↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
ტიკტიკა ან ძალიან ბავშვები იყავით ან არ ყვარებიხარ ყურებვამდე, თორემ ბიძიას არ დაუჯერებდა, ჩემი აზრით რათქმაუნდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი ისტორიაა....ბოლოს რატო დასჰორდი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
cuncula16 წერს:
ძალიან კარგი ისტორიაა....ბოლოს რატო დასჰორდი?
მე მომიწია წასვლა შორის ... :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
იასამანი სულია შენი,
შენ ჩემი სურვილი.
გაზაფხული ხარ შენ და
ჩემი წყურვილი.
იასამანი ხარ შენ
სულ მთლიანად
იასამანი ხარ,
მკლავს შენი სურნელი.
ან ჩემი სამარე ხარ,
ან ჩემი სავანე ხარ.
გაზაფხული ხარ შენ და
ჩემი წყურვილი.
შენ სხვა ხარ,
შენდარი ვინ არი,
შენ ზღვა ხარ,
შენა ხარ მდინარე,
ცისფერი მდინარე,
იასამნის მდინარე.
იასამანი სულია ჩემი
შენ ხარ სული ჩემი-
იასამანი!

იცი რატომ მიყვარს მე ეს სიცოცხლე?შენ რომ არსებობ და მე რომ გიპოვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა, დიდხანს ვიფიქრე
და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი
ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი... ასე, რომ ვთქვათ
ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ
გულში... ძალიან მომენატრე, ძალიან მაკლიხარ, ძალიან განვიცდი უშენობას, თითქოს
ყველაფერი კარგად იყო, არ უნდა წასულიყავი,
ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს... იცი რა
გამახსენდა ეხლა? გახსოვს.... რომ გნახე, მეორედ იყო მგონი, ბეეეევრი ნაყინი, რომ
გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი!
თვალებით, რომ მიყურებდი, არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო???
მაშინ მივხვდი, როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან
ერთად.... სიგიჟემდე მენატრები!!!!&!
ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები, რომ როგორც შენ
იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?!
ისევ ძველებურადაა ყველაფეი, ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს, ისევ ასდის ქალაქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :"ვგიჟდები ამ სუნზე" რაო სიხარულო? გეგონა
დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავაი რა! გახსოვს ეს "დავაი რაააა?" როგორ გვიყვარდა? ძალიან სერიოზულ ფრაზებს, რომ ვაბოლოებდით ამ ფრაზით, მე ყოველთვის ვგრძნობდი როდის იტყოდი ამას და ყოველთვის გასწრებდი... როგორ საყვარლად ბრაზდებოდიიიიი???? საყვარლად სულელო ჩემო!!!!! საყვარლად სულელო და მოტკივილებავ!!!! მოგიტან მალე, შენს სიმღერებს აღარ ღიღინებ ამაჩემდიო?-მე ვღიღინებ!!!! და სიმღერებშიც გეძებ, ლექსებშიც, ქუჩაშიც და სიზმრებშიც....მეტკივილები და მაკლიხარ!!!! ხომ ხედავ აღარ
გეუბნები როდის მოხვალ მეთქი???? ეხლა გეკითხები როდის წამიყვან
სიხარულო? გაიქეცი ხო უჩემოდ???? ღორმუცელავ ,ეტყობა კარგია მანდ რადგანაც დამივიწყე, აღარ გახსოვარ, ერთი კვირაა უკვე გემუდარები დამესიზმრე მეთქი და არ მოდიხარ. დაგავიწყდი სიყვარულო??? მოკლედ წავედი ეხლა მე, არ მოიწყინო თორემ მეც მოვიწყენ!!!! არაფერი შეცვლილა,ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები.... ხვალმოვალ, ჩემო ლამაზთვალება სიხარულო!!!!!

(ქვიდან წამოდგა ჭაღარა მამაკაცი, საფლავის ქვას კიდევ ერთხელ გადაუსვა
ხელი ღიმილით, ტუჩებით ჰაერში კოცნის იმიტაცია გააკეთა და დაღმართს დაუყვა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
მკლავს ეს ისტორია :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
სუყვარული დავკარგე და ყველას მიმართ ნდობაც დავკარგე. მაინტერესებს ყველას ასე ემართება თუ მე გავხდი უგულო, :jj: უფრო სწორად უნდობი?. გთხოვთ გამომეხმაუროთ.
და ერთი რამ თუ დაუვიწყარია სიყვარული, კიდევ შეიძლება სხვა სიყვარული , როდესაც მუდამ სხვისი სიყვარული მაქვს გულში.

გენიოსური სიტყვებია " წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშები დარჩებიანო."

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ანი!
დაკარგული სიყვარულის გამო არ უნდა დაისადგუროს შენში უნდობლობამ, ყველაფერს ხომ ყოვეთვის ორი მხარე აქვს, ცხოვრებაში არავინ არ იცის წინ რა ელოდება, მაგრამ ერთი ცხადია, თუ გჯერა შენ მეორე ნახევარს იპოვნი , რაც შეეხება იმას რაც წასულია, ესეიგი შენი არ იყო ის.
შეიძლება ვცდებოდე მაგრამ მე ასე ვფიქრობ დაახლოებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
ციტატა:
გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა, დიდხანს ვიფიქრე
და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი
ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი... ასე, რომ ვთქვათ
ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ
გულში... ძალიან მომენატრე, ძალიან მაკლიხარ, ძალიან განვიცდი უშენობას, თითქოს
ყველაფერი კარგად იყო, არ უნდა წასულიყავი,
ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს... იცი რა
გამახსენდა ეხლა? გახსოვს.... რომ გნახე, მეორედ იყო მგონი, ბეეეევრი ნაყინი, რომ
გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი!
თვალებით, რომ მიყურებდი, არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო???
მაშინ მივხვდი, როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან
ერთად.... სიგიჟემდე მენატრები!!!!&!
ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები, რომ როგორც შენ
იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?!
ისევ ძველებურადაა ყველაფეი, ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს, ისევ ასდის ქალაქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :\"ვგიჟდები ამ სუნზე\" რაო სიხარულო? გეგონა
დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავაი რა! გახსოვს ეს \"დავაი რაააა?\" როგორ გვიყვარდა? ძალიან სერიოზულ ფრაზებს, რომ ვაბოლოებდით ამ ფრაზით, მე ყოველთვის ვგრძნობდი როდის იტყოდი ამას და ყოველთვის გასწრებდი... როგორ საყვარლად ბრაზდებოდიიიიი???? საყვარლად სულელო ჩემო!!!!! საყვარლად სულელო და მოტკივილებავ!!!! მოგიტან მალე, შენს სიმღერებს აღარ ღიღინებ ამაჩემდიო?-მე ვღიღინებ!!!! და სიმღერებშიც გეძებ, ლექსებშიც, ქუჩაშიც და სიზმრებშიც....მეტკივილები და მაკლიხარ!!!! ხომ ხედავ აღარ
გეუბნები როდის მოხვალ მეთქი???? ეხლა გეკითხები როდის წამიყვან
სიხარულო? გაიქეცი ხო უჩემოდ???? ღორმუცელავ ,ეტყობა კარგია მანდ რადგანაც დამივიწყე, აღარ გახსოვარ, ერთი კვირაა უკვე გემუდარები დამესიზმრე მეთქი და არ მოდიხარ. დაგავიწყდი სიყვარულო??? მოკლედ წავედი ეხლა მე, არ მოიწყინო თორემ მეც მოვიწყენ!!!! არაფერი შეცვლილა,ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები.... ხვალმოვალ, ჩემო ლამაზთვალება სიხარულო!!!!!

(ქვიდან წამოდგა ჭაღარა მამაკაცი, საფლავის ქვას კიდევ ერთხელ გადაუსვა
ხელი ღიმილით, ტუჩებით ჰაერში კოცნის იმიტაცია გააკეთა და დაღმართს დაუყვა)

ძალიან კარგად გაქვთ გადმოცემული .

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts48
კარმა51
OFFLINEPROFILE
anni წერს:
სუყვარული დავკარგე და ყველას მიმართ ნდობაც დავკარგე. მაინტერესებს ყველას ასე ემართება თუ მე გავხდი უგულო, :jj: უფრო სწორად უნდობი?. გთხოვთ გამომეხმაუროთ.
და ერთი რამ თუ დაუვიწყარია სიყვარული, კიდევ შეიძლება სხვა სიყვარული , როდესაც მუდამ სხვისი სიყვარული მაქვს გულში.

გენიოსური სიტყვებია " წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშები დარჩებიანო."

ანი მინდა გითხრა, რომ გავა დრო აუცილელად შეგიყვარდება ვინმე, და მერე მიხვდები რომ კიდევ შეიძლება სხვა სიყვარული. ის რომ ყველას მიმართ ნდობა დაკარგე ძალიან ცუდია რადგან შეუძლებელია ყველა ერთნაირი იყოს. ადამიანებს რაც დრო გადის ბევრ რამეზე გვეცვლება შეხედულებები, დამიჯერე გავა დრო და შენთვითონვე მიხვდები, რომ ამ ქვეყანაზე დადის ისეთი პიროვნება რომლიც გეყვარება და რომელსაც ეყვარები. გაუფრთხილდი სიყვარულს დაელოდე მას ფხიზლად იყავი არ ჩაგეძინოს რადგან როცა მოვა და გულის კარებზე დაგიკაკუნებს გაუღიმო და უთხრა: ე ს შ ე ნ ხ ა რ? ვისაც აქამდე ველოდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
samole წერს:
გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა, დიდხანს ვიფიქრე
და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი
ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი... ასე, რომ ვთქვათ
ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ
გულში... ძალიან მომენატრე, ძალიან მაკლიხარ, ძალიან განვიცდი უშენობას, თითქოს
ყველაფერი კარგად იყო, არ უნდა წასულიყავი,
ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს... იცი რა
გამახსენდა ეხლა? გახსოვს.... რომ გნახე, მეორედ იყო მგონი, ბეეეევრი ნაყინი, რომ
გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი!
თვალებით, რომ მიყურებდი, არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო???
მაშინ მივხვდი, როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან
ერთად.... სიგიჟემდე მენატრები!!!!&!
ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები, რომ როგორც შენ
იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?!
ისევ ძველებურადაა ყველაფეი, ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს, ისევ ასდის ქალაქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :"ვგიჟდები ამ სუნზე" რაო სიხარულო? გეგონა
დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავაი რა! გახსოვს ეს "დავაი რაააა?" როგორ გვიყვარდა? ძალიან სერიოზულ ფრაზებს, რომ ვაბოლოებდით ამ ფრაზით, მე ყოველთვის ვგრძნობდი როდის იტყოდი ამას და ყოველთვის გასწრებდი... როგორ საყვარლად ბრაზდებოდიიიიი???? საყვარლად სულელო ჩემო!!!!! საყვარლად სულელო და მოტკივილებავ!!!! მოგიტან მალე, შენს სიმღერებს აღარ ღიღინებ ამაჩემდიო?-მე ვღიღინებ!!!! და სიმღერებშიც გეძებ, ლექსებშიც, ქუჩაშიც და სიზმრებშიც....მეტკივილები და მაკლიხარ!!!! ხომ ხედავ აღარ
გეუბნები როდის მოხვალ მეთქი???? ეხლა გეკითხები როდის წამიყვან
სიხარულო? გაიქეცი ხო უჩემოდ???? ღორმუცელავ ,ეტყობა კარგია მანდ რადგანაც დამივიწყე, აღარ გახსოვარ, ერთი კვირაა უკვე გემუდარები დამესიზმრე მეთქი და არ მოდიხარ. დაგავიწყდი სიყვარულო??? მოკლედ წავედი ეხლა მე, არ მოიწყინო თორემ მეც მოვიწყენ!!!! არაფერი შეცვლილა,ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები.... ხვალმოვალ, ჩემო ლამაზთვალება სიხარულო!!!!!

(ქვიდან წამოდგა ჭაღარა მამაკაცი, საფლავის ქვას კიდევ ერთხელ გადაუსვა
ხელი ღიმილით, ტუჩებით ჰაერში კოცნის იმიტაცია გააკეთა და დაღმართს დაუყვა)
რატომ მატირებთ, რას მერჩით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეც დიდი ხანი ვტიროდი ამ ისტორიაზე:( გამოირჩევა ყველასგან:((

anni << მეც იგივე სიტუაცია მაქვს. ასე მგონია არავინ შემიყვარდება + ნდობა ნაღდად არავისი მაქვს:(
მე დავამთავრე ჩემი ისტორია და არც ვნანობ,არანაირად.
ხუთშაბათს ჩავდივარ საქართველოში.. ჩემი უბნელია.. მომიწევს ნახვა.. არ მინდა საშინლად:( არადა ზუსტად წელიწადნახევარი ვოცნებობდით ამ დღეზე.
არა,არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ.. და ყველა თხოვნაზე უკვე დავგეგმე პასუხი (ჩემთვის)
წელს ვაბარებ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, მაგრამ იგივე განცდები არ მინდა:)
ნუთუ სიყვარული მხოლოდ ტანჯვაა???????????????
ну и дура:))))) ზედმეტი დავწერე მგონი :D:D:D:D

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები
დესპანი