიტუაცია დამხვდა ჯარში ... ჩხუბები, ავტომატებით მარში 12 საათი დღეში ... 4 საათი ძილი. დასვენებისას ბესეტკაში მოწევას ვერ ვასწრებდით ისევ პლაშატკაზე გავრბოდით ამას ჯარის ტერმონოლოგიით "კარანტინი" ქვია და ერთი თვე გრძელდება ... ერთმხრივ რთული იყო ეს ყველაფერი მაგრამ ამან ჩემი არეული გონება დაალაგა და თითქოს "ისიც" ნელნელა მიეფარა გონებრივ სივრცეს ... არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო გავიდა, მემგონი 2 კვირა და მახსოვს იმ დღეს საშინლად წვინდა და ჩვენც თავს ბესეტკაშყ ვაფარებდით მეც გაჭიმული სკამზე ბესეტკის კრასკა აძრობილ სახურავს შევცქეროდი და სიგარეტს სიგარეტზე ვეწევოდი .. უცებ ჭიშკართან დამიბარეს ... ჩემს გასაკვირად არაფერი არ იყო, გარდა ერთ ოთხად გაკეცილი ფურცლის, ნამდვილად ვერ მივხვდი ხუმრობა იყო თუ არა მაგრამ ავიღე ფურცელი და იქვე კიბეზე ჩამოვჯექი წასაკითხად (ვეცდები გავიხსენო წერილის შიანარსი )
–"აი ზაფხულიც გავიდა და ჩვენც დავშორდით, არ ვიცი როგორ გითხრა მაგრამ ძალიან მაკლიხარ,მეგონა ვმეგობრობდით მაგრამ ჩემ პატარა გულში სუყვარული აღმოჩნდა, ამას მანამდე ვერ ვხვდებოდი და რომც მივხვდარიყავი ვერ გავბდედავდი .. არ ვიცი ამასაც რატო ვწერ ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან სანამ შენ ჯარში წახვიდოდი ყველფერი სხვანაირად მეჩვენებოდა .. ეხლა კი ყოველდღე ფანჯარასთან ვზივარ და წვიმის წვეთებს ვუყვები შენს შესახებ .. მენატრები ძალიან და მიყვარხარ . –ის–"
ვერ აღგიწერთ რა მომივიდა ...წერილის შუაში ვიყავი მისული რომ უკვე ცრემლებით გამევსო თვალები, ვერ წარმოვიდგენდი ამას, მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა , ისიც არ ამჟღავნებდა არაფერს მასეთს, ქალს მართლაც როგორ შეუძლია თავისი გრძნობები დამალოს .. ან იქნება მე ვიყავი ბრმა? ალბათ ორივე ..., თან მე ხომ ჩემი მეგობარი გავურიგე ... ეს ყველა აზრი ერთიანად აირია ჩემში ... სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ვქენი სად წავედი მაშინ, ერთი მახსოვს რომ წერილს ყოველდღე ვკითხულობდი, ძილის წინ და ყოველი დასვენების დროს (მინიმუმ)და იცი სასწაულია მაგ წერილის შემდეგ ყველაფერი შემიმსუბუქდა, არც პლაშატკაზე ვიღლებოდი და არც ავტომატი მამძიმემდა .. მე ხომ წერილი მქონდა ქუდის ქვეშ .... კარანტინი დარსულდა და ყველანი გადაგვანაწილეს სხვადასხვა ნაწილებში, მე საქართველოს ერთერთ შორეულ ნაწილში მოვხვდი და როგორც ციხის პატიმრები გეგმავენ გაქცევას ასე დავიწყე გეგმის დალაგება სახელად "როგორ გავიპარო ნაწილიდან –იმის– სანახავა", მე ხომ იმდენი რამე მქონდა სათქმელი .. ის რაც მანამდე ვერ ვუთხარი იმას რასაც ამდენი ხანი ვებრძოდი ჩემში ... მოკლედ მასეც მოხდა, ნაწილიდან ერთ დღით გავენთავისუფლე, ვიცოდი ერთი დღე მარტო გზაში არ მეყოფოდა მარა მაგას არ ქონდა მნიშვნელობა ჩემთვის.. ერთ საათში უკვე მატარებელში ვიჯექი და თბილისისკენ მივექანებოდი ვერ წარმოიდგენთ როგორ "მივფრინდი" ეზომდე უკვე ავტობუსიდანვე დავიწყე მისი თვალებით ძენდა. მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ არ დამხვდა –ის– იქ . დაჩაზე წასულან მთელი ოჯახი ... გაგეცინებათ მაგრამ ამან უფრო მეტი ძალა მომცა ... მაშინ ჩემთვის მანძილს არ ქონდა მნიშვნელობა, ვიცოდი რადაც არ უდნა დამჯდომონდა უნდა მენახა .. არადა როგორია ჯარის ფორმაში გამოწყობილი დავბორიალობდი სადგურიდან სადგურშ .. ბოლოს მივაგენი მატარებელს და მცხეთამდე გავყევი, იქიდან ავტობუსი უმდა ამეყვანა ... მცხეთაში დაახლოებით საღამოს 9 საათზე ჩავედი, უკვე ცა ნელნელა წითლდებო და და მე, როგორც ყოვეთვის, როცა მცხეთაში მივდივარ ჯვრის მონასტერის ცქერაში გავატარე კარგახანი სანამ მზე არ მოეფარა ჰორიზონტს, ... არადა მაშინაც –იმაზე" ვფიქრობდი, თან მართლაც რა სასწაულია ვამბობდი, თითქოსდა ერთი პატარა ოთხად გაკეცილი ფურცელი იყო მაგრამ ეგ ყველაფერი მაგის ბრალი იყო, ეს ყველაფერი წერილსი ბრალია რომელცი იმ დროუსთვის უკვე საკმაოდ გაცრეცილი იყო, აბა წაროიდგინე დღეში რამდეჯერმე გაშალე დახურე ... მაგრამ საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდ ... მოკლედ რომ არ გადავუხვიოთ გადავწყვიტე მცხეთაში დარჩენა დილამდე , აბა ნაწილში დაბრუნებას აზრი აღარ ქონდა .. ავედი სადგურზე და კარგი ბომჟივით მოვკალათდი მოსაცდელის სკამებზე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად თბილი რბილი და კომფორტული მეჩვენა სადგურის გაცრეცილი ხის სკამი.. რატოო? მე ხომ –ის– მათბობა,თან წერილიც ხელშ მეჭრა და ასეც ჩამეძინა ... ჩემი გამოთვლებით მცხეთიდან ბევრი დრო არ უნდა ყოფილიყო მის "დაჩამდე" და აი შემდეგი წინაღობაც გამოჩნდა დილითვე, ავტობუსის სადგურზე გავარვკიე რომ იქ ავტობუსი საერთოდ არ დადის და ყველაზე ახლოს დაახლოებით 30-40 კილომეტრით ჩერდება, 30-40 კილომეტრი ხომ არაფერი არ არის ... დავაჯექი ავტობუსს და შუადღეს ჩავედი სოფელში, საიდანაც ალბათ ფეხით მომიწევდა სიარული ...იქ გამოვიკითხე ყველაფერი და ჩემი გამოთვლებით 6 საათში უნდა უნდა გამევლო მთლიანი გზა ამიტომ დაუსვენებლივ დავადექი გზას, "ხებე" (სამხედრო "საროჩქა") წელზე შემოვიტყი და კარგი, სამუშაოდ გამზადებული, გლეხივით დავადექი გზას .. არადა შუა ივნისი იყო, სიცხე პირდაპირ თავზე მირტყავდა .. მაგრამ მე –ის– მიგრილებდა სულს და "მუშის სიოსავით" მიბრავდა სახეში ... როგორც გარკვეული მქონდი, ორი მთის იქით უნდა გამოჩენილიყო უკვე მისი ჩასასვლელიც ... გზა საშინლად მტვრიანი იყო და მთელი სიარულის დროს მარტო ერთი–ორმა მაქანამ თუ ჩამიარი; ისე ნამეტანი ლამაზი იყო მიდამო, არ ვიცი რამდენ რამეზე ვიფიქრე გზაში, მემგონი ვაჟასავით ბუნებაც შევიყვარე ... დააახლოებით 4 საათში მივადექი ჩასახვევს და გეგმის და გამოთვლების მიხედვით მანდ უნდა ჩამეხვია ... მაგრამ რაც მანდ დამემართა ეხლაც სასწაულად მიმაჩნია.. ჩასახვევი საკმაოდ ფართო მაგრამ მოხვეული გზა ჩანდა, რაც უფრო მივყვებოდი გზას მით უფრო მიძნელდებოდა სიარული, ბოლოს მივხდვი რომ გზა აღმართზე ადიოდა და პატარა ზომის მთას ერტყმოდა სარტყელივით გარშემო .. დაახლოებით ერთ საათში მოვხვდი მთის თავში სადაც, მადლი უფალს, ძველი მიტოვებული მონასტერი დამხვდა... მონასტერი სასწაულად იდგა, მის გვერდზე მარტო ერთი ხე იდგა .. და ირგვლივ არავინ იყო .. თითქოს მანდ უნდა მოვხვედრილიყავი .. მიუხედავად იმის, რომ მივხვდი გზა ამებნა და არ იყო ეს "იმის" ჩასახვევი, ძალიან გამიხარდა , დავისვენე მონასტერის ქვეშ , ამაზე უეკთესს კაცი რას ინატრებდა დასასვენებლად ... რატომღაც მონასტრის კარები დაკეტილი დამხვდა ეტყობა პერიოდულად მოდიოდნენ ბერები მანდ ... ირგვლივ ხურდა ფულები ეყარა.. მოკლედ ჩამოვედი ეკლესიიდან და დავადექი ისევე პირდაპირ გზას .. და სასწაულებრივ დაახლოებით ნახევარ სათში გამოჩნდა დაჩების ჩასახვევიც, სახლებს შორიდანვე ვხედავდი და გუნებაში ვმარჩიელობდი რომელი უნდა ყოფილიყო მისი , მე ხომ საერთოდ არ ვიცოდი რომელი სახლი იყო ...ყველაფერს ბედს ვანდობდი, ერთი ის ვიცოდი რომ ის იქ იყო, არ ვიცი რატო მაგრამ ვიცოდი იქ იყო ... ასე ჩავედი ვიწრო ორღობემდეც.. მარცხნივ დაჩებს მდინარე გასდევდა, საკმაოდ ლამაზი დასახლება იყო .. მესამე თუ მეოთხე ჭიშკრის იქით "ის" დავინახე ჰამაკში "აკატავებდა" თავის ძმებს. .... მთლიანად წამეთვა მეტყველების უნარი და დებილივით ჭიშკრიდან დავიწყე ყურება .. არ მეგონა ასე თუ გამიხარდებოდა .. და უფრო გასაკვირი მისი თვალების დანახვა იყო, თვალები, რომლებში ჩახედვაც აქამდე მრცხვენოდა სიყვარულით აღსავსე შემომცქეროდნენ... ჩვენ მდინარის პირას ჩავედით .. მის ძმებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა . მდინარის პირას გატარებული წუთები შემოიფარგლა მარტო ერთმანეთის თვალებში ყურებით და ერთი პატარა კოცნით, მაგრამ ეგ ჩემთვის ყველაფერი იყო, ის დრო სამუდამო გაელვებად ამოიკვეთა ჩემში ... იმ დღეს იქ დავრჩი, მდინარის პირას ერთერთი ბესეტკის ქვეშ დავიძინე , ისედაც ძალიან ცხელოდა , თან არ მინდოდა მისიანებს გაეგოთ რომ იქ ვიყავი, მაგრამ მეორე დღეს მაგის ძმამ ჩამიშვა და ჩემდა გასაკვირად დედამისმა სახლში შემიპატიჟა და ეზოში დავჯექით, დავინახე რომ დედამისი ცოტა მკაცრი ქალი იყო მაგრამ თან ხვდებოდა კიდეც სიტუაციას ამიტომ არაფერი არ თქვა და მარტო დაგვტოვა .. მოკლედ იქიდან ისევ ფეხით წამოვედი და მერე 3 დღე გაუბახტში გავატარე ... გაგიკვირდებათ მაგრამ მეორედაც ჩავედი მასთან დაახლოებით 3 კვირის მერე, ჯარიდან მივიღე შვებულება 5 დღიანი, მაგრამ მაშინ უკვე მეგობარი გავიყოლე თან ... ისევე ბესეტკაში გავათენე ღამე და ისევ დაუვიწყარი იყო ყველაფერი ... ბოლოს ? .. ბოლოს მე ჯარიდან ნაადრევად ჩამოვედი, კიდევ ერთხელ ვიყავი აგვისტოში მასთან, დაბადების დღეზე, ვერცხლისფერი წყლის სელაპი ვაჩუქე, მაშინ უკვე სოფელში ჩავედი და გამიმართლა, ავტობული გაცილებით ახლოს გაჩერდა... ბოლოს ჩვენ დავშორდით.. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო .. და ყველაფერს ჩემ თავს ვაბრალებ, მაგრამ ერთი რამ მახარებს ..მე მისი ღირსი არ ვიყავი ... სანამ უცხოეთში წამოვიდოდი ბოლოჯერ შევხვდი, მან მომცა ჯვარი და მითხრა "ეს ჯვარი დაგიცავს" რამოდენიმე თვეში ის ჯვარი დავკარგე ... ყველაფერი მოგონებას ჩაბადრა ... რამოდენიმე წლის მერე ჩემმა მეგობარმა დამირეკა (სხვათაშორის იმან რომესაც მას ვურიგებდი) და მითხრა "ის" გეძებსო, რაღაცა უნდა გითხრას აუცილებელიო ,მაგრამ მე მაშინ უკვე ცოლი მყავდა .. და არ დავურეკე ... მერე გავიგე რომ ისიც გათხოვდა ... მიუხედავ ყველაფრისა მე ეხლა დაოჯახებული ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია და ერთმანეთისთვის ვდილობთ არაფერი დავიშუროთ .. ეს კიდევ ჩემთვის ყოველთვის პატარა დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიად დარჩება და თუ როდესმე ის წაიკითხავს ამას მაშინ მიხვდება ვინ არის –ის– და ვინ ვარ –მე–. პატივისცემით.
|